Love

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,

გულის კარებთან დაუკვნესია,

დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,

ხშირად რომ გნახო უარესია,

გაბრაზებულა ჯიუტი გული,

სულში ტკივილი ჩაუთესია,

ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით

უცებ მომკალი უკეთესია,

ისე საშინლად მომენატრე რომ

ფიქრები მტრედად შემომესია,

უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,

და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,

არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,

აღიარება ჩემი წესია,

როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,

არ ვარსებობდე უკეთესია.

***

შენი თვალების სითბოს,

შენი ტუჩების გემოს

ვგრძნობ და ჩემთან ხარ თითქოს,

შენ, მონატრებავ ჩემო…

ცხოვრობ ცხადშიც

და ცხოვრობ სიზმრებშიც,

ჩემს სამყაროში

და ჩემს ფიქრებში,

მოდი, წამოვწვეთ მწვანე მდელოზე

ტყემლებისა და ნუშის ფიფქებში…

მოდი, ჩამეხუტე მაგრად,

მანძილი ოცნებებს ებრძვის,

ტყის პირას კარავი დავდგათ,

“წვიმაში დავანთოთ ცეცხლი”…

შენი თვალების სითბოს

ვგრძნობ, საყვარელო ჩემო,

და ჩემს ტუჩებზე ცხოვრობს

შენი ტუჩების გემო.

***

ცივია თვალები, სიყტვები-უხეში,

გრძნობა დაგიმალავს სადღაც ბნელ კუთხეში,

დარდი უნუგეშო ჩუმად გაპარულა,

ცრემლად დაგროვილა საწვიმარ ღრუბელში.

მითხარი რას ვენდო? როდის ხარ გულწრფელი?

როცა მეფერები თუ როცა მიბღვერი,

როცა გადათელავ ჩემს ყველა ღირსებას,

თუ როცა მზერაში მზის სითბო იღვრება?

აღარ მენდობიან შიშით იმედები,

იციან ოცნებას რა მალე ვნებდები,

მინდა მჯეროდეს და ამ სურვილს ვჯერდები,

მერე ვიბნევი და უფსრულთან ვჩერდები…

რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული

და მომეკვეთოს მუხლი მწვერვალზე

რომ მივხვდე, ზღაპირის დღესასწაული

არ იმართება მიწის სცენაზე.

ზღაპარი მოკლა ცხოვრების ტყვიამ,

და თუ ოცნებას სიცოცხლე ჰქვია-

არ lovrშემიძლია სიცოცხლე უშენოდ,

ცხოვრება შენთან არ სემიძლია.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

Love

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება