♥♥♥♥♥

ახლა, ისევ მზე მიცინის ციდან…

შენთან მინდა,

შენთან ყოფნას ვნატრობ…

წუხელ, მთვარე მოვაბრუნე

გზიდან…

დღეს კი, ისევ უშენობას

ვდარდობ…

ცა ისეთი ლამაზია, წმინდა…

ახლაც, დილა დაათენდა

ფიქრებს…

შენთან ერთად,

სიყვარული მინდა…

რომ წარსული დამიბრუნო

იქნებ…

მზე მაწვიმდეს უსაშველოდ,

ციდან…

რომ გზა, ისე გაიწელოს

ფიქრით…

მე ზღვა მინდა,

და ცა, ერთი ციდა…

შენთან მინდა, მე კი, სხვაგან

მივქრი…

ყოველ დილით,

ახალ დღეებს ვიპყრობ…

შენთან მინდა

და შენს კოცნას ვნატრობ…

მთელი ღამე მხოლოდ, შენზე

ვფიქრობ…

ვერ გავიგე, რად დამტოვე

მარტო…

მერე სადღაც ჩამოვჯდები,

ბოლოს…

და მთვარესთან,

ფიქრს გავატან დილას…

მინდა, ისევ ღამე იყოს

მხოლოდ…

და მძინარეს მოგეპარო

ფრთხილად…

თურმე დღემდე მიცხოვრია –

წამი…

მზეს ხელებით,

მერამდენედ გითბობ…

მთვარე, შენთვის მოვაბრუნე

ღამით…

მთვარესთანაც, მხოლოდ შენზე

ვფიქრობ…

Published in ბლოგი
Ekaterine KhurtsiaNatiaნინოLevanidimadariko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

♥♥♥♥♥

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება