პულსი. მეხუთე თავი.

მეზიზღებოდა სამსახური.

ამას რომ გავიფიქრებდი ყოველ დილით,მერე ოთხნიშნა ხელფასი მახსენდებოდა და ვდუმდებოდი,რადგან ზუსტად ეს გვაძლებინებდა მე და ნუნის და ზემდეტი არეულობის დროს აღარ გვაძლევდა.

წლების წინ,როცა სახელმწიფოს ხარჯზე უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე,რატომღაც ილუზია მქონდა,რომ ცხოვრება ახალ,ნათელ საფეხურებს მთავაზობდა და მეც,ტახტრევანზე,ჩემი დიპლომითა და საკმაო ღრმა ცოდნით ავიდოდი.

თუმცა,ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა,ხელფასის მინიმუმიდან საარსებოდ საჭირო თანხამდე ავსულიყავი.

ის,რასაც ვაკეთებდი,გაცილებით მეტ ნულს მოითხოვდა ანაზღაურებაზე,მაგრამ,ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპებზე უკან დახევა გვიწევს ხოლმე და,მეც,ჯერკიდევ ვერ გავცდენოდი ამას.

უსამართლობის განცდის გამო ვჭოჭმანობდი ყოველ შვიდ საათზე,სხვა შემთხვევაში კი,ის საქმე მიყვარდა,რასაც ვაკეთებდი.

ზიზღიც ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი გამომდიოდა,უბრალოდ მინდოდა,დავეფასებინე უფროსებს და იმაზე ცოტა მეტი მქონოდა,რაც წყალს,გაზს,დენსა და ინტერნეტს სჭირდებოდა..

-გაიღვიძე სომელიე,გაგვიანდება!-ისე გემრიელად ეძინა სხირტლაძეს,ვეღარ მოვითმინე და საკუთარ ცუდ განწყობას რომ გავქცეოდი,ნუნის გვარიანად ვუთავაზე.

დაზაფრული წამოვარდა,

ოთახიდან გავარდა.

მერე გამოვარდა სახეშეშლილი და ჩემს გარდერობს ეცა.

-არც კი გაბედო!-შავ პიჯაკს რომ დაავლო ხელი,მეც წამოვენთე.

-დღემ მე ჩავიცმევ და ხვალ შენ რა!-ნახევრად ძილში მყოფი გაჭირვებით უყრიდა ფეხს შარვალში.

კი მინდოდა გაცინება,მაგრამ ბოლომდე შევიჭერი როლში.

-წეღან ვასიკომ დარეკა,ნახევარ საათში თუარ გამოცხადდა,დაემშვიდობოს სამსახურსო.-ცეცხლზე ნავთი დავასხი.

გაფითრდა.

საღამური გადაიძრო და ისევ ჩემს მაისურში ჩაძვრა.

-დამიტოვე რამე ნუნუ! მეც ვარ ჩასაცმელი!-ისევ შევუტიე,მაგრამ,ისევ უშედეგოდ.

-რომელი საათია?!რატომ დამაგვიანდა?!რამ დამაძინა?!შენ მოდი უკვე?!-ერთდროულად ორასი კითხვა მომაყარა და თავბრუდახვეული ისევ ლოგინზე ჩამოჯდა.

აქ გამომიჭირა.

ტუჩზე მწარედ ვიკბინე და ლამის გული შემიწუხდა,საათს რომ დახედა და შერყეული სახით გამომხედა.

-ღმერთო,როგორ არ მინდა ციხე დამაშენონ შენი მოკვლისთვის ანასტასია! -უფრო მეტს ველოდი,მაგრამ,აშკარად უკვე ენერგია ჰქონდა გამოცლილი და თავი შეიკავა.

ასე ჩაცმული,ჩემივე ტანსაცმელებით შეწვა ლოგინში და ბალიში მიზანში გამომიქანა.

-ხმა არ გამცე!გაგებუტე!-საწყლად ამოისრუტუნა და გემრიელად მოთავსდა.

-შავებს ნუ ჩამაცმევ ამ დილიდან ნუნუ გევედრები-ენა პატარა,ანცი ბავშვივით გამოვუყავი და მსუბუქი მაკიაჟის კეთება დავასრულე.

-შენ თუ სამაგიერო არ გადაგიხადო,ქალი არ მერქვას!-კი დააყოლა ჩაძინებამდე,მაგრამ,არ მიმინიჭებია მუქარებისთვის დიდი მნიშვნელობა.

შუადღის ცვლა ჰქონდა დღეს ქალბატონს,კი გავაღვიძე,ვარბენინე,მაგრამ,სამაგიეროდ შავი პიჯაკი ჩემი იყო.

გავემზადე,

ზუსტად ნახევარზე ტიტეს შეტყობინება მომივიდა და როგორც იქნა კონტაქტებშიც დავამატე.

“პულსი” ღიმილით შევინახე ნომერი და კისრისტეხით დავეშვი მესამედან.

ვჩქარობდი.

ეს ჩემი უგზოუკლო აღტაცება სადღაც,გულის სიღრმეში მაფორიაქებდა,მაგრამ,აღარ შემეძლო ცხოვრებაში ყველა ნაბიჯის გათვლით გადადგმა.

უბრალო,სპონტანური,ინსტიქტური ქმედებები ისე მომეწონა,ისე მიმიზიდა,თავი ცოცხალ,სასურველ ადამიანად მაგრძნობინა.

სადარბაზოს შესასვლელთან გაეჩერებინა მანქანა.

ისევ თხლად ეცვა და მანქანაზე მიყრდნობილი მელოდა..

რომ დამინახა,ხელები ფართოდ გაშალა და მანძილი ჩემთან ერთად შეამცირა.

-რა ლამაზი ხარ,ტასი!-უკვე მის გულზე აკრულს ჩამესმა ჩუმი სიტყვები..

გავიბადრე..

ერთი პატარა ბანალური სიტყვებიც კი კმაროდა,სულში ვარდი რომ გაშლილიყო და სიხარული გეგრძნო,ადამიანს..

-მათხოვე ეგ სათვალე,აშკარად სხვა ფერებში ხედავ სამყაროს.-თავს ვაიძულე,ენაზე კბილი დამეჭირა,მაგრამ,მაინც წამომცდა.

გაეცინა.

-სერიოზულად?! მარჯვენაში პლიუსი მაქ და მარცხენაში მინუსი.

-დამცინი?!ეგ საავადმყოფოში იციან?!-გადმომცვივდა ლამის თვალები,ისე გავხედე საჭეზე მჯდომს.

-შენ იცინე და ამ თვალებმა ანატომიის გამოცდა ჩამაბარებინეს ქალბატონ სესილისთან.-აშკარად დამცინოდა,ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს და იმდენჯერ ჩაახველა,რომარ გაცინებოდა,ვეღარ დავითვალე.

წყალი გავუწოდე .

-არ დაიხჩო თუ ღმერთი გწამს,ჩვენ ორს შორის მხოლოდ შენ გაქვს ლიცენზია.

-რომ დამჭირდეს,ხელოვნურ სუნთქვასაც ვერ ჩამიტარებ?!-ჯანდაბა! თვალები ისე უელავდა,მზერა ვერ მოვწყვიტე.

გამორჩეულად უხდებოდა ეს თვალები.

ეშმაკური და მოთამაშე.

გამიზნულად აღარ ავყევი.

გონებაში მხოლოდ ბინძური აზრები მომდიოდა და ამას ვეღარ გავთქვამდი..

მიმიხვდა ტიტე.

საერთოდ,უკვე მეგონა,აზრების წაკითხვა შეეძლო,იმდენად ერთნაირად გვეცვლებოდა ხასიათი და,

იმდენად ვემთხვეოდით თითო ემოციაშიც კი.

დამცხა..

სიჩუმეში ისეთი ენერგია ჩამოწვა სალონში,უკვე წუთების თვლა დავიწყე,როდის მივაღწევდით სამსახურამდე..

ვიგრძენი,როგორ ამიჩქარდა გული..

შევეცადე შეუმჩნევლად პულსი გამესინჯა,თუმცა,ტიტეს თვალს არ გამოპარვია შეცბუნება და შეფაკლული ღაწვები..

გაეღიმა..

შევხედე როგორ ჩაუდგა სითბო თვალებში და სულ ერთი წამით გამომხედა..

-შენ მარტო არ ხარ ტასი..-სიტყვებით მომეალერსა..

ვერ მივუხვდი..

ხელი,რომელიც ჯერ კიდევ მაჯაზე მედო,მის გულზე დამადებინა და,

გავირინდე..

სწრაფად,

გული უღმერთოდ სწრაფად უცემდა და ეს ისე მესიამოვნა,

ისე გამიხარდა ეს რომ დამანახა,

ვერაფერი ვუთხარი..

თითებზე წამიერად,სწრაფად მაკოცა და მის ხელებში მოიქცია ჩემი შემცივნებული მტევანი.

-ამ პერიოდს მიოკარდიუმის ინფარქტის გარეშე თუ გადავიტანთ,წლის ბოლოს ავღნიშნოთ.-მისი მოციმციმე თვალები შემომანათა და გამიცინა.

-მანამდე ხელოვნურ სუნთქვაზე ვივარჯიშებ.-მეც გადმომედო მისი განწყობა.

დილის მცირე ჩავარდნის მიუხედავად ,

სამსახურის კართან რომ მივედით,უკვე სასწაულ ენერგიაზე ვიყავი და აღარც მომავალი ცხრა საათის კომპიუტერთან გატარების პერსპექტივამ დამთრგუნა.

-ტასი.-გადასვლას ვაპირებდი,რომ შემაჩერა.

მომლოდინე თვალები აბრწყინებოდა.

მწვანე კოინდარს მზე მოდებოდა და ხასხასებდა.

-ერთი მაკოცე და წადი..-აურაცხელი ვარსკვლავი ერთიანად გამონათდა და აკაშკაშდა.

მთელი დღის სამყოფი სითბო ჩამეღვარა სხეულში..

გრილ ტუჩებს წამით შევეხე,მაგრამ,არ მეყო..

მის ცივ ტუჩებს ვანამ ვერ მოვწყდი,სანამ გული ჰაერში არ აფრინდა და არ მანიშნა,შემეწყვიტა.

-გაწაფულხარ ხომ იცი?!-სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი,თავშეკავებული სიცილით რომ გადმომხედა.

კი შევკარი წარბები,მაგრამ,დიდხანს არ გასტანა ყალბმა სიბრაზემ.

-ოკულისტი ეძებე ტიტე გვარში,მალე დაგჭირდება ვატყობ!

-ბიძაჩემია.

ღმერთო,რა დავაშავე?!

მართლა ცეცხლები გადმომცვივდა თვალებიდან.

დამცინოდა განგება?!

შევიშალე ლამის.

-მეხუმრები ხომ?!-მაინც ვცადე ბედი.

-შენ თავს გეფიცები! -ისე მტკიცედ,გაბედულად და მთელი გულით მიპასუხა,სულ დამავიწყდა ყველაფერი.

სანამ კიდევ რამეს გამოვტყუებდი,გამოვიქეცი.

სამსახურში კისრისტეხით შევვარდი და მთელი პირველი ნაწილი ასე ჩავატარე.

გაბრაზებულმა.

გაცეცხლებულმა.

კოცნისგან დარჩენილი აღფრთოვანებით სავსემ და

ერთიანად არეულმა.

შუადღის ერთ საათიან შესვენებაზე რომ მომწერა და საღამოს ოფიციალურ შეხვედრაზე მიმიპატიჟა,ისე ავნერვიულდი,გრილი ყავა თეთრ პერანგზე და შარვალზე გემრიელად გადავისხი და წყევლა-კრულვით,ტანზე საქაღალდე აფარებულმა დავითვალე უკანასკნელი წუთები.

ღმერთს მადლობა,მოვასწარი ნუნის გაფრთხილება,ჩემთვის კაბა გაეუთოვებინა წასვლამდე.

ტიტე აღარ გამოვიყვანე,

თუ პაემანი იყო,მაშინ ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო,როგორც ფილმებში.

ვერ ავხსნი,რა სისწრაფით მივედი სახლში და როგორ შევედი ეგრევე აბაზანაში.

გული სადღაც გარბოდა და მეც თან მიმიყოლებდა.

აეც კი ვიცოდი,რა მანერვიულებდა ასე კატასტროფულად და რატომ ვერ ვიწყნარებდი თავს.

ისე ვკანკალებდი,ისე ვცახცახებდი,თითქოს გილიოტინაზე გავყავდი ვინმეს.

საკუთარ თავს ვერ ვცნობდი.

ჩვენ რომ ყველაფერი თავდაყირა დავიწყეთ, ამას ორგანიზმი ისე იყო მიჩვეული,ასე ერთიან შემოტრიალწბას არ ველოდი..

მთელი სულით მინდოდა,განსაკუთრებულად მომეხიბლა დღეს,მიუხედავად იმისა,რომ დათუნებიან საღამურშიც კი ვყავდი ნანახი..

მალევე გადავივლე.

ყავიანი ტანსაცმელი მანქანაში ნაჩქარევად შევყარე და საძინებელში ჩემი პინგვინის ხალათით გამოვედი..

ათი გრძელი წუთი დამჭირდა რეალობის აღსაქმელად.

პირდაღებული,გაცხარებული,გაბრაზებული ვცდილობდი სუნთქვა აღმედგინა რომ გონებას ფიქრი დაეწყო.

არც ერთი,

არც კი რამ არ ეწყო გარდერობში.

ნუნუს პირწმინდათ გამოესუფთავებინა ყველა უჯრა და ერთადერთი ტიტეს მაისური გაადაეფინა საწოლზე თავმომწონედ.

ძლივს ავკრიბე ნომერი.

წამებს ვითვლიდი სანამ აიღებდა.

ყველა ოთახი,ყველა კუთხე მოვიარე პარალელურად..

ამაოდ,მისი ტანსაცმელიც კი სადღაც წაეღო.

არ იყო ნორმალური.

არა!

ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას,მაგრამ,ისედაც დასტრესილს,ეს ბოლო წერტილი იყო..

კედელთან უენერგიოდ ჩავიკეცე და დაგროვილი სიბრაზისგან ისე ამეტირა,ვერ გავჩერდი..

რამოდენიმე წუთიანი სისუსტის შემდეგ იმაზეც მომეშალა ნერვები,აქ სატირალი რომ არაფერი იყო..

ნუნის ათასჯერ ჰქონდა მსგავსი გაკეთებული და არც მე ვაკლებდი ოინებს..

უბრალოდ დღეს..

ამ ერთადერთ დღეს მინდოდა განსაკუთრებული ვყოფილიყავი..

ჩემთვის..

ტიტესთვის და,

ჩვენი პირველი პაემნისთვის..

რა გაეწყობოდა..

გავშრი..

ნამიანი თმები არეულად შევიკარი და გარეცხილ-გაუთოვებული ტიტეს მაისური გადავიცვი.

საჯდომსაც ძლივს მიფარავდა,ვინატრე ისევ მცმოდა ჩემი დათუნებიანი შარვალი.

მიწერას აზრი აღარ ჰქონდა,

საათს რომ დავხედე,წუთიწუთზე უნდა მოსულიყო და ბედსშეგუებული უბრალოდ დაველოდე როდის დარეკავდა ზარს.

არც ერთი წუთით არ გადაუცილებია..

რკინის მასიური კარის სამზერიდან ვუყურებდი ელეგანტურად გამოწყობილ ტიტეს,ვარდების თაიგულით და გული გასკდომას მქონდა..

გაუცნობიერებლად ამევსო თვალები ცრემლით,ისევ..

-გთხოვ,მანიაკი არ გეგონო.-სანამ გავაღებდი საწყლად გავძახე და წარვუდექი..

სამი,ხუთი ან ალბათ ათი წუთი მაინც ვიდექით კარებში გახიდული და ერთმანეთის რეაქციას ველოდით..

მის თვალებში იმდენი ემოცია იკითხებოდა და ყველა ისეთი სანდო,თბილი და მზრუნველი..

გაეღიმა..

რიდით აწითლებულ ღაწვებზე ხელის ზურგი ჩამომატარა და დარჩენილ კვალზე რბილად მაკოცა..

ვარდების ნაზი თაიგული გალანტურად გადმომცა და სახლში შემოვიდა,თანხმობის შემდეგ.

შვებისგან ამოვისუნთქე..

გულიდან ძალიან დიდი,შეუმჩნეველი ლოდი მომეხსნა და ვერც შევამჩნიე,ისე გავყევი უკან ფართო ღიმილით.

-ღვინო გაქვს?-სამზარეულოს ბართან მჯდომმა ირგვლივ მოიხედა და სადგამიდან ორი ბოკალი ჩამოხსნა.

ჩვენს სახლში როგორ შეიძლებოდა ალკოჰოლი არ ყოფილიყო?!

უჯრიდან ერთი ბოთლი შირაზი გამოვიღე და სახსნელს დავუწყე ძებნა.

ვხედავდი როგორ დაატარებდა თვალებს ჩემს სხეულზე ტიტე და ეს ისე მომწონდა,განზრახ ვწელავდი დროს.

ამწამს,როცა მის მწველ მზერას ვგრძნობდი,გულში მადლობასაც კი ვუძღვნიდი ნუნის,ტანსაცმელი რომ ჯანდაბაში მოისროლა.

თავად გახსნა.

ღვინო ჯერ დააგემოვნა და შემდეგ ჩამოასხა.

ვერც მივხვდი,როდის ჩამოცხა ასე ოთახში,რომ ერთ მაისურშიდაც კი სუნთქვა მიჭირდა.

პულსი ყოველგვარ შკალას გასცდა.

ოთახში ჰაერი არ მყოფნიდა,ამაოდ გამოვაღე ფანჯარა,აზრი არ ქონდა,როცა ტიტე იყო ოთახში და თვალებიდან ცეცხლს ღვრიდა.

ვერ ამოვიღეთ ხმა..

ერთი ჭიქა ისე ჩავცალეთ,მხოლოდ თვალებით ვაფასებდით ერთმანეთს და ყოველ ნაკვთს ვსწავლობდით..

-ანასტასია!-ხმაში იმდენი ხავერდი გარეოდა,მთელ სხეულში წამლეკავმა ვნებამ დამიარა..

ღმერთო,რამდენ მუხტს გზავნიდა კანიდან..

ყველა მათგანი შევისისხლხორცე და გავუღიმე..

ვიგრძენი,როგორ შეეცვალა სახე,ღიმილი რომ ვნებიანი,ცეცხლოვანი,მომთხოვნი იყო და არა ნაზი..

შევხედე როგორ შეიხსნა თეთრი პერანგის პირველი სამი ღილი და ღრმად ამოისუნთქა..

თავს ძლივს იკავებდა..

საკუთარი ძალისგან აღფრთოვანებულმა წეღანდელ მობუზულ ტასოზე გულიანად გამეცინა..

ვერც კი წარმოვიდგენდი ასე თუ შეტრიალდებოდა ყველაფერი და განწყობას რამე გამომიკეთებდა.

თუმცა,არაოდრინალური ურთიერთობის მთავარი პლუსი ალბათ ეს იყო,

დაუგეგმავი,

დაუდგენელი და წინასწარ გაუთვლელი ნაბიჯები.

-ტიტე..-მეორე ჭიქის ბოლოს გამოვეპასუხე..

აღარ შემივსო,მიუხედავად იმისა,ბოკალი წინ გავუწიე..

თავი გადააქნია მხოლოდ და წამოდგა..

ღრმად სუნთქავდა..

შეხსნილი პერანგიდან კარგად სჩანდა,რა სისწრაფით ავსებდა ფილტვებს ჰაერით რომ ეს მუხტი გაენელებინა.

ბარის მაღალ სკამზე შემოვტრიალდი და გავუსწორდი.

ჩემს პირისპირ იდგა.

ხუთამდე ნაბიჯში და ისე მიყურებდა,ვეღარ ვუძლებდი..

ეს თვალები სასწაულს ყვებოდა..

მისი მუდამ ნებართვის თხოვნით სავსე მზერა ისე აღმა*ზნებდა.

უღმერთოდ მსიამოვნებდა,რომ ჯერ ელოდა პასუხს და შემდეგ დროს მაძლევდა,რომ სადავეები ხელში ამეღო..

-მაკოცე!-მოსვლიდან ალბათ მესამე სიტყვა ზუსტად ის იყო,რაც მთელ სულს სურდა..

ზუსტად ერთ წამში დაფარა მანძილი და სანამ ვნებისგან ავფეთქდებოდით,

ორი წამით მზერა გამისწორა.

სუფთა.

წყაროს წყალივით წმინდა და უცოდველი.

ტიტეს უნდოდა დავერწმუნებინე მისი ნაბიჯების უსარჩულო მიზეზებში..

არც კი მჭირდებოდა ზედმეტი ძალისხმევა გამომეცნო რამდენად წმინდა იყო ის,რაც ჩვენში ხდებოდა და გიზგიზებდა.

რაც გვწვავდა და დაწყობილ სტანდარტებს გვინგრევდა.

უკვე ვეღარ ვითმენდი,

მისი თითები კისერზე რომ შემომეხვივნენ და თავი ამაწევინეს..

დამაცხრა..

მთელი ვნებით,

ყველა განცდებით და არსაიდან დაბადებული გრძნობებით ისე მკოცნიდა,თითქოს განშორება ვერ გაებედა..

სუნთქვა რომ გამომეცალა ხელებიდან,მხოლოდ წამით მოვცილდი და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა,

ხელში ავეტაცებინე და წელზე მჭიდროდ შემომეხვია ფეხები.

ღმერთო,

მისი ცივი,

ძლიერი,

ცეცხლით და ყინულით სავსე თითები ,ძლიერად რომ შემოეჭდო მოშიშვლებული,საცსე დუნდულებისთვის..

-ტიტე..-წუთში ერთხელ ამოვიძახებდი და მის აფეთქებულ თვალებს რომ ვაწყდებოდი,სიგიჟის ზღვარზე მისულს,ყველა ჩემი არასრულფასოვნების შეგრძნებები მეფანტებოდა..

-გავჩერდე?-კოცნებს შორის მესამედ რომ შემეკითხა,მხოლოდ შემდეგ გავიაზრე,რას მეუბნებოდა..

-უნდა გავჩერდეთ ტასი..-უკვე მე მარწმუნებდა,მის თავთან ერთად და ნელნელა რბილ,ტკბილ კოცნებს მიტოვებდა ბაგებზე..

როდის აღმოვჩნდით დინაზე,მის კალთაში?!

არც კი მახსოვდა.

საბოლოოდ რომ დავუბრუნდი ამქვეყნიურ რეალობას,

ალბათ ოცი წუთი მაინც იყო გასული,მის კალთაში,მის გულზე მიყრდნობილი რომ ვიყავი და ველოდით,როდის დაგვიმშვიდდებოდა პულსი.

მკლავებში მჭიდროდ გავეხვიე ტიტეს და პატარა ბავშვივით,გაშლილ თმებზე მეფერებოდა..

ასე მშვიდად,ამდენი ენერგიისგან დაცლილი და თან მთელი გრძნობებით სავსე ბოლოს როდის ვიყავი,არც მახსოვდა.

-ტასი.-ცოტა ხანში მომიბრუნდა.

ხმა დამშვიდებოდა,

მისი მტკიცე ბგერები დაბრუნებოდა..

ავხედე,მთელ სამყაროს ირეკლავდა თვალებში..

-სამი რამ მითხარი შენს შესახებ.

გამეღიმა.

სულ რამოდენიმე წუთი დამჭირდა ფიქრისთვის..

პაემანი ხომ ზუსტად ამისთვის იყო..

ერთმანეთი რომ უკეთ შეგვეცნო.

-1)ჩემი პულსის ამბები კარგად მოგეხსენება,როცა შენთან ვარ,თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ და ეს ფაქტი ძალიან მომწონს.

2)თხილზე ალერგიული ვარ და ერთხელ ამის გამო საავადმყოფოშიც მოვხვდი,ნუნიმ რომ გადაწყვიტა,შეემოწმებინა,ნამდვილად ჩავვარდებოდი თუარა ანაფილაქსიურ შოკში და,

მესამე..-მთელი გული ამოვიღე ბოლო წინადადებაზე…სუნთქვა შემეკრა და სანამ ვიტყოდი,ათჯერ მაინც გავიფიქრე,რომ არ მეთქვა..

-სამი წლის ვიყავი დედამ რომ მიმატოვა და ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი..

ველოდი მის თვალებში ერთი წამით მაინც სიბრალულს,

მაგრამ,

არა..

ზუსტად ამ გადამწყვეტ წამს ვიგრძენი,ტიტე რომ ჩემი ადამიანი იყო და არა უბრალოდ ვნების ზიარი..

მიმიკრო.

გულში მთელი ძალით გამომახვია და მანამ ვუსმენდი მისი გულის რიტმულ ცემას, სანამ საბოლოოდ არ ჩამოღამდა..

გვიანი იყო უკვე რომ წავიდა..

საწოლზე რომ ჩამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე,მხოლოდ მერე შევამჩნიე მცირედ გადაწეული ფარდების მიღმა,აივანზე უზარმაზარი ცელოფნებით სავსე ტანსაცმელი.

გამეცინა.

მთელი გულით და ყველა გრძნობით.

რაღა აზრი ჰქონდა რამეს?!

სათითაოდ შემოვაწყვე ყველა და შუა ლაგებაში დამადგა თავზე სამსახურიდან მოსული ნუნი.

იატაკზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით და დაიწყო მაისურების კეცვა.

ერთი კი გამომხედა რატომ ვიყავი ასე მშვიდად,მაგრამ,რაღამც არ ვეომებოდი,აღარ გამომედევნა.

-დღეს ჩემთან სამსახურში დუდა იყო მოსული..-ცოტა ხნის შემდეგ,მის ოთახში რომ გადავინაცვლეთ,რაღაცნაირი,მორიდებული ღიმილით მითხრა ნუნიმ.

კი მინდოდა რამეთი წამეკბინა,მაგრამ მისი სახელი რომ გამახსენდა,თავი ვეღარ შევიკავე და ისე ავხარხარდი,ნუნი ჯერ შერყეული მიყურებდა,მერე მგონი თვითონაც მიხვდა და ათი წუთი ერთმანეთს ვასხამდით წყალს,სული რომ მოგვეთქვა.

-რომ მითხრა დურმიშხანი მქვიაო,ხმა ვერ ამოვიღე ტასო,გავშტერდი ჩვეულებრივად და იმბეცილის შთაბეჭდილება დავტოვე მგონი ადამიანზე.

-არ იჯავრო,კარგად რომ გაგიცნობს დიდი სხვაობა არ იქნება.-იატაკზე ჩამჯდარს ხელი გადავხვიე და ბეჭზე დავეყრდენი.

ხომ მწამლავდა,მაგრამ,ამ სამყაროში არ არსებობდა არცერთი ადამიანი,მასზე ძვირფასი.

-მგონი გავებით ტასუ.-დასვკვა დადო დღის ბოლოს სხირტლაძემ.

-შენ მაგას ახლა მიხვდი?!

ავტორი: ტასუნა

27.06.23

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პულსი. მეხუთე თავი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება