სადღაც ყვავიან მიმოზები!!!

სადღაც ყვავიან მიმოზები,

მე კი არ მინდა ამის ჩვენება.
ხშირად სიკვდილით ვიმოსებით
და ვერ ამჩნევენ ამას ჩვენები.
შენ უნიათო ფიქრები გჭამენ –
და ხშირად გინდა ყველას გადაწვა.
ახლა უმზეოდ მოსული მთვარე,
ჯეგეს მთის კალთეაზე ჩამოწვა…
და თმებს უვარცხნის გრიალა ენგურს,
ობლად დარჩენილ შვლის ნუკრსაც არწევს.
გათენებამდე ყველას ენდურის –
გათენებისას კი მხოლოდ არწივს…
არწივს რომელსაც აქვს ორი თავი,
კლანჭიებით ბოჭავს როცა ტრამალებს,
და ყოველ დილას ხდები შენ ავი,
და გთხოვ სიავე შენი დამალე.
ვეშვებით, ვცხოვრობთ, მივდივართ,
და დრო ყოველთვის უბრალოდ გადის!
ამ ცხოვრებაში მე ვგავარ მდევარს,
რომელიც უშვებს დაჭერილ ნადირს.
გრიალებს, იბრძვის როცა ტეხურა –
და ფეხაკრეფით მისდევს გაქცეულთ.
შენ იმ დღეს სსხვისი ქუდი გეხურა,
და არც მომხედე ომით დაქანცულს…
ვარსკვლავებს დილით როცა ვერ ვხედავ,
მიჭირს გარჩევა – ცა რა ფერია…
რაღაც სიტყვების გარითმვას ვბედავ,
სევდაზე კარგი არაფერია…
ზღვაა ცრემლებად ჩამოღვრილი –
მზე კი ამ ტალღებს მიღმა ჩავიდა.
წყალი, ცრემლებზე ბევრად თბილი,
მარტის წვიმებივით გაცივდა.
ახლაც უბრალოდ დუმდა თბილისი,
არ აწუხებდა სიო დარდიანს…
ყველაზე ცხელი დადგა ივლისი,
და ეს ზაფხულიც – ასე გავიდა.
Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სადღაც ყვავიან მიმოზები!!!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება