სვანური ცხემადი

ისტორიკოსისა და გეოგრაფოსის სტრაბონის ცნობით „სვანები საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მიხედვით, ფლობენ ისინი ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის. მთელი ხალხი მეომარია, ისრის წვერებისათვის წამალს ხმარობენ და საოცრად იტანჯებიან მისი სუნის გამო მოუწამლავი ისრებით დაჭრილებიც კი“.

სტრაბონის ცნობიდან ჩანს, რომ სვანები არ ამარტო კარგი მოისრენი იყვნენ და კარგად ფლობდნენ ამ იარაღს, არამედ კარგად იცოდნენ ისრისპირების საბრძოლო თვისებების ხელოვნურად გაზრდაც.

ძველ სვანეთში საომარ და სანადირო იარაღის წამყვან სახეობად მშვილდისარის ერთ-ერთი ტიპი, ტარიანი მშვილდი, იგივე არბალეტი იყო. ამ არბალეტს ადგილობრივები „ცხემად-ს“ უწოდებდნენ.

მშვილდ-ისარის გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად ითვლება. იგი უძველესი იარაღია და თითქმის ყველა ხალხთა ყოფაცხოვრებაში გვხვდება. მის უნივერსალურობასთან და საყოველთაო გავრცელებასთან ერთად უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხში, ის განსხვავებული იყო.

სვანეთში სამი ტიპის მშვილდი იყო გავრცელებული: ხის ჩვეულებრივი მშვილდი, რქის და არბალეტის ტიპის.

სვანური არბალეტი ,,ცხემადი“, ინტენსიურ ხმარებაშია უფრო ბიზატიური ეპოქიდან. ცხემადის როგორც წამყვანი სახეობის იარაღის განსაკუთრეული მნიშვნელობა ჩანს თუნდაც იმაში, რომ სვანური კოშკების საბრძოლო სარკმელ-სათოფური დღემდე„სანცხვირად“ ანუ საისრედ იწოდება. სვანური„ცხვი“- ნიშნავს როგორც ისარს, ასევე თოფის ტყვიასაც. რა თქმა უნდა კოშკებსა და „სანცხვირიან“ სასიმაგრო ნაგებობებში ცხემადის გამოყენება უტარო მშვილდთან შედარებით უფრო ეფექტური და მოსახერხებელი იყო.

ცხემდი ითლებოდა არყის ხისაგან, ნედლ მასალას მისცემენ თოფის კონდახის ფორმას და კარგახანს ჩმოკიდებენ გასაშრობად, რათა ფორმა არ შეეცვალა და არ დაგრეხილიყო. ცხემდს უკეთებდნენ სასხლეტს, თავთან კი ნახვრეტს სადაც ამაგრებდნენ მშვილდის ფორმის მოზიდულ თხილის ტოტს. სასხლეტი, რომელიც ასევე ხისგან მზადდებოდა უმეტესად კბილანებიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ ცხემადის ტიპის კონდახიანი მშვილდი აღმოსავლეთ საართველოშიც იყო გავრცელებული, მაგრამ იქ მას სხვა სახელს – ბოძალდს უწოდებდნენ.

ფოტოზე: სვანური არბალეტი ცხემადი. https://www.facebook.com/groups/853347958884533/permalink/1338495137036477/?mibextid=Nif5oz

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სვანური ცხემადი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება