https://4love.ge/testebi/148911-ucnauri-gantiadi-srulad.html
სასტუმროს ნომრიდან ისეთი საშინელი მტვრევის ხმები გამოდიოდა პერსონალი ვერც კი ბედავდა კართან მიახლოვებას. მართალია არავის გაუფრთხილებია, რომ სტუმრები არ შეეწუხებინათ, თუმცა ამას თვითონაც ხვდებოდნენ.
ნომერში ქაოსურად მიმოფანტული ნივთების უმეტესობა იატაკზე დამტვრეული ეყარა. ეტყობოდათ, რომ ნომრის სუსაფთავესა და იმიჯზე ბევრი არ უფიქრიათ მითუმეტეს წყვილს, რომელიც რბილ საწოლზე კომფორტულად იწვა და გაღვიძებას არც ერთი ჩქარობდა. თუმცა, ტელეფონის ზარმა მაინც დარღვია სიმყუდროვე და მამაკაცს აიძულა გამოღვიძება. უკმაყოფილო სახით გადაწვდა მობილურს, ყურთან მიიტანა და საწოლიდან წამოდგა.
-რა ხდება საბა?-ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა და აივანზე გავიდა.
-დემეტრე ის ნაბი****ბი გამოჩნდნენ ვისაც ამდენ ხანს ვეძებდით- გადაღლილი ხმით ამცნო საბამ.
-რატო მაშინვე არ დამირეკე- ბრაზმორეული ხმით ჩასძახა ყურმილში და ტანსაცმლის ძებნას შეუდგა.
-ღამე მაინც ვერაფერს იზამდი, ამიტომ ვარჩიე დღეს დამერეკა-თვალების ტრიალით გასცა პასუხი.
-კარგი მოვდივარ, ჩემს კაბინეტში დამელოდე და ჩემს მოსვლამდე არაფერი გამოგეპაროს-გაცეცხლებული იცვამდა ტანსაცმელს.
-ბიჭები უკვე შენს მითითებებს ელოდებიან მაგაზე შენ არ იდარდო-დემეტრემ უპასუხოდ გაუთიშა მოსაცმელი შემოიცვა და ნომრიდან ისე გაუჩინარდა თითქოს იქ არც ყოფილა.
შავი შევროლე მაღალი შენობის წინ გაჩერდა. მანქანიდან კლასიკურ სამოსში გამოწყობილი დემეტრე გადმოვიდა და შენობისკენ გაეშურა. დაცვამ შესასვლელი რამდენიმე ნაბიჯით გააგანივრა, რომ უფროსი გაეტარებინათ და თავის დაკვრით მიესალმნენ.
როცა დემეტრე ლიფტით ბოლო სართულზე ავიდა მაშინვე თავისი კაბინეტისკენ მიაშურა. კარში ნორმალურად შესული არ იყო, რომ საბას მკაცრი სახით კითხა.
-რა გაარკვიე იმ ნაბი*****ზე.
-მოკლედ-საბა სავარძლიდან წამოდგა და ცალი ხელით დაეყრდნო მაგიდას- ვინც შენი კომპანიის ესკიზები და ასევე შენი კომპანიის საბუთები მოიპარა შენზე არანაკლებ ცნობილი ბიზნესმენი ნიკოლოზ გეგეჭჯორია, თუმცა რაში დასჭირდა ეს არავინ იცის. დარწმუნებული ვარ ნიკოლოზის შემოგზავნილი გვყავს ვინმე შიგნით და სანამ კიდევ რაიმე გავა აქედან და უარეს ზარალს ნახავს კომპანია მანამდე უნდა გავარკვიოთ ვინ არის.
-ბევრი ლაპარაკის გარეშე ახლავე შეკრიბე ყველა თანამშრომელი. არ მაინტერესებს ვინ შვებულებაშია, ვის სიცხე აქვს, მკვდარიც კი კუბოდან უნდა წამოდგეს და აქ მოვიდეს ათ წუთში ყველა-პასუხისთვის არც დაუცდია ისე გავიდა გარეთ და საკონფერენციო დარბაზისკენ აიღო გეზი.
ათ წუთში მართლაც ყველა თანაშრომელმა იქ მოიყარა თავი.
-მოკლედ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ სათქმელზე გადავალ. როცა კომპანიის ის საიდუმლო მასალები გადის კომპანიის გარეთ, რომელიც ჯერ გამოქვეყნებულიც არ იყო და ამის შესახებ კომპანიის თანაშრომლების 90% არ იცოდა ვის შეიძლებოდა გავეყიდეთ? დიზაინერს? ან იქნებ ამას ვინც ამ ესკიზებზე იმუშავა? არ ვიცი ნიკოლოზ გეგეჭკორმა ერთ-ერთ თქვენგანს რა შემოგთავაზათ ან რითი შეგაშინათ ისე, რომ ჩემი კომპანიის შიდა საქმეები და ესკიზები მას გადაეცით, თუმცა როცა დავადგენ ეს ვინ გააკეთა ის ადამიანი თავ ბედს იწყევლის იმის გამო, რომ საკუთარი ხელით არ მოიკლა თავი როცა კომპანია გაყიდა. ახლა დაიშალეთ და ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ.




კომენტარები