***
📜ერთი უღარიბესი ქალბატონი, სახელად ელენი მონასტერში⛪ დადიოდა ყოველ შაბათ- კვირას.
იქ ბერებს📿 ეხმარებოდა სხვადასხვა საქმეებში.
ბერები📿 ფულს არა, მაგრამ საკვებს აძლევდნენ.
ხან პურს🥖, ხან ბურღულეულს🍚, ხილს🍎🍐, ან ჩირს.
ქალი ძალიან კმაყოფილი და მადლიერი იყო ამითაც.
ერთ დღეს მონასტრიდან⛪, რომ ბრუნდებოდა გზაში წმინდა არსენიო📿 შეხვდა.
– როგორა ხარ შვილო ჩემო❓
– კარგად მამაო.
დღეს 8 ცალი პური🥖 მომცეს ბერებმა📿 და ძალიან გახარებული ვარ.
– მომისმინე…
შენი გასამრჯელოდან უწილადებ ხოლმე, ვინმეს რამეს❓
– არა, არასოდეს მიფიქრია ამის გაკეთება.
– მე, კი გირჩევ, ამიერიდან გაიღო მოწყალება.
დაეხმარე მას, ვისაც შენზე უფრო მეტად უჭირს.
– კარგი, როგორც თქვენ მეტყვით.
– გაეცი შვილო ჩემო მოწყალება დაუნანებლად და ნურასოდეს შეგეშინდება შიმშილის.
ქრისტე✝️ შენ არ მიგატოვებს.
წმინდა არსენიოს📿, რომ დასცილდა ქალი,
გზად ერთი მოხუცი ბერი📿 შემოხვდა.
– სამი დღის მშიერი ვარ, ცოტა პური🥖 ხომ არ გექნება, რომ მომცე❓
ქალმა აბგა გახსნა და ერთი პური🥖 მიაწოდა.
– ღმერთმა დაგლოცოს✝️.
ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, ხედავს გზის პირას მეთევზე და მისი ცოლი ფხალს☘️ აგროვებდნენ.
ელენი მიესალმა ცოლ- ქმარს.
– ეჰ, ჩემო ელენი ოთხი დღეა გადაუღებლად წვიმს და სათევზაოდ🐟, ვეღარ გავედი.
ლუკმა პური არა გვაქვს სახლშ🏡ი.
გამოვედით ფხალი მაინც, რომ მოვაგროვოთ.
ამის გაგონებაზე ელენს ბევრი აღარ უყოყმანია,
მოხსნა აბგას თავი და ორი პური🥖🥖 დაუტოვა მათ.
თავის სახლს🏠, რომ მიუახლოვდა, ხედავს მეზობლის ბავშვი ხის🌳 ქვეშ ზის და ტირის.
– რა გატირებს პატარავ❓
– დედა პურს 🥖არ მაძლევს დეიდა ელენი.
– და რატომ არ გაძლევს❓
– ამბობს, არ გვაქვს და მოითმინეო.
მე კი მოვითმენ, მაგრამ ჩემი მუცელი არ ითმენს და მტკივა ძალიან.
ელენიმ დაუყონებლივ გახსნა აბგა და ორი 🥖🥖პური მიაწოდა ბიჭუნას.
სახლში🏠, რომ მივიდა ჩანთა👜 მაგიდაზე დადო.
მოეჩვენა თითქოს მძიმე იყო.
სასწრაფოდ გახსნა და ჰოი, საოცრებავ…
ისევ რვა პური🥖 იყო.
ელენი მონასტერში⛪ გაიქცა.
მოძებნა წმინდა არსენიო📿 და ყველაფერი უამბო.
არსენიომ📿 ყურადღებით მოუსმინა.
– გააგრძელე ჩემო კარგო მოწყალების გაცემა.
გაეცი, იმ მცირედიდან, რაც გაგაჩნია.
და როცა უფალთან წახვალ, ის შენ გეტყვის:
– ჩემო ელენი, როცა მე მშიოდა, შენ მე დამაპურე
შენ გაგიკვირდება და ჰკითხავ:
– განა შენ მე შეგხვდი ოდესმე❓
– დიახ, – გიპასუხებს ის.
შენ მე, მაშინ მიხილე, როცა ხელი გაუწოდე ღარიბს, როცა მშიერი დააპურე🥖.
მათთვის პურის🥖 მიცემა, ეს იგივეა მე დამაპურო.
ამიერიდან მე შენ მარადიულ ცხოვრებას გიბოძებ ჩემს სასუფეველში✨.
ყველაფერი ის, რაც მე გამაჩნია გექნება შენც და ყველა მათ, ვინც ღარიბებს, მშივრებს და უქონელს დაეხმარება.
ისინი ჩემს გვერდით დაიმკვიდრებენ სასუფეველს✨ სამარადჟამოდ.
კომენტარები