3 სულელური ამბავი

სანატრელი შვებულება და ნარკოტიკები: 64 წლის ავსტრალიელმა ქალმა ინტერნეტში გათამაშებაში გაიმარჯვა. გამარჯვებულს კანადაში ორკაციანი საგზური გადასცეს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს, თვითმფრინავის ბილეთისა და ექსკურსიების ხარჯებს ფარავდა. 1 კვირა წყვილმა ფანტასტიკურ გარემოში გაატარა. თუმცა საოცნებო შვებულება უსიამოვნო ფინალით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ მათ ბარგში წამოსვლის წინ 7 კილოგრამი ფსიქოტროპული ნარკოტიკი მეტამფეტამინი ჩადეს. წყვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მწარე რეალობის წინაშე აეროპორტში აღმოჩნდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბარგი ”ზედმეტად მძიმეა”. ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ კანადელი კაცი დააკავა, რომელიც წყვილს აეროპორტში ელოდა. სამართალდამცავებმა დაამტკიცეს, რომ მოხუცებული წყვილი თაღლითობის მსხვერპლია.

2. ქალმა 1 500 დოლარი iPhones ნაცვლად ჩინურ Apples-ში გადაიხადა: ქალაქ ბრიზბენში მცხოვრებმა ქალმა ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ახალი თაობის iPhones შეძენა სურდა და მომხმარებლებს დახმარებას სთხოვდა; მალე მას დაურეკეს და უთხრეს, რომ მაკდონალდში შეხვედროდა და iPhones ეყიდა. ბედნიერმა ქალმა iPhones-ის ყუთში შეფუთული ”ახალი” სმარტფონი 1 500 დოლარად შეიძინა. მოგვიანებით შენაძენი აღფრთოვანებულმა ქალმა გახსნა, თუმცა, ყუთში ჩინეთში დამზადებული Apples დახვდა. ქალმა საჩივარი პოლიციაში შეიტანა, თუმცა უშედეგოდ; სამართალდამცავებმა თქვეს, რომ ონლაინ რეკლამებსა და შემოთავაზებებს არ ენდონ.

3. მომღერალ ნიკ ქენონთან დაკავშირებული თაღლითობა: საიუველირო მაღაზიაში შეკვეთილი სამკაული კურიერმა სასტუმროში მიიტანა – ავტომობილს პიროვნება დახვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომღერლის ასისტენტია და შეძენილ ნივთს თავად აუტანდა. კურიერმა რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ იმ იმედით, რომ ფულს ჩამოუტანდნენ გააცნობიერა, რომ არავითარი ვარსკვლავი აქ არ ცხოვრობდა. თაღლითი დღესაც ვერ იპოვეს. ტანსაცმლის მაღაზია Fred Segal-ს კი მატერიალური ზარალი მიადგსაა.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

3 სულელური ამბავი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება