Leqsi

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი…

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი…

საქართველოო ლამაზო…

„სხვა საქართველო სად არი?”

ცა ვარსკვლავებით ინთება,

ცა – არცა რისი სადარი…

მთვარე რომ ამობრწყინდება,

გული გაფრენად მზად არი…

დიდება, შენი დიდება

„სხვა საქართველო სად არი?”

მინდვრები, ქართლის მინდვრები,

ქედები მხარგაშლილები…

მთაში – ტყე დანაბინდები,

ტყეში – ქორბუდა ირმები…

ბარად შრიალებს ჭადარი,

მზეს უმღერიან ჩიტები…

მხარევ, მოსილო დიდებით,

„სხვა საქართველო სად არი?”

ლურჯი ბალახი მხარამდი,

მწყერი გოგმანობს ბალახში…

თეთნულდზე – თოვლი მარადი,

ვენახზე – მზე და ბადახში…

სხვა საქართველო ვინ ნახა?

„სხვა საქართველო სად არი?”

როს ვარსკვლავები ხმაურით

აინთებიან ცათანი,

კლდეს მოაწყდება ზღვაური

მეშვიდე ცაზე ატანილს…

კლდეებში ჯიხვი დაფრთხება

გორში იტირებს ატამი,

ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,

„სხვა საქართველო სად არი?”

აქ დაიბადა „სულიკო”,

მზისკენ გაფრინდა „მერანი”…

და თუნდაც გადმოსულიყო

მტერი შმაგი და ვერანი,

მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,

სით გაუშვებდა ლელაი?

აქ დაიბადა „სულიკო”,

მზისკენ გაფრინდა „მერანი”

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი,

დაბლა შრიალებს მოლისებრ

ყანაი გაუყელავი…

ფიქრს დაუღლია ონისე,

ბახტრიონს მიდის ლელაი…

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი…

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი…

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი…

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველო სად არი?”

Published in ბლოგი
კონსტანტინე
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

Leqsi

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება