
Christian dior
კრისტიან დიორი (ფრანგ. Christian Dior; დ. 21 იანვარი, 1905. გრანვილი, ქვემო ნორმანდია, საფრანგეთი — გ. 23 ოქტომბერი, 1957. მონტეკატინი, ტოსკანა, იტალია) — გავლენიანი ფრანგი მოდის დიზაინერი. ერთ-ერთი წამყვანი მოდის სახლის – დიორის დამაარსებელი. დიორის მოდის სახლის ბუტიკები გახსნილია პარიზში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, ჰონგ კონგში, სან პაულუში, სეულში, მადრიდში, ნიუ დელიში, შანხაიში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. წარმატება, რომელიც დიორს ”ახალი ხედვის” კოლექციის ჩვენებამ მოუტანა, მოდის არენაზე საბოლოო გამარჯვება არ იყო. ჩვენების დამთავრებისთანავე ამერიკელი კრიტიკოსების ქარტეხილი დაატყდა თავს. ამერიკელებმა, რომლებიც ომის წლებში მიეჩვივნენ თავიანთ მოდურ შეხედულებებს, პარიზულ მოდას არ ცნობდნენ, კრისტიანს ქალის ”დამახინჯებაში” დასდეს ბრალი: ”როგორ გაბედა ასეთი ძვირფასი სამოსის შექმნა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი პარალიზებულია, ხელისუფლება გამუდმებით იცვლება და თითქმის არაფერი არ აქვთ?!” მაშინაც კი, როდესაც კრისტიან დიორის სახელი ელეგანტურობისა და სილამაზის სახე გახდა, მას, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ცოდვაში ამხელდნენ. საბედნიეროდ, მოდელიერი შეუვალი იყო, ზედმიწევნით მისდევდა საკუთარ პრინციპებს: ”ჯობს გაზეთის პირველ გვერდზე გლანძღონ, ვიდრე ბოლო გვერდზე რამდენიმე სიტყვით შეგაქონ”.
კომენტარები