ცხოველები

ცხოველები, ცხოველური ორგანიზმები (ლათ. Animalia) — ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ნემერტინები, მრგვალი ჭიები, თავეკლიანი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები, ხავსელები, მხარფეხიანები, რბილტანიანები, კანეკლიანები, პოგონოფორები, ჯაგარყბიანები, ნელამავალნი, ნახევრადქორდიანები და ქორდიანები. ცხოველებს შეისწავლის ზოოლოგია და მრავალი სპეციალური ზოოლოგიური დისციპლინა: პროტისტოლოგია, ენტომოლოგია, იქთიოლოგია, ჰერპეტოლოგია, ორნითოლოგია, თერიოლოგია, მალაკოლოგია და სხვა.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ცხოველები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება