პულსი. მეშვიდე თავი.დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

“დილა მშვიდობისა” -ამ სიტყვების აღარ მჯერა მას შემდეგ,რაც ჩემს ცხოვრებაში ნუნი შემოვიდა.

როგორც კი გათენდა,იმწამიდანვე ოჯახში სრული ტრაური დაიწყო.

ისედაც ტიტესთან საუბარში გადათენებული გაჭირვებით ვახელდი თვალს ნუნი რომ წამომადგა დაფეთებული და ერთიანად გამომაფხიზლა..

მერამდენედ?!

თანაცხოვრების განმავლობაში ალბათ მეასედ მესმოდა უკვე ეს სიტყვები.

-ტასო,არავარ კარგად!-ლოგინზე ფერწასული ჩამომიჯდა და სახით ჩაემხო საბანში.

აღარ შემეძლო.

ამჯერად პანიკის ნასახიც ვერ გამოვავლინე.

ავდექი,კომფორტულად დავაწვინე,საბანი შევუკეცე და ტიტეს დავურეკე.

სრული სიგიჟე იცით რა იყო?!

არც კი მივსალმებივარ,ორ წამში რომ მიხვდა დილით რატომ ვურეკავდი და ეგრევე გაჩნდა ჩვენთან.

არც კი გამკვირვებია,დუდასთან ერთად.

რატომ ვერასდროს ვსაზღვრავდი,რომ ეს დათუნებიანი ბამბის საღამური გამეხადა?!

სახეს ვერც კი მოუყარა თავი,ისევ ასე რომ წარვუდექი და სახლში შემოვუშვი.

დეჟავუ იმდენად დიდი დოზით მქონდა,წინასწარ მოვამზადე ოთახი გადასხმისთვის და მშვიდად დავუწყე ტიტეს თვალთვალი.

დუდა შეწუხებული ეჯდა გვერდით ნუნის.

მას არც ისე მშვიდად ეძინა და მთელი ძალისხმევა დაგვჭირდა,რომ შეგვეღვიძებინა.

ნაბახუსევი კიარ იყო,ჯერ კიდევ მთვრალი ატრიალებდა თვალებს.

დუდას რომ შეხედა,ერთი კი გადმომხედა ველურის მზერით,მაგრამ,ხმის ამოღების თავი აღარ ჰქონდა,დალოცა ღმერთმა.

-შენ როგორ გრძნობ თავს ტასი?- როგორც კი ნუნის სისტემა დაუდგა,შემფასებლურად შემათვალიერა..

მისი უკვე ჩვევაში გადასული ქცევებით-მაჯაზე თითები შემომაჭდო და პულსი ყურადღების დაითვალა.

ღმერთო,ამ დროს რა მიმზიდველი იყო ვერც ავხსნიდი..

მონუსხული ვუყურებდი და ვგრძნობდი,გული როგორ იწყებდა ჯებირებიდან ამოსკდომას.

-მშვიდად ტას..-ალმაცერად ამომხედა და თვალი კმაყოფილმა ჩამიკრა.

გატუტუცებული ტიტე ექიმი.

წარბები მოჩვენებითი სიბრაზით შევუკარი და წყვილი მარტო დავტოვეთ.

ჩემს მომცრო სამზარეულოში სამუზეომო ექსპონატივით იდგა და ჩაფიქრებულ მზერას მატარებდა.

ორი ძლიერი ყავა გავამზადე.

ტიტეს უშაქრო უყვარდა..

ორი კოვზი ყავით..

წარმოდგენაც არ მინდოდა დღეში რამდენ კოფეინს იღებდა..

მისი ეს პულსის გადაცდენებიც ამის ბრალი იყო.

ვინმე მაინც ყოლოდა გვარში,რომ გაეფრთხილებინა უკუჩვენებებზე?!

მეცინება.

მამჩნევს და კითხვით სავსე მზერით მიქნევს თავს.

-ჩემი აზრით კოფეინს უნდა შეეშვა თუარ გინდა დედასთან მეორე ვიზიტი,ამჯერად შენ იქნები პაციენტი და მე ხელის დამჭერი.

-სერიოზულად?! მერე და კარდიოგრამას რომ გადამიღებენ და იქ იქნები,პულსს ვინ გაგისინჯავს ,ასეთ სხეულს რომ დაინახავ?!-თხელ მაისურს გაცისკროვნებული თვალებით იწევს და თვლაც ამერია,რამდენ კუბიკს “მიმარიაჟებს”.

ისეთი ხმაურით გადავყლაპე პირზე მომდგარი უხამსი სიტყვები,ლამის დავიხჩვი.

-ახლა გასაგებია,რატომ გადი იმ დღეს. თურმე საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო ფიქრობდი,ვიდრე ჩემზე.-ლამის ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით,ვალში დარჩენა არ მიყვარდა,თან აშკარად ასეთ შეტევაზე.

გაეცინა.

-მაგ დროს თუ იმაზე იფიქრებ,ამის ქვეშ რა იმალება,შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტით სასწრაფოდ გადაგიყვანონ საოპერაციოში!-ნიშნის მოგებით ჩემს საღამურებზე ვუთითებ და ვხედავ,როგორ ეცვლება სახეზე ყველა მიმიკა..

ჯანდაბა,მიზანში მოვარტყი!

თვალები ცეცხლით აენთო და ღრმად ამოისუნთქა,მოვარდნილი ენდორფინები რომ გამოედევნა.

-შენ ხომ არ იცი,როგორ გადარჩი,მარტო რომ არ ვართ!-თვალებში იმდენი მოცეკვავე ეშმაკი დავუთვალე,ვნებასთან და ჟინთან ერთად,კი ვიფიქრე უკან დავიხევთქო,მაგრამ,დიდად არც ეს მჩვეოდა.

-დარწმუნებული ხარ? ეგ ჯერკიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,ვინ გადარჩა და ვინ არ!-ხმაში იმდენი სურვილი გავურიე,საკუთარი თვალით შევხედე,როგორ დაუარა სხეულში ელვამ და მთელი ორგანიზმი შეაღვიძა..

მივუახლოვდი..

როგორც მას ჩვეოდა,ქურდულად მოვავლე გარემოს თვალი და მთელი აბობოქრებული ვნებით ვაკოცე მონატრებულ ტუჩებს..

ღმერთო,სასწაული იყო..

სხეულში დავლილი ემოციებისგან პულსი აღარც მესინჯებოდა..

მთლიანად მას ვყავდი მოცული..

მის ვნებასა და უშრეტ ცეცხლს..

მიყვარდა განცდა,არცერთ ემოციაში მარტო რომ არ ვიყავი და მასთან ერთად ვვარდებოდი უდიდეს მორევში..

ტიტეს ცივი თითები უფო მეტ ეიფორიას აღვიძებდა სხეულში,კანზე რომ დაატარებდა და ცდილობდა,მთლიანად მისი ვყოფილიყავი..

-სერიოზულად ტასი,რაღაცას დამმართებ და ჩემს ცოდვას აიკიდებ ამ ლამაზ მხრებზე..-ერთმანეთის გულს ვუსმენდით,ცეცხლის ჩასაქრობად,რომ შემომხედა.

მიღიმოდა.

მთელი გულით და მთელი გრძნობებით..

შევცბი..

მის თვალებში ამდენი განცდა პირველად ტრიალებდა..

უფრო მივეხუტე..

კანიდან მინდოდა გამომეშვა ყველა ის შეგრძნება,რასაც მიტოვებდა და,უწყვეტად მაძლევდა..

სიგიჟის ყველა ზღვარი იშლებოდა მასთან ყოფნის დროს..

-არაუშავს,მარტო არ ხარ ტიტე! ყველაფერი ორმხრივია და რთულია ამის გაძლება..-გულწრფელად ავხედე მის მწვანე ხასხასა თვალებს და გავირინდე..

რამდენ რამეს იტევდა მისი ეს კაშკაშა სფეროებო,ღმერთო..

საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი..

ეს არასდროს ყოფილა წუთიერი აღელვება და აღმაფრენა.

ის,რაც ჩვენში ხდებოდა,იმაზე მეტი იყო,ვიდრე დროებითი გატაცება და სხეულის ვნების ასრულება..

ამას მისი თითო მოძრაობა,შეხება,გამოხედვა მოწმობდა..

ნუნის შეტყობინებამ მომწყვიტა მის თბილ სხეულს..

წარბებშეხრილი დავხედე,მაგრამ,როგორც ყოველთვის,ნუნი ისევ ფორმაში იყო..

-“მომხსნის ვინმე ამ მილებს თუ ავიგლიჯო?! ამისთვის როგორ გამიმეტე?! ვერ ჩამაცვი რამე წესიერი?! რაც შემოვიდა მის მერე პეპლებიან საღამურზე მიყურებს.. ცოტაც და მეგობრებად დავრჩებით.”

სანამ სამზარეულოში სულს ვითქვამდი,ტიტემ ფერზემოსულ ნუნის ორ საათიანი ლექცია ჩაუტარა,უკვე დრო რომ იყო,საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედა და მსგავსი დალევისგან თავი შეეკავებინა.

ჩამეღიმა,უმეტესად დუდას რომ უყურებდა და გარკვეულ დანიშნულებებს აძლევდა.

ორმეტრიანი ბიჭი კედელთან ატუზულიყო და ყველაფერს დინჯად ისმენდა.

სხირტლაძე კი გაბრაზებული გაწოლილიყო და ყველას თვალს გვარიდებდა.

განსაკუთრებით მე.

-შენ რაღაც ძალიან მარტივად მოგბეზრდა ჩემი მოვლა! -ტიტეს წარბაწეულმა გახედა და საწოლზე წამოჯდა.

ცალკე სპექტაკლი იყო ჩემი დათუნებიანი და მისი პეპლებიანი საღამურები.

მისხალითაც არ ვგავდით ზრდასრულ,ჩამოყალიბებულ ადამიანებს.

ჩემს წინ ისევ პატარა,18 წლის ნუნი იდგა და არ იცოდა,როგორ გამოეთქვა უკმაყოფილება, მისი დიეტის გამო.

-თუ არ გამითვალისწინებ,ათ წელიწადში დონორის ძებნა მოგვიწევს!-სრული სერიოზულობით პასუხობს მის ამპლუაში გახვეული ტიტე და ვერ ხვდება,რატომ გადაგვდის სახეზე ყველა ფერი მე და ნუნის.

ცუდად ვხვდები,ვიცი რის თქმას აპირებს და მივრბივარ,ტუჩებზე რომ ავაფარო ხელი,მაგრამ,ვერ ვასწრებ.

-მაგ დროს უკვე ჩვენი სიძე იქნები და კილოს ლარში გვაყიდინებ ტიი შავ ბაზარზე! -ხარხარში ძლივს ავაწყვეთ წინადადება თითოდ ნასროლი სიტყვებიდან.

ტიტეს ეცინება.

თბილად მიყურებს და თვალს მიკრავს.

-გადაზიდვებში დუდაა ძლიერი,აუქციონზე ისეთ ღვიძლს მოხსნის,საქართველოში მხოლოდ შენ გექნება ეგეთი.-სხარტად პასუხობს და ერთიანად გვედება ყველას განწყობა..

მალევე დგება ნუნი ფეხზე.

როგორც იქნა ჩვენც გამოვდივართ ბაღის ასაკიდან და შესაბამისად ვიცმევთ.

სხირტლაძეს პიონერის სიტყვა ჩამოვართვით,რომ ახალწლამდე წვეთს არ მიიღებდა.

თუმცა,აზრი არ ჰქონდა.

რაც მის გულს არ სურდა,ის არც იქნებოდა.

ამწამს,მხოლოდ დუდას თვალების ჟუჟუნით იყო დაკავებული და ესეც იმედს მაძლევდა,რომ მე თუ ვერ,დუდას მაინც გაითვალისწინებდა.

მალევე დავიშალეთ.

დღის განმავლობაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი ხოლმე პერიოდულად..

ეს ტიტემაც მარტივად შეამჩნია,თუმცა,რატომღაც ყურადღება არ გავამახვილებინე და გულდამშვიდებული გავუშვი.

დღევანდელი დღე დასვენების იყო.

თავად ქალბატონმა გამოაცხადა.

მთელი შუადღე ისეთ უსაქმურობაში გავატარეთ,

ხელფასიდან ხელფასამდე სულის ღაფვაში მყოფ ტასოს და ნუნის რომ შეეხედათ,გაბრაზდებოდნენ,მაგრამ,ამ ბოლო პერიოდში იმდენი დაგვეზოგა,ერთი დღის ასე გატარების ღირსი ვიყავით.

ბოლო პერიოდში თითქმის ვერც ვემთხვეოდით გრაფიკით და გვიჭირდა ერთად დროის გატარება.

მარტოებს.

როგორც ადრე..

ფილმებით,აუარება არაჯანსაღი ტკბილეულითა და ცრემლების ღვრით.

-ნუნი,თერმომეტრი მომიტანე რა..-საღამო ახალი შემოსული იყო,სისუსტე უფრო რომ მომერია და მუცლის ტკივილმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა,რომ არ ვიყავი კარგად.

მე თვითონაც მოვიტანდი,მაგრამ,მარჯვენა ფეხმა ისე მიმტყუნა,სხირტლაძეც კი სასწრაფოდ წამოხტა.

თავზე დამტრიალებდა.

ტემპერატურამ 38,5 რომ აჩვენა,შუბლი ოფიციალურად გაიკრა და სახე შეერყა.

-ვაიმე ტასო!-ლოყაზე ხელი მგლოვიარესავით შემოირტყა და მოცელილი ჩამოცურდა საწოლზე.

-ვაიმე ნუნუ ფეხზე არ ამაყენო თორემ დაგაკლავ.-კი შევუღრინე,მაგრამ,სულ ტყუილად.

მგონი ზუსტად ის დრო იყო,წერილი რომ მიმქონდა და ვგრძნობდი,ნელნელა როგორ მეცლებოდა საერთოდ ძალა..

ამას გულის რევის შეგრძნებაც ემატებოდა და ტკივილი,რომელიც არცერთმა გამაყუჩებელმა არ გააყუჩა.

-ორსულად ხარ?!-მორიგი შედევრი გამოაცხო.

ოფიციალურად გამარეკინა.

-წმინდანის მიგავს რამეე ნუნუ?! ჰაერში კიარ დაფრინავს ისენი!-გაჭირვებით ამოვიძახე.

შემეშინდა..

ნუნის რომ საერთოდ ააღარ ედო ფერი,ამან უფრო დამასუსტა..

ერთდროულად დავრეკეთ ტიტესთან და სასწრაფოში.

მგონი მხოლოდ ის ჩქარობდა..

ათი წუთიც არიყო გასული,სახეარეული ტიტე რომ შემოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა..

ზუსტად ორი წუთი გამომკითხა სიმპტომები და სახე უფრო დაუმუქდა.

-აპენდიციტი.. 26 წლის.. მაღალი ტემპერატურა,გულის რევა… არა,მე ვერ შემოვალ!-კითხვა-პასუხის რეჟიმზე სწრაფად გადავიდა და წინდაუკან სიარულს მორჩა.

წკიპზე იკავებდა თავს.

ვხედავდი..

ნერვიულობისგან სახეს თავს ვერ უყრიდა და წამდაუწუმ რეკავდა ოპერატორთან.

-ჩემი ბრალია..-თავზე ხელები შემოეჭდო და ისე ძლიერად იჭერდა,გული მომიკვდა.

ოთხად მოკეცილი ლოგინზე ვიწექი და მაინც იმაზე ვდარდობდი,ის რომ თავს უგზოუკვლოდ იდანაშაულებდა.

-ჯერ კიდევ როდის ჰქონდა ტემპერატურა და მაღალი პულსი..-ისე იშლებოდა ჩემს თვალწინ,საკუთარი ტკივილიც კი დამავიწყდა.

ხელი მისკენ სუსტად გავიწოდე და დამინახა თუარა,გონს მოვიდა..

გაფითრებული იყო..

მეგონა გული საერთოდ აღარ უცემდა..

-ნუ გეშინია,პატარავ..-გული გამიჩერდა..

აკანკალებულ ხელებზე სათითაოდ დამიკოცნა ყველა თითი და დაცვარულ შუბლზე მიკრული თმის ყველა ღერი გადამიწია..

-მე შენთან ვარ.. -ყველაფერი იყო იმ წამს ეს სიტყვები..

იმედიც..

ძალაც და მხნეობაც..

ამ დროს,როცა თუნდაც თავიც კი მტკიოდა,

ვგრძნობდი,რამდენად მარტო ვიყავი,ნუნი რომ არ ყოფილიყო..

როცა გიჭირს,გტკივა და დახმარება გჭირდება,მაშინ ეძებ პირველად დედას გამოწვდილ ხელს..

ყოველთვის გული მიკვდებოდა,ის აქ რომ არ იყო და ჩემი ხელი არ ეჭირა..

ამ წამს,როცა ნუნისგან და ტიტესგან სამყაროს სამყოფ თანაგრძნობას ვიღებდი,

თითქმის აღარ ვდარდობდი,რომ ცუდად ვიყავი..

უკონტროლო ტკივილი თითქოს ყუჩდებოდა და იმ განცდას მიტოვებდა,რაც მთელი ცზოვრება მაკლდა..

ზრუნვა..

ტკივილის ორად გაყოფა და 

შემსუბუქება..

ნუნი და ტიტე ორივე ხელზე ჩამჭიდებოდნენ და აღარაფრის მეშინოდა..

კლდესავით ძლიერი ვიყავი.

მათი გვერდით ყოფნით რა დამაუძლურებდა..

ამაყვი ვიყავი..

ამაყი და ტკივილისგან საერთოდ გამქრალი.

თუმცა ძლიერი.

მალევე მოვიდა დამხმარე ჯგუფი..

ტიტეს ფეხდაფეხ ის ოფოფები რომ შემოყვნენ,ასე კარგად რომ მახსოვდა,მთელი გულით მინდოდა გაცინება,მაგრამ,ვეღარ შევძელი..

მანქანაში სწრაფად შემაგორეს და ათასი პროცედურა ერთად ჩამიტარეს..

ტიტე მეჯდა თვალწინ..

ხელს წუთითად არ მიშვებდა და განკარგულებებს გასცემდა..

თვითონ არ და თან ვერ ერეოდა,თუმცა ვგრძნობდი მის დომინანტურ ტემბრს და მიხაროდა,აქ რომ იყო..

უსწაფესად გადამიყვანეს პალატაში..

კარებთან მისვლიდან ათ წუთში რომ ჩემთვის კარგად ნაცნობ ქალბატონთან ერთად მამაკაციც გაჩნდა,მივხვდი,ტიტეს მამა რომ იყო..

საოცრად ჩამოჰგავდა მას..

ოჯახი ჩემგან მოშორებით დეტალებს განიხილავდნენ და თვალს არ მაცილებდნენ..

ვნერვიულობდი,

გული გამირბოდა,

მეშინოდა,მაგრამ,

ის აქ იყო და ეს ბევრს ნიშნავდა..

-არა,მამა,მე ვერ შევალ.. -მისმა მტკიცე ხმამ საბოლოოდ დამარწმუნა,რომ საკითხი ჩემს დაუგეგმავ და გადაუდებელ ოპერაციაზე დამდგარიყო და აი ამ წამს კი,საბოლოოდ დავიშალე..

-ტიტე..-უღონო ხელი,ათასი მილი რომ ეკრა,მისკენ გავიწვდინე და დავუძახე..

თვალის დახამხამებაში გაჩნდა ჩემთან..

კუთხეში ჩაკეცილ ნუნის მხოლოდ ერთი წამით გახედა და დამიმარტოხელა..

სუნთქვა ამრეოდა..

გული ყელში მიცემდა..

მტკიოდა და ძალა მელეოდა..

არასდროს მინახავს ერთ ადამიანში ამდენი ტკივილი,იმედგაცრუება,სისუსტე და შიში..

სამედიცინო ხალათი,რომელიც მედდებმა წამებში ჩამაცვეს,ნებართვის შემდეგ ამიწია და ძალდატანებით გამიღიმა.

მუცელზე,მარჯვენა მხარეს თითი დამადო და ტკივილი გამიყუჩა..

-აი აქ ორი პატარა წერტილი გექნება ტასი.. უმარტივესი ოპერაციაა.. ოცჯერ მაინც მაქვს მე თვითონაც გაკეთებული.. უბრალოდ,ახლა იქ ვერ შევალ ტასი.. იქ,რომ დაგინახო,თავს დავკარგავ.. მაპატიე კარგი?! მე აქ დაგხვდები.. თვალს როგორც კი გაახელ,აქ ვიქნები და არასდროს მოგშორდები..-მებოდიშებოდა და წამში ერთხელ ისე მკოცნიდა საოპერაციო არეალზე,გულს მითბობდა..

ჩემს თვალწინ იშლებოდა ათას ნაწილად და ისევ ძლიერდებოდა..

ჩემთვის მხნეობას იმატებდა და მტკიცედ მიღიმოდა..

-სერიოზულად ტასი,სახლში რამე მაინც გაქვს,რასაც დათუნები არ ახატია?!-რომ მიხვდა,ძალა შემმატა,ის მისი ვარსკვლავებით სავსე მზერა დაუბრუნდა და საცვალზე წარბაწეულმა დამხედა..

ჯანდაბა,რა გავაკეთო რომ დათუნები ძალიან მიყვარდა?!

მაინც მოახერხა და ეს შიშიც გამიდევნა..

ტიტეს მშობლების ღიმილიანი მზერა და მისი დედის ჩაჭიდებული ხელი არასდროს დამავიწყდებოდა..

ის სითბო,რაც მთელი ცხოვრება მაკლდა,ერთიანად გადმომისხა ნესტანმა და მაგარი გულით შევედი საოპერაციოდ..

გარეთ მელოდნენ..

იქ,მოსაცდელში ნუნი,დუდა,ტიტეს მშობლები და თავად ისიც,მიცდიდნენ და ეს წარმოუდგენელ განცდებს მიჩენდა..

მეგონა ვეღარ ვნახავდი მას ოპერაციამდე,თუმცა,

შევცდი..

ლითონის ფირფიტებით სავსე საოპერაციოში,ბეტადინის სუნით სავსე ოთახში მზის სხივივით შემოანათა ტიტემ..

მისი თვალები შევიცანი..

ბრწყინვალე და ბევრი გრძნობით სავსე..

საოპერაციო ხალათსა და სტერილურ ფორმაში გამოწყობილს,სრულიად შენიღბულს,მხოლოდ მწვანე,ხასხასა თვალები უჩანდა..

აპარატმა გამფაქტა.

როგორც კი შევიცანი,პულსის მაჩვენებელმა ყურისწამღები წრიპინი დაიწყო..

ოდნავ დაიხარა..

ანესთეზიოლოგი ნიღაბს მადებს და ათიდან უკუთვლას ვიწყებ..

მას ვუყურებდი..

ჩემს ტიტეს..

ჩემი გრძნობების მსაჯულს და აღარაფრის აღარ მეშინოდა..

-მიყვარხარ ტასი..-სანამ გავითიშებოდი,ბუნდოვნად მომესმა და დავინახე,როგორ გავიდა საოპერაციოდან..

____

-გაგიჟდება,რომ დაინახავს!-ნუნის ხმა შორიდან მესმის..

პალატაში ვარ,სუნით ვგრძნობ..

ორივე ხელზე მჭიდროდ მეხვევიან და იმასაც ვგრძნობ,როგორ იხრება ტიტე წუთში ერთხელ და თითებზე მკოცნის..

არაფერი მტკივა,თუმცა,მძიმედ ვარ..

თითქოს მთელ სხეულზე მძიმედ გადამიარეს და ყელიც მეწვოდა..

ხმა მოვსინჯე,ლაპარაკი შემეძლო.

ხმაზე ორივე რომ წამოცვივდა ფეხზე,ვერ დავინახე მაგრამ ნუნიმ ისე დამქაჩა ხელზე,ლამის მომაძრო.

-წაიღე ბარემ ნუნუ სახლში!-გამოფხიზლებულიც არ ვიყავი სრულად,შეტევის ძალა უკვე რომ მქონდა.

-თვალები გაახილე თორემ დაგაკლავ ბუზივით! -სახესთან დამყვირის და მთლიანად მაფხიზლებს.

ღმერთო,ეს გოგო და მისი ხმის ტემბრი დამაბერტყა ბედად მეამინემ?!

ძლივს ავზიდე ლოდებად ქცეული ქუთუთოები..

პალატაში ოჯახი ვიყავით..

მე,ნუნი და ჩვენი სამი ახალი წევრი..

დუდა,ტიტე და კარებთან აყუდებული უზარმაზარი დათუნა.

გამეცინა.

ზუსტად კარის სიმაღლე იყო.

უფუმფულესი და უღუნღულესი..

მანამ არ შემომხედა ტიტემ,სანამ სიცოცხლის მაჩვენებლები არ გადაამოწმა და მოტორული ფუნქციებით კმაყოფილმა,ექთანს რამოდენიმე შენიშვნა არ ჩააწერინა.

-ტიტე!-მის პროფესიას რომ აღარ შეეშვა,დავუძახე გაბრაზებულმა.

თბილად მიყურებდა..

ყველა გრძნობით სავსე თვალებით..

მისი ბოლო დატოვებული სიტყვების საპასუხო მზერით..

-მეც!-მხოლოდ ეს ვუთხარი..

მთელი გრძნობით და სულ რამოდენიმე კვირაში დაბადებული შეგრძნებებით..

ყველაზე მტკიცედ და გაბედულად..

ისე,როგორც არასდდროს,საკუთარ სიტყვებში ყველაზე მეტად ვიყავი დარწმუნებული და არ ვაპირებდი გამეჭიანურებინა ეს მხოლოდ იმიტომ,რომ რაღაც საზღვრებით,ჯერ ეტაპები უნდა გაგვევლო,თვეების,წლების რომ ერთმანეთი დაგვეჩემებინა..

ჩვენ არცერთ ჩარჩოს არ ვერგებოდით.

ჩვენ ჰორიზონტს ვცდებოდით..

ჩვენ ,სულ ციცქნა დროში ლხინშიც გამოვცადეთ ერთმანეთი და მოულოდნელ ჭირშიც..

ის ყველგან ასეთი იყო:

ძლიერი,იმედიანი და გრძნობებით სავსე.

-რა მეც,ტასო?!-მუდამ ყურადღებიან ნუნის არ გამოპარვია არაფერი.

წარბაწეული წამომადგა თავზე და მოსვენება არ მომცა..

-ტიტემ მიყვარხარო..-ჩუმად ვუთხარი,თითქოს პენტაგონის საიდუმლოებას ვუმხელდი.

გაფითრდა..

მიტკლის ფერი დაედო.

-ვაიმე,დურმიშხან!-ერთი ამოიძახა და გულწასული ჩაცურდა საწოლთან.

-ღმერთო,რა ჭირს ამ გოგოს ვინმე მეტყვის?!-რაც კი ძალა მქონდა ამოვიყვირე..

ტიტეს უკვე ჩემს გვერდით,ცარიელ საწოლზე მიეწვინა სხირტლაძე და სინჯავდა.

-ემოციური ფონია,ტასი.მოფხიზლდება ხუთ წუთში.

მაინც ვერ მოვისვენე სანამ თვალი არ გაახილა.

დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ,გამთენიისხანს მაინც გავუშვი სახლში,დუდასთან ერთად.

ენერგია გამოცლილი მქონდა.

გამაყუჩებელსაც ძალა გასვლოდა და თითქოს სუსტი ტკივილიც მივლიდა დროდადრო..

მარტივად შემატყო ტიტემ,

სულ ორი წუთით გავიდა და გამაყუჩებელით დაბრუნებულმა,ხელზე დამაგრებულ პეპელაზე ნემსი მოარგო და სითხე შეუშვა.

-სანამ დაიძინებ,რაღაცის შემოწმება მინდა..-ჩემკენ დახრილმა გამიცინა.

ღმერთო,ტიტე და მისი ეშმაკები ამ თვალებში სულ სხვა განზომილება იყო.

იქამდე ამიჩქარდა პულსი,სანამ ჩანაფიქრს აასრულებდა..

სულ ერთი წამით მეამბორა და აპარატი ლამის კედლებზე გავიდა.

-ძალიან კარგი. აპენდიქსი არაფერ შუაში ყოფილა,მართლა ჩემს გამო გიჩქარდება თურმე პულსი..-გახარებულმა ტაში შემოკრა და გვერდით მომიწვა.

მიმიხუტა..

მის ფრთებში გამახვია..

მთელ მის სითბოს მაკრავდა კანზე და იმ გრძნობით მავსებდა,ასეთი ახალი და თან,ასეთი სანდომი რომ იყო..

-და რა გიხარია,მთელი ცხოვრება ცალი თვალით საყურებელი ვარ ფაქტობრივად!-ბურუსში წასულმა,ამოვილაპარაკე..

წამალი მოქმედებდა.

ტკივილი მიყუჩდებოდა..

გული მიმშვიდდებოდა.

ის აქ იყო.

ჩემი ტიტე ექიმი..

ჩემი პულსის დარაჯი..

-მიყვარხარ ტასი! თუ საჭირო იქნება,მთელი ცხოვრება არ ავიღებ შენი მაჯიდან ხელს,ოღონდ გვერდით იყო.. ოღონდ ჩემთან იყო და კარგად..კარგი?!

ღმერთო,რა სასიამოვნო ყოფილა სხეულში გამეფებული ბედნიერება და სითბო..

როცა იცი,უყვარხარ და თან,ყველა ბედნიერი წუთი წინაა…

-კარგი…

___

02:13

ავტორი: ტასუსუნა

23:06:2023

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პულსი. მეშვიდე თავი.დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება