პულსი. მეორე თავი.

-ტასო!-ბარის ზედაპირზე ჩაძინებულს ისეთ ხმებში დამკივის ნუნი,დაზაფრულს გამეღვიძა და შეშლილი სახით ავხედე.ხმა ვერ ამოვიღე უცებ,მეგონა მოკვდა.

-უი გძინავს?!-ისე მშვიდად გააგრძელა მომენტალურად,ერთ წუთში გამოცვლილი ამდენი ემოციისგან თავბრუ დამეხვა.

-სერიოზულად,ნუნუ,ჯანსაღად ხარ?!-შეურაცხადივით ავხედე და წინ დადგმულ ფინჯან ყავას ვერც გავხედე.ჯერ კიდევ გული მეკავა ხელში.

მაჯაზე საჩვენებელი და შუა თითი პულსის გასასინჯად დავიდე და მეთვითონ გადმომცვივდა თვალები,ისეთი სისწრაფით ფეთქავდა ვენა.

-კიდევ ჩემი ფსიქო პორტრეტია თემაში?! შენ გძინავს მაგიდაზე მე კიარა.-არც კი მაქცევს ყურადღებას ,კოფეინს თამბაქოს აყოლებს ნაბახუსევზე და უკვე ველოდები,როდის ჩაიკეცება და გაითიშება.

მაგრამ,ჩემდა გასაკვირად,მშვენივრად იტანს დილის დოპინგს და ოირიქით,ენერგიაზეცაა.

-მართლა,წეღან უცხო ნომერი გირეკავდა.-ყავის პირველი გემრიელი ყლუპი რომ მოვსვი,მაინცდამაინც მაშინ მახლის და რომ მახსენდება,ვინ შეიძლება ყოფილიყო,გულზე მადგება და ძლივს ვიდგამ შემდეგი ხუთი წუთი სულს,ისე მახველებს.

საათს ავხედე,თორმეტი სრულდებოდა.

ჯანდაბა.

ფერდებში იმდენი მირტყა ნუნიმ ამასობაში,მგონი რაღაც ძალიან დიდი წყენა ჰქონდა დაგროვილი ეს წლები და ერთიანად მოიოხა გული.

-ჩამენგრა ნეკნები ნუნუ!-მართლა გამკრა მწარედ წელში ტკივილმა.

ოთხად მოკეცილი ძლივს გავიშალე და ისე გავხედე,ხელები მაღლა ასწია და კუთხეში მიჩოჩდა.

სიცილს გაჭირვებით იკავებდა.

-ექიმთან მივდივარ.კარდიოლოგთან.-რომ დავაყოლე,აქ მართლა ვეღარ გაჩერდა და სანამ მე გამოვფხიზლდი,მოვწესრიგდი და ჩავიცვი,ის ისევ სამზარეულოს იატაკზე იყო ჩაკეცილი და ხარხარებდა.

ასეთიც დავტოვე.

საათი ზუსტად ნახევარს აჩვენებდა და ტელეფონზეც ზარი შემოვიდა.

ვეღარ მოვასწარი პასუხი.

სადარბაზოდან გავედი თუარა,

ნოემბრის სუსხში,ერთი ფარატინა პერანგით ამესვეტა წინ ტიტე.

გავიბადრე.

აი ისე მიღიმოდა,სერიოზული სახის შენარჩუნება მეც ვერ მოვახერხე,იმდენად ძალიან დიდ სხივებს გზავნიდა თვალებიდან.

-არაჩვეულებრივად გამოიყურები.-გამოწვდილ ხელს ინსტიქტურად ჩავეჭიდე და ავტომობილისკენ გამიძღვა.

მძღოლის გვერდით გამიღო კარი და მეც,კომფორტულად მოვთავსდი.

ციოდა,მართლა სასწაული სუსხი იყო გარეთ,

მაგრამ,

ჩაჯდა თუარა და დაძრა,სალონში ისე ჩამოცხა,თხელი პულოვერი ლამის ტანზე შემოვირღვიე.

საიდან ატანდა ამდენი მუხტი,წარმოდგენაც არ მქონდა,

მაგრამ,უკვე გაუსაძლისი იყო სუნთქვა..

გონებას ვერ ვიკრებდი,

წუხანდელი კადრები და მისი ყინულივით ცივი თითები მეგონა ისევ კანზე მეხებოდა..

ფანჯარა რომ ჩამოწია და პერანგის მესამე და მეოთხე ღილიც შეიხსნა,მივხვდი,ისიც არანაკლებ ღელავდა და ისე მესიამოვნა,სახე მინისკენ გავატრიალე,რომ არ შეემჩნია..

მცირე დიალოგმა როგორც იქნა ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და სავალი გზაც დასრულდა.

მიმღებში რომ არ დავრეგისტრირდი,კი გავხედე ,მაგრამ,მანიშნა,უკან გავყოლოდი და მეც დავნებდი.

ფრთხილი კაკუნის შემდეგ,მეხუთე კაბინეტში შევედით და შუა ხნის ლამაზ,თეთრ ხალათში გამოწყობილ ქალბატონს მივესალმეთ.

სანდომიანმა ექიმმა ანამნეზი შეადგინა,ჩივილები,რომლებიც ბოლო პერიოდში ნამდვილად მქონდა,ყურადღებით მოისმინა და ფართოდ გამიღიმა.

-საშუალოდ 100-110 აქვს პულსი,გარეგანი ნიშნული არ ახასიათებს,მხოლოდ მცირე სიფერმკრთალე და,სტრესის ფონზე გონების დაკარგვა. -ტიტე ექიმი ჩემს ზურგსუკან დამდგარიყო და გამოკითხვა რომ დავასრულეთ,ჩემს აბდაუბდა საუბარს,ერთიანად მოუყარა თავი.

მადლიერებით გავხედე,ტიტეს ჩაეღიმა.

მხრებზე ცივი ხელისგული დამადო და უცნაური მზერა გაუცვალა ქალს.

შევამჩნიე ჩვენი წინ მჯდომის შეფარული ღიმილიც,მაგრამ,აღარ მივაქციე ყურადღება.

ექთანი კარდიოგრამის აპარატს ამზადებდა და თან ჩემს მეგზურს თვალებს შვლის ნუკრივით უფახულებდა.

-ტიტე ექიმო,დაგვტოვეთ ცოტა ხნით,არ იჯავროთ,თქვენს მეგობარს უვნებლად დაგიბრუნებთ.-ჩაეღვენთა ლამის ხელებში,კი ავიფოფრე და გავწიწმატდი,მაგრამ,რომ არ დამმჩნეოდა,ტიტეს გავხედე,რომელიც მხოლოდ მე მიყურებდა..

-ხომ არ გეშინია?!-გამიღიმა,ისეთ დაბალ ხმაზე მკითხა,კანზე ელვამ დამიარა.

თავი კი გავუქნიე,მაგრამ,არც ისე დამაჯერებლად..

შინაგანად მაინც ვღელავდი და ამას ვერ ვაკონტროლებდი.

ყველაფერს ტიტეს მჭიდროდ ჩაკიდებული ხელიც ამატებდა..

რამაც,საბოლოოდ ჩემი გულის აჩქარებაც გამოიწვია და ექიმის აწკეპილი წარბებიც.

როგორც კი დაასრულა პროცედურა,ექთანი კაბინეტიდან გაიხმო და მხოლოდ მე და ის დავრჩით.

-ცოტა უჩვეულოა,ტიტე ნამდვილად სწორი იყო,საგანგაშო არც არაფერია,თუმცა,თქვენი ეს სწრაფი პულსი მაინც ბევრ კითხვას მიჩენს.-თანაგრძნობით გადმომხედა და დედაშვილური,თბილი ღიმილით დამასაჩუქრა.

-უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის,რამდენიმე ანალიზზეც ჩაგწერთ,ტიტეს გავაფრთხილებ და როგორც კი პასუხი იქნება,საბოლოო ვიზიტზეც გელით დღის ბოლოს. -ტელეფონზე შეტყობინებას წერს, ამობეჭდილ დიაგრამას გაჰყურებს და სახე ისევ ეშმაკური ღიმილით ეპობა.

იმწამის შემოსულ ტიტეს მხოლოდ ანალიზების ჩამონათვალს აწვდის და დროებით გვემშვიდობება.

ჩემს ექიმს წეღანდელი თავისუფალი სტილი შეეცვალა.

ტანზე ამჯერად ცისფერი ფორმა ეცვა და ისე უხდებოდა,

სუნთქვა შემეკრა.

საერთოდ სხვა იყო აქ,როგორც მივხვდი,მის სამსახურში.

დერეფანში მოცქრიალე ექთნების გაცისკროვნებული სახეები და ექიმების მხრიდან წამოსული პატივისცემა მის მიმართ უდიდეს ნდობას მიჩენდა..

არ მომცილებია არცერთი წუთით..

მთელი ჩემი ცხოვრება მეშინოდა და გავურბოდი საავამდყოფოს..

მის დერეფნებს ყოველთვის მწარე,მჟავე სიკვდილის გემო ჰქონდათ..

მის გვერდოთ კი,საოცარ სიმტკიცეს ვგრძნობდი და ეს განცდა მომწონდა..

-ერთ საათში იქნება დაჩქარებული პასუხები.-როგორც კი ლაბორანტიდან გამოვდივართ,ლიფტით ნულ სართულზე,ავტოფარეხში ჩავდივართ მას შემდეგ,რაც ლანჩზე უარს ვაცხადებ.

მცირე ნერვიულობა,რაც გულს მიღრღნიდა,მაინც არ მაძლევდა საშუალებას,ბოლომდე მოვდუნებულიყავი.

სალონში ენერგიაგამოცლილი ვჯდები.

მოხრილ ხელს ვშლი და სპირტიან ბამბას ვიშორებ.

ნანემსარი შეფერადებულიყო,შიშზე დამალულ ვენას ძლივს მიაგნო ექთანმა.

აი ტიტეს კი შეეძლო ორ წამში დაედგა სისტემა.

მეცინება იმ დღის გახსენებაზე..

-ერთი წუთით,ლეიკოპლასტი უნდა მქონდეს აქ.-ჩემკენ გადმოიხარა და სათავსო გამოხსნა.

არც კი ვიცი,რამდენი წამი ვიჯექი სავარძელზე აწურული,სუნთქვაშეკრული და გაშეშებული,სანამ ის ნივთებში პლასტერს ეძებდა..

ვგრძნობდი მის სასწაულ სუნამოს არომატს და,

ცხელ სუნთქვას,რომელიც ისევ ფეხებზე მედებოდა და მთლიანად მრევდა.

დაჰყვებოდა მის პიროვნებას რაღაც ჯადოსნური და ეს ჩემზე ისე მოქმედებდა,მთლიანად მავიწყებდა სიფრთხილესა და უცხოს მიმართ დისტანციას.

პირიქით,მთელი ტანი და სხეულში მოძრავი ყველა გრძნობა მისკენ მიილტვოდა და ვიცოდი,ჩემკენ გადმოხრილი ტიტეც ებრძოდა მის თავს..

ამას გახშირებული სუნთქვითა და,კანიდან წამოსული უღმერთო ენერგეტიკით ვგრძნობდი.

-აქ არის!-თითქოს შვებით ამოისუნთქა. უცებ გაიმართა და ხელზე წებოვანი ლენტი დამაკრა.

ცივი თითების შეხებამ დენივით გაიარა თითქოს მთელ სხეულში..

მისი კანის ქვეშ დამიარა ელვამ და რომ შეხედა და იგრძნო,ისე შემრცხვა,

თვალები სად წამეღო არ ვიცოდი.

ჩაეღიმა.

მომაკვდინებლად გაეღიმა და ამიყოლა მეც.

-ტასო!-სავარძელზე გასწორებულმა სუსტად განათებული ავტოფარეხი დეტალურად მოათვალიერა და მხოლოდ შემდეგ შემომხედა..

თვლები კაბადონივით უციმციმებდა..

მწვანე ხასხასა სხვივებში უამრავი მუხტი ირეკლებოდა და მასთან ერთად წამოსული კითხვა..

თანხმობის მომლოდინე სფეროები მთელ სხეულს იკვლევდა და ისე მაფორიაქებდა ტანი ერთიანად ამითრთოლდა და ცხელმა,გავარვარებულმა ვნებამ ერთიანად,წამლეკავად დამიარა..

ღმერთო,

რა ინტიმური იყო ყოველი წამი და რა შეუცნობი ჟინის ძალა..

არსაიდან წამოსული გამბედაობით,

ინსტიქტურად არ ვიცი როგორ,

მაგრამ,

მის მუხლებზე რომ აღმოვჩნდი წამებში,

მერე გავიაზრე,ყინულივით ცივმა ხელებმა რომ ამიზიდა და კომფორტულად დამისვა..

მიმალული,მიჩქმალული შინაგანი ქალღმერთი ჰაერში ტრიალს ასრულებს და გაბადრული სიმღერას იწყებს..

საოცრად ელავდა მისი თვალები ამ წამს,როცა ხელებს წელზე მაწყობდა და ჩემი ტუჩებისკენ მოუთმენლად იწევდა..

უკან დავიხიე..

სახე ისე გამებადრა კეკლუცური ღიმილით,

ტიტეც კი გაოცებული მიყურებდა.

არათუ ჩემი მორცხვი,უცოდინარი და პულს გადამცდარი თავი..

ინსტიქტებს იმ საზღვრამდე მივყავდი,რომელსაც არც არასდროს გადავცდენოდი და,სიმართლე ითქვას,არც კი ყოფილა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში ადამიანი,რომელთანაც იმპულსურ ნაბიჯებს გადავდგამდი და,ეღირებოდა.

-ტიტე!-გამოვაჯავრე,ხმა ისე შემცვლოდა,იმდენი ჟინი გარეოდა ტონებს,კანით კანზე ვიგრძენი,როგორ გაიარა მის სხეულში თითოეულმა ასომ..

ძალიან ნელა დავიხარე მისი სახისკენ და მომლოდინე ტუჩებს ჩემი შევუერთე..

ნელი,თითქოს საუკუნის მომცველი ამბორი ყველა მომაკვდინებელ გრძნობას იტევდა..

სიამოვნების მორევში მივქროდი მასთან ერთად და არცერთი წუთი მიღირდა,შეჩერებად.

მომწონდა როგორ ახანგძლივებდა თვითონაც ყოველ ახალ წამს და როგორ წუწნიდა სისხლმოწოლილ ტუჩებს..

-ღმერთო,საოცარი ხარ!-ისე ჩუმად დასცდა მის ბაგებს,ჰაერში გაიფანტა..

გულამოვარდნილი,სუნთქვა გახშირებული,მის ტუჩებს მოწყვეტილი არეული მზერით დავყურებდი და წარმოდგენაც არ მქონდა სად წამეღო მოჭარბებულად მოვარდნილი ეიფორია.

-გადასკუპდი სანამ დროა.-რომ ვეღარ დავირეგულირეთ პულსი,სიცილშეპარულად ამომხედა.

თვალებში არეკლილი საკუთარი თავი ღიმილით,ციმციმითა და,სიანცით მიყურებდა.

მის კალთაში თავს სანდომიან,სექსუალურ,ვნებიან ქალად აღვიქვამდი.

ეს განცდა პირველი იყო და უზომოდ საინტერესო.

-არასდროს ჩემს ცხოვრებაში თავი ასე არ დამიკარგავს.-საუკუნე გავიდა,სანამ საუბრის ენერგიას მოვიძევდით სხეულში.

უცნობი,მაგრამ,საკუთარივით სანდოტიტე ექიმი ღიმილით მიყურებდა.

არ მალავდა მის თვალებში არეკლილ წმინდა,უსარჩულო აღფრთოვანებას.

ის მარტო არ იყო..

ყველა უჯრედში გაფანტული ენდორფინის ჭარბი ტალღები ზუსტად იგივეს მოწმობდა ჩემგანადაც და ვიცოდი,რომ ხვდებოდა..

არ მიცდია შეფარვა..

თუ ეს ცხოვრება ამ კონკრეტულ წამს არაორდინალურ ქმედებებს მოითხოვდა,ასი პროცენტით მზად ვიყავი,შედეგების გარეშე,მიმეღო.

მალევე,ტოტეს შეტყობინება მოუვიდა და ლაბორატორიაში დავბრუნდით.

კაბინეტიდან გამოსული ფურცლებს წუთით გადახედა,შედეგები გადაამოწმა და ღიმილით ამომხედა.

-როგორც სჩანს,ეს შენი გულის აჩქარებები ნამდვილად ჰორმონების ბრალი ყოფილა!-თვალს მაცდურად მიკრავს და დერეფანს ვტოვებთ.

-ანუ,მართლა მენოპაუზა მეწყება?!-გონება ისე მქონდა გაფანტული,სხეულში ნუნი ჩამისახლდა და ისეთი აფსურდი დავახეთქე ნერვიულობისგან,ტიტე მოსასულიერებელი გამიხდა,სანამ ექიმის კაბინეტში შევედით.

-სერიოზულად რა ტიტე,მოვკვდი ნერვიულობით!-ალბათ მართლა სასოწარკვეთილი გამოვიყურებოდი,უცებ შეწყვიტა სიცილი და სითბოჩაღვრილი თვალებით არულიად განმაიარაღა.

-ყველაფერი წესრიგშია ტასუ,უბრალოდ ჭარბი ენდორფინების მოზღვავებისას,გული გიჩქარდება.მთავარია ორგანიზმი მიეჩვიოს ეიფორიას. ან,უბრალოდ,მოერიდე იმას,რაც გულს გიჩქარებს.-ხმა უსერიოზულდება,მაგრამ,თვალებში მაინც იმდენი ეშმაკი უხტის,სახეს ვერ უყრის თავს.

-ძალიან კარგი,გამოდის ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.-არც მე ვაკლებ და უცებ ისეთ გამომეტყველებას იღებს,უკვე მე ვეღარ ვსუნთქავ სიცილით.

-მაგისთვის მოგთხოვ!-წინ გაბზეკილი საჩვენებელი თითით მოჩვენებით მემუქრება და ფართე ღიმილს არ მალავს.

უფრო მნუსხავს.

გულს უფრო მიჩქარებს.

-ნელა იყავით ტიტე ექიმო,ისევ თქვენი მოსაბრუნებელი გავხდები!-სანამ აკაკუნებს,ყურში ძალიან ჩუმად ვეუბნები და სახეზე შეყინული ემოციებით ზურგსუკან ვიტოვებ.

გამარჯვებული ღიმილით ექიმს წინ შედეგებს ვუდებ და ვცდილობ განვლილი გონებიდან ამოვიგდო,რომ კონცენტრაცია შევძლო.

როგორც ამოვიკითხე-ნესტანი ექიმი დეტალურად მიხსნის ყველა ნიუანსს.

ტიტეს სიტყვებს ამყარებს. აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში მქონდა,

თუმცა,ეს უცაბედი პულსის აჩქარება და თან ასეთი სიჭარბით,ისევ პასუხგაუცემელი იყო.

მოსაცდელში კედელთან აკრულ ტიტეს უკვე დამშვიდებული ვუბრუნდები.

-თუარ შეწუხდები,იქნებ მიმასწავლო,სად დავფარო ხარჯები?!-სანამ დავიძრებით,ვეკითხები.

ვერ ხვდება უცებ რას ვგულისხმობ,ისე გამომხედა,დავეჭვდი,რამე ხომარ მეშლებათქო.

-ანალიზების და კონსულტაციის თანხა ტიტე!-ვუმარცვლი.

ოცდება.

სახეზე წამებში უამრავი ემოცია ეცვლება და ბოლოს წარბებს კრავს.

-ეგ მეორედ არ გაიმეორო ანასტასია..თავს შეურაცხყოფილად ნუ მაგრძნობინებ,გთხოვ..-ყველანაირად უარყოფს ჩემს აურაცხელ მოთხოვნას,თხოვნას,მკაცრ გაფრთხილებას და ბოლოს,ფარხმალს ვყრი.

აზრი არ ჰქონდა.

მაღალი სხეული ჯიქურ მიიწევდა ავტოფარეხისკენ და მეც,ხელჩაკიდებულს,მიმიყოლებდა.

-ასე არ შეიძლებ!-ხელები გულზე დავიკრიფე და არც კი გამიხედავს მისკენ,ისე დავიძარით.

-ეს მე ჩაგწერე ექიმთან,შესაბამისად,შენ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები!-უკვე მეოთხედ მიმეორებს,თუმცა,მაინც არ ვცემ ხმას.

სახლში მისვლამდე,თავს ათასჯერ ვაიძულე,მისკენ არ გამეხედა და,არ დავნებებილიყავი..

-ტას..-სადარბაზოსთან შევჩერდით.

მომიბრუნდა.

მთელი ტორსით შემოტრიალდა და რაღაცნაირი,ნაღვლიანი,სევდით სავსე მზერით შემომანათა მისი მწვანე,ხასხასა თვალები..

-დღეს ღამე მორიგე ვარ და ზეგამდე სამწუხაროდ ვერ გნახავ,გთხოვ,ნუ მაფიქრებ,რომ გაგაბრაზე.. ჯავრად გამყვება..-იმდენად გულწრფელი იყო,გული ერთიანად გამილღვა..

ძალიან მკრთალად გავუღიმე..

მოვეშვი თუარა,სალონში კვლავ დაბრუნდა ის ძველი,სულისშემხუთველი ენერგეტიკა..

გაივსო ჰაერი მუხტით.

წამში ამომიტივტივდა გონებაში წეღანდელი,ზუსტად ამ სალონში,ამ სავარძელზე დატრიალებული ცეცხლი და,სუნთქვა შემეკრა..

ღმერთო,მთელ მანქანაში ისმოდა ჩემი გულის ცემა და აჩქარებული პულსი.

-არადა,დედაჩემმა გამაფრთხილა,შენი ბრალია მისი არითმიაო.აბა მითხარი,როგორ ვაიძულო თავს,ისე გაგიშვა,რომ დღის ბოლო კოცნა არ გავიყოლო?!

-დედა,ვინ?!-თვალები ლამის გადმომცვივდა.

წამში ინანა ტიტე ექიმმა ნათქვამი სიტყვები.

სიცილგაპარულსახეზე ხელები ფარად აიკრა და ჭუჭრუტანიდან გამომხედა.

პატარა,თითისტოლა ანც ბავშვს გავდა.

-გთხოვ,არ მომკლა!-ერთი გადახარხარება ალბათ ყველაფრად უღირდა,მაგრამ,ზუსტად ვიცოდი,იმდენი რისხვა მოდიოდა ჩემგან,უკან დაიხია.

-ქალაქში საუკეთესო ექიმია,ტასი,რა ჩემი ბრალია?!სხვას შენს ჯანმრთელობას ვერც ვანდობდი!-თავი კი იმართლა,მაგრამ,მაინც ვდუღდი.

-კიდევ რას მეტყვი აბა?! სამი თვის წინ ფეხი გადავიბრუნე და,წვიმის დროს მტკივა,ვისთან ჩამწერრდით ?!-სად და რას მივედებოდი,ღმერთმა უწყის,ნერვები ელვასავით იკლაკნებოდა თავში და ეს პულსი უკვე მივარდებოდა.

-მამაჩემი ტრავმატოლოგია,ანასტასია,შეიძლება მცირე ბზარი გქონდეს,მაგრამ,საყურადღებოა მაინც,რითი იმკურნალე?!რენტგენი გადაიღე?!ერთიდან ათამდე დაახლოებით რა ბალზე გტკივა ხოლმე?!-იმდენი კითხვა მომაყარა,ვეღარ გავიგე,რომელზე გავბრაზებულიყავი.

დედამისი?!

მამამისი?!

იქნებ დაც ჰყავდა პედიატრი და ტაში,ოჯახი იყო თუ გადაუდებელი დახმარება?!

სულ ავიჭერი.

გაცეცხლებული მანქანიდან გადმოვედი და კარები ძლიერად მივხურე.

ღირსია,

გვარში მანქანის ხელოსანიც ეყოლებოდა,მიხედავდა რამე თუ დაზიანდა.

ასე ერთად და ცალცალკე ისე გამაცხარა,

კანი მეწვოდა.

გადმოვიდა ავტომობილიდან,მაგრამ,ხელის ერთი ჟესტით შევაჩერე და მესამეზე სულამოუთქმელად ავირბინე.

უკვე შებინდებული იყო და ვიცოდი,ნუნი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა..

-მოხვედი?!-შევედი თუარა,მრგვალი,თბილი და ბევრი ნუგეშით სავსე მზერა შემომანათა..

გავლღვი ცოტა..

გავუღიმე.

-ყველაფერი კარგადაა ნუნი,იდეალური ანალიზები მაქვს,მხოლოდ,თურმე,ეს გადაჭარბებული ემოციების ფონი იყო და,რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვნახო ტიტე ექიმი,თუარ მინდა გულმა შემომიტიოს!ასე მითხრა ვაჟბატონის დედამ! კარგი,არ უთქვამს,მაგრამ,მას ხომ უთხრა?! კარგი,არც მისთვის უთქვამს მსგავსი რამ,მაგრამ,სამაგიეროდ,თურმე,ამასწინ ფეხი რომ გადამიბრუნდა და ნიგოზს ვიდებდი,ტრავმატოლოგთან უნდა მივსულიყავი,თან აგერ ახლოში მყოლია,ტიტეს მამა და,უი,შეიძლება კიდევ ჰყავდეს ვინმე გვარში,ექიმი და რავიცი ნუნუ,რამე ხოარ გტკივა შენც?!ტიტე ექიმი სრულიად უფასოდ შემოგატარებს მთელ საავადმყოფოს და არც კი თეთრს არ გადაგახდევინებს!-ისე მივაყარე ყველაფერი,გული ამიჩქარდა და თავბრუ დამეხვა..სააბაზანოში გავედი და უკან ადევნებულ სახეგაფითრებულ ნუნის ვეღარც შევხედე.

ცხელ ხელისგულებს ცივ წყალი შევუშვირე ცოტა რომ დავმშვიდდე და არ გავფრინდე.

-ტას,კარგად ხარ?!-გულწრფელად ღელავდა,

ნიჟარასთან დახრილს გრილი ხელისგულები ზურგზე ჩამომისვა..

-მას ძალიან კარგი დედა,ალბათ კიდევ უფრო კარგი მამა და,ოჯახი ჰყავს ნუნი.. იცი,როგორ უსიტყვოდ,მხოლოდ ერთი შეხედვით ესმოდათ დედა-შვილს ერთმანეთის?! -გულმა რომ ვეღარ დაიტია,მიკიბულ-მოკიბულს და,ხავსივით მოჭიდებულ ტყუილ მიზეზებს,გულში რომ ეგოისტურად ჩავიხვიე,მწარედ,ნუნისთან ამოვიღე..

ვერ შევხედე საკუთარ თავს სარკეში..

არ მიყვარდა,როცა ვტყდებოდი და,

იმ ჩემ,დამსხვრეულ და,მიტოვებული ბავშვის რეალობას ვუბრუნდებოდი..

შემობრუნებულმა სხირტლაძეს გაშლილ ხელებში ჩავიკარგე და სულ ცოტა ხნით,თავს უფლება მივეცი ეგოიზმი გამომედევნა..

ის იდეალური იყო..

ტიტეს ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა და,

მიუხედავად იმისა,რომ არც არასდროს დამუფლებია შურის განცდა,

ამ ერთ წამს,გული მტკიოდა ხოლმე..

პატარა ასაკში დატოვებული ბავშვისთვის,ხანდახან,ალბათ,საუკუნეში ერთხელ,ოჯახის მოსაკლისება საჭირო იყო..

მხოლოდ ის მაღელვებდა,ამ ჩემს აღელვებას ისიც რომ შეესწრო,და თან ისე,რომ

წარმოდგენაც არ ჰქონდა,გული რაზე მეტკინა..

-ხანდახან უნდა მისცე სხვასაც საშუალება,შენზე იზრუნონ,ტას..შენ არ ხარ ცუდი,შენ არ ხარ არასასურველი..

შენ გიყვარს ყველა,ყველას ეძვირფასები შენც..

მხოლოდ უნდა მიეჩვიო,რომ შეიძლება ხანდახან ვიღაც გამოჩნდეს,ვისაც შენზე ზრუნვა მოუნდება და,უნდა ადროვო..

კარგი?!

ვერ ვუპასუხე..

სახლში მარტო დარჩენილი მთელი ღამე ისე გადავათენე,

გონება ერთი წუთითაც ვერ გავთიშე..

საკუთარ თავს,ტიტესთან ერთად,ვადანაშაულებდი და თან ვიცოდი,სწორიც ვიყავი!

მახსენდებოდა მასთან ერთად გატარებული სიგიჟის ყოველი წუთიც და წარმოდგენაც არ მქონდა,

რა გზას ვადექით..

ფანჯრებში ნოემბრის სუსხისგან დაორთქლილ მინებს ვუყურებდი,

ჩემ თვალწინ რომ გაიცრიცა ღამე და მას,

ისევ უცხო ნომრიდან მოსული რამოდენიმე შეტყობინება მოჰყვა,ერთდროულად..

პირველ წაკითხვაზე გაოცებული დავყურებდი სიტყვებს.

მერეზე გამეღიმა.

მესამედ რომ სიტყვასიტყვით გადავიკითხე,ათი წუთი სულმოუთქმელად ვიცინოდი.

ენერგია მთლიანად რომ გამომეცალა და ჩავჯექი,მეოთხე წრეზე თვალებამღვრეული ვიზეპირებდი ყველა ბგერას….

ის მეცნობოდა..

“კიდევ რას მეტყვი”-ზე წერტილმძიმით მპასუხობდა და,მგონი,იმ საფეხურზე დავდექით,რომელსაც ასე ერთიანად გადავახტით და,თან,ასე სასიამოვნოდ.

სახელი-ტიტე

გვარი-ნოზაძე

ასაკი-31

პროფესია-ღმერთმა უწყის,ყველაფერს ვედები,მაგრამ,ახალი სიცოცხლის საკუთარ ხელებში დაბადება,მაინც სხვა განზომილება მგონია,ამიტომ გინეკოლოგია ბოლო წერტილი.

ოჯახური მდგომარეობა-დაუოჯახებელი,მაგრამ,გავიცნობ გოგოს,მაღალს,ტანწერწეტას,თაფლისფერ თვალას,ჰორიზონტამდე სე*სუალურსა და ვნებიანს,ყველაზე გულჩვილსა და ისეთ ბრაზიანს,რომ მთელი დღე მოსვენება დამაკარგვინოს და საკუთარი თავი ძალიან გამაკიცხინოს,რომ გავანაწყენე.

ჰობი-პულსის გასინჯვა ერთადერთისთვის.

ბნელი მხარე-გრაფიკი,თავდაჯერებულობა.

ნათელი მხარე-ხვდები ხომ?!ბნელ მხარეს ახედე!

მიზარი-რომ შემოვირიგო ის,ვისაც ვაწყენინე და,ხვალ,სამსახურის შემდეგ,შეხვერდაზე შევითანხმო.

მიზეზი-ხანდახან ვაჭარბებ ხოლმე,ტასი,აქ ბევრ რამეს ვხედავ..სულ ვცდილობ,ყურადღება არ გამეფანტოს და რამე არ გამომრჩეს.. მეუბნებიან,ზედმეტად ზრუნავ გარშემომყოფებზეო და,არადა,თუ ეს ბუნებრივად არ მექნა გონებაში,რა მინდა ამ პროფესიაში?! მაპატიე დღევანდელი,ალბათ დაგაშინე,ალბათ გადავაზედმეტე ..

დავიწყოთ?!

მწერდა.

გული მომეწურა..

ისე ავღელდი,ვიგრძენი,პულსი გალაქტიკას სცდებოდა.

დიდხანს დავყურებდი შეტყობინებას..

უამრავჯერ წავიკითხე და ათასჯერ გამეღიმა..

-მზად ხარ არაორდინალურ,ცოტა ბიპოლარულს,ცოტა დეპრესიულ,ცოტა შიზოფრენიკ პაციენტს გაუმკლავდე ტიტე ექიმო?! -ღიმილით მივწერე დიდი ხნის შემდეგ პასუხი..

მერე რა,თუ ყველა ბნელ მხარეს მალავს ხოლმე ადამიანი და ეტაპობრივად ავლენს ურთიერთობაში?!

ჩვენ იმდენად თავდაყირა დავიწყეთ,

ჩვეულებრივი არც არაფერი ყოფილა..

მითუფრო,მინდოდა,ზუსტად ისეთი მივეღე,როგორიც ვიყავი..

-მზად ვარ!-ზუსტად ერთ წუთში მომივიდა პასუხი..

ავტორი: ტასუნა

24.06.23

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პულსი. მეორე თავი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება