პულსი. მეოთხე თავი.

-“გავაღო გასაღებით კარები,დავაკაკუნო,დავაბრახუნო თუ გაიპარეთ ძილში და შემოვანგრიო საერთოდ?”-საათის გაღვიძებული ვიყავი,თავს უკეთ ვგრძნობდი,სამზარეულოს ბარის სკამზე გათიშული ვიჯექი და თავს ვაიძულებდი,ოთახში ტიტესთვის რომარ მედარაჯა,ნუნის შეტყობინება რომ მივიღე.

უპასუხოდ გავუღე,უხმაუროდ.

ტუჩებზე თითი მივადე,ყვირილით რომ არ შემოსულიყო და ვანიშნე,ოთახში ტიტეს რომ

ეძინა.

-დედა,რა ეღირსა ჩვენს სახლს ხვდები?!-სამზარეულოში შევიპარეთ და წყალი დავუდგი ყავისთვის.

დაღლილი იყო,თან ისე მოთიშული,მეტი კომენტარის თავი არც კი ჰქონდა.

-როგორ მოგასულიერა,ჩამაწერინოს ერთი რეცეპტი შენმა ექიმმა.-სულ ტყუილად ვიფიქრე რომ დანებდა,უბრალოდ ყავა სჭირდებოდა ენერგიის აღსანდეგან.კი დავუბრიალე თვალები,მაგრამ,შეპასუხება ვეღარ მოვასწარი,თავზე იმწამის გაღვიძებული ტიტე დაგვადგა და დავდუმდით.

მომიახლოვდა..

შუბლზე გრილი ხელის გული დამადო და კმაყოფილმა გამიღიმა.

-თავს როგორ გრძნობ? სუსტად ხომ არ ხარ? 

-უკეთ,რა შედარებაა.. ტემპერატურამ დამიწია,სისუსტე მაქვს,თუმცა აუტანელი არაფერია..-გადამდები ღიმილი სახეზე მეც მედება და ვიბადრები..

სულ სხვაგვარი იყო ამწამს..

ჩვენს პატარა,მოცუცქნულ სამზარეულოში მთასავით გამართულიყო.

თმები სასაცილოდ არეოდა და სახეც თითქოს დამშვიდებოდა.

თვალებში ისევ კაშკაშებდა მისი ვარსკვლავები..

მისთვის ყავის გამზადება მინდოდა,მაგრამ,არ დამანება. თავად მოიმზადა და ბარის მაგიდაზე ჩემს გვერდით დაჯდა..

მაქსიმალირად ვცდილობდი ნუნის ალმაცერ მზერას გავქცეოდი,თუმცა,სახეზე იკითხებოდა ყველა ფიქრი,რასაც გაივლებდა და ყველა უთქმელი სიტყვა.

-ტიი.-ცოტა ხანში,ჩვენს სტუმარს გაუბრუნდა თვალების ფახულით და ლამის დამახჩო,მისი სახელის შემოკლებული ვარიაციით.

ძლივს ამოვისუნთქე,ცხელი ყავა გულზე დამადგა.

-კარგ ხელოსანს ხომ ვერ მირჩევ? მანქანაზე სამუხრუჭე სისტემის შეცვლა მინდა,სანამ ცოცხლები ვართ.

-მყავს ადამიანი,რომელიც ძველ მოდელებს აკეთებს და წესით ხუნდებიც უნდა ჰქონდეს .დაყენებასაც არ დაგვზარდება.დავრეკავ და გაგირკვევ უკეთესად.-აივნისკენ მიდის და წარბშეხრილ სხირტლაძესთან მარტო მტოვებს.

-გაიგე რა აკადრა?! არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ,ჩემი გული რომ მოიგოს!-მაინც იპოვნა თივის ზვინში ნემსი.

მეცინება მისბგულუბრყვილობაზე.

-დროა სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ ნუნი.წელს აუცილებლად შევცვალოთ,ცოტცოტას მოვიკლებთ და,ზაფხულისთვის იქნებ ისეთ მანქანასაც შევწვდეთ,უსაფრთხოების ბალიშები ყოველ მუხრუჭზე რომ არ ეხსნება.-ტიტეზე თუნდაც მოჩვენებით რომ ბრაზდება გულზე ძალიან მხვდება.

სამზარეულოში დაბრუნებული ნუნის რამდენიმე კითხვას უსვამს და პარალელურად,ტელეფონით საუბრობს.

რა ვქნა,ამწამსაც რომ ძალიან მომწონდა..

-საქმიანი მზერით,მოქუფრული წარბებით,დაწყობილი ტუჩებით..

-კარგი,დუდა,ნახევარ საათში გამოგიყვან,მოსულა?!-საუბრის დასასრულს თიშავს და სხირტლაძეს უბრუნდება.

-აქვეა სახელოსნო,წავიყვან და გვიანობამდე მოგიყვან.-შარვლის ჯიბიდან მისი მანქანის გასაღებს იღებს და ბარზე დებს.-თუ დაგჭირდეს მანამდე,ჩემი წაიყვანე.კარებისკენ ბრუნდება,კმაყოფილი ნუნი თავს თანხმობით უკრავს და მგონი,ურიგდება..

უკან მივყვები..

მის ტყავის ქურთუკს ვაწვდი და ვუყურებ,როგორ იწესრიგებს თავს ჩვენს სარკეში..

კარგად გამოიყურებითქო,მინდა ვუთხრა,მაგრამ,ვერ გავბედე..

მონუსხულივით ვუყურებდი და ღიმილს ვერ ვიკავებდი..

წარმოუდგენელი სითბო,რომელიც მისი დანახვისას მეღვრებოდა სხეულში,ძალიან სასიამოვნო და მიმზიდველი იყო..

მიახლოვდება..

ისევ მის მაისურში,მის არომატში ვიყავი გახვეული..

ცივი ხელის თითები ახურებულ ღაწვებზე თბილად ჩამომატარა და უღმერთო ნუგეშით შემომხედა..

არ ვიცი,სად იტევდა ამდენ განცდას,

ამდენ მუხტს,

ამდენ ვნებასა და ,

უჰორიზონტო ზრუნვას..

ვიგრძენი,პულსი როგორ წამებში გამიორმაგდა და, ყოველგვარ საზღვარს გასცდა,ჩემკენ რომ დაიხარა და სულ

ერთი წამით მეამბორა მის მომლოდინე ბაგებზე..

სასწაული იყო..

ამაზე თბილი,ბევრი განცდის დამტევი არცერთი ჩვენი კოცნა არ იყო..

-შეეცადე გარეთ არ გახვიდე ტასი დღეს,მოერიდე.. თურამე დაგჭირდეს,დამირეკე.. ახლა ცოტა დასუსტებული გაქვს ორგანიზმი და,თუ ნაკლებად შეგცივდება,უკეთესია.-გასვლამდე კიდევ ერთხელ მემშვიდობება დროებით და მტოვებს.

არ ვიცი რატომ ვიდექი რამდენიმე წუთი ასე ღია კარებში..

რატომღაც გონება ისევ მის ამბორზე იყო კონცენტრირებული და ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო.

-აიკიდებ შენ ამ ორპირში ფილტვების ანთებას და მერე რაღა წამოგაყენებს ლოგინიდან,თუ ასე მოგიწვა ხოლმე გვერდით.-ოცნებებში წასულს ,რა თქმა უნდა,ნუნი ცივ წყალს მასხამს და კარებს ხმაურით კეტავს.

როდის მოასწრო ჩაცმა?!

მთლიანად გამოეცვალა და ისე იყო შეფუთული,ძლივს ჩანდა.

-ჰე ახლა,ბევრი დრო არ გვაქვს,მოიცვი და წავიდეთ ჩვენც სახელოსნოში. -საერთოდ არაადეკვატურობას მიცხადებს.

-დამცინი ნუნუ?! წასვლა თუ გინდოდა,გაყოლოდი თავიდანვე!-კი შევედავე,მაგრამ,უკვე გრძელი დუტის კურტკა მეცვა და ქაშმირის კაშნეც ყელზე მჭიდროდ შემოვიხვიე.

-მერე ვინ გაისეირნებდა ტიტეს მანქანით?!-წარბები სასაცილოდ ამითამაშა და ფეხზე ჩაცმაც არ მაცალა,გავარდა გარეთ.

სანამ სახლს ჩამოვუარე,ყველაფერი გავთიშე და ჩავედი,ნუნის უკვე ერთი წრე დაერტყა ჩვენი ქუჩისთვის და გაცისკროვნებული დამხვდა.

-ამ ბიჭს რომ დაშორდე,საკუთარი ხელებით მოგკლავ იცოდე!-აღტკინებულმა მუსიკას ბოლომდე აუწია და ძრავის ღმუილით გავარდა გზაზე.

-არა,რანაირად უნდა მიაგნო სახელოსნოს რა საინტერესოა.

-დამცინი ტასუნა?! შენი აზრით ქალაქში რამდენი დურმიშხანი იქნება?! -სიცილით დაგმომხედა სხირტლაძემ.

-რა დურმიშხანი,ნუნი ,დუდა ქვია ადამიანს.

-ხო აი მაგასაც ისე ერქმევა დუდა,როგორც მე მქვია ნუნი.-კი გამეცინა,მაგრამ,დაახლოებით 40 წუთში რომ ზუსტად ამ დუდას მივადექით,ხელები დანებების ნიშნად ავწიე და დედუქციის ღმერთი კიდევ ერთხელ ვაღიარე გამჭრიახობაში.

შეიფერა,უნდა ითქვას.

მანქანა პარკინგზე მიაყენა და ხმაურზე გამოსულ ყბაჩამოვარდნილ ტიტეს გასაღები ხელებში გამარჯვებულის ღიმილით ჩაუდო.

-გეფიცები,არაადეკვატურია. მე არაფერ შუაში ვარ.-თავი დავიძვრინე.

ჩემკენ წამოსულ ტიტეს დამორცხვებულმა ავხედე და დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით მთელი სახით გავუცინე.

-არავის უჯერებ არა?!-სულ ერთი წამით კი შემომხედა შეკრული წარბებით,მაგრამ,სახე ვეღარ გააკონტროლა..

თვალებიდან უზღვავი სითბო წამოუვიდა და,ხელებმაც მარტივად იპოვნეს გაყინული თითები..

-გამარჯობა,მე ანასტასია მქვია და ჩემი სახელი ჯიუტს ნიშნავს -ნუნი უჯვე შიგნით შესულიყო,ამიტომ, თამამად ავხედე თვალებში ჩამდგარი აურაცხელი ცეცხლით..

-ჰოო?!-წარბები ალმაცერად აზიდა და ჩემკენ დაიხარა..-შემდეგში შევეცდები ისეთ მდგომარეობაში დაგტოვო,სიცხიანმა ყინვაში ააღარ იარო! -ცივ თითებს გავარვარებულ ტუჩებზე მატარებს და მთლიანად მშლის.

ღმერთო,რას მიშვება..

-ჰოო?!-არც მე ვრჩები ვალში.. ტუჩებზე ყინულივით მოწებებულ თითზე ცხელ ენის წვერს სულ ერთი წამით ვახებ და ნეტარებით ვკვდები,ჩემ თვალწინ რომ მთელ სხეულში ვნება უვლის..

სახე უნათდება..

ტუჩებისკენ ელვისებურად იხრება და მის ლოდინში გაცხარებულ გულს ნიაღვარივით ასხამს მოვარდნილ აღმაფრენას..

ღმერთო,რა მომთხოვნი,შმაგი და ჟინით სავსე იყო მისი ტუჩები..

კანზე ცეცხლი მეკიდა..

მის თმებში ჩაფრენილს მხოლოდ ის მინდოდა,არასდროს დაესრულებინა და უსასრულოდ გაგრძელებულიყო წუთები.

-თავს მაკარგვინებ,ტასი..-გულის დამშვიდებას ცდილობდა შუბლზე მოყრდნობილი რამოდენიმე წუთი,რომ გავჩერდით..

-მგონი,დედასთან ვიზიტი არ გაწყენდა.-ჩუმად მიპარულმა მაჯაზე პულსი გავუსინჯე და გამეცინა,იმდენად შეურაცხადივით ამომხედა.

ეს დაძაბულობა რომარ გამემუხტა,მოვკვდებოდი.

ვეღარ ვუძლებდი გულის ცემას და აჩქარებულ პულსს.

-კო*სიზი დაგვხატავდა ახლა..-ვეღარ გავჩერდი.

სიცილისგან ოთხად მოვიკეცე და საბოლოოდ დავარწმუნე ტიტე,რამდენად არაორდინალურ ადამიანთან უწევდა შეგუება.

-მკვდარზე ვენოკია ,ამწამს დიაზე*ამიც არ დაგვაგდებდა,გეფიცები.-ისე ბუნებრივად ამყვა,მესიამოვნა..

მასაც სჭირდებოდა დამშვიდება და ფიქრების გაფანტვა.

-დასაგდები ვისაც აქვს,იმან იჯავროს, მე კი ვარ მშვენივრად.-კი ვეცადე ხმაზე არ დამტყობოდა,მაგრამ,მაინც გამეპარა ნოტებში არშიყობის ბგერები..

წამებში დაუმუქდა თვალები,

აუციალდა სფეროებში ათასი გრძნობა,მაგრამ,მოთოკა თავი..

ვერც კი დაითვლიდი იმდენი ეშმაკი დაუხტოდა მწვანე,ხასხასა მინდვრებში.

გამიღიმა,

სასწაულად უხდებოდა ზუსტად ეს სახე..

მოფლირტავე,მოალერსე და ამავდროულად,ძალიან ბევრი რიდისა და ნაზი გრძნობების გამომხატველი..

-შედი იმათთან,თორემ,დარწმუნებული ვარ,მოკლული თუარა,სიცოცხლის სურვილწართმეული მაინც ეყოლება უკვე ნუნის დუდა.-სახეზე ძალიან რბილად,ძალიან ნაზად,თითქმის ჰაეროვნად,მხოლოდ სამი წამით მეფერება..

რადიკალურად სხვას ყვებოდა მისი ყველა გამოხედვა ახლა..

ცეცხლი მთლიანად ჩამქრალიყო და მისი ადგილი თბილ განცდებს დაეკავებინა..

არ ვიცი რატომ,მაგრამ,ამწამს ისე მომინდა მის გულში გავხვეულიყავი,ვეღარ მოვითმინე..

ზურგზე ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და მის გულს დავუდარაჯდი..

ჩამშვიდებულიყო..

თითქმის რიტმულადაც კი ცემდა..

პულსი მის ფარგლებში მოექცია..

-ტასი..-გულშიჩაკრულს თავი კისერში ჩაერგო და ყურთან ძალიან ხმადაბლა ამოილაპარაკა..

გავირინდე..

სუნთქვაც კი შევწყვიტე..

-ყველა წმინდას გეფიცები,პირველად ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ.. ეს საოცარი განცდაა..წარმოუდგენელი..

გულს მიშლიდა..

მის სულში მახედებდა..

ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ..

ეს მხოლოდ ვნება არ იყო.

ჩვენ სადღაც სულიერ დასალიერში ვერთდებოდით და,იმ პაწაწინა იმედს ვქმნიდით,რომ გვჭირდებოდა..

ტიტე პატარა სხივი იყო..

ბნელი შინაგანის ფერადი გამოსხივება..

წამების შემდეგ ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ მაიძულა გავცლოდი..

ნუნი იყო..

არაადეკვატური სხირტლაძე.

-“დავბერდი ტასო,გაჩნდა უკვე ბავშვი”

მივარდნილი ,უკაცრიელი ადგილის შთაბეჭდილება კი დატოვა ავტოფარეხმა,მაგრამ,შიგნით შესულმა სულ სხვაგვარად აღვიქვი სიტუაცია.

კეთილმოწყობილი,სუფთა და ახალთახალი ხელსაწყოებით სავსე შემობაში ათამდე ძვირადღირებული ვინტაჟური მანქანა იდგა და,მათ გვერდით,ნუნის ბერიკაცი ასანთის კოლოფივით გამოიყურებოდა..

ჰიდრავლიკურ ამწეზე შეყენებული ჩვენი მოხუცებული საბურავების გარეშე საერთოდ საცოდავად სჩანდა და გულსაკლავად ღრჭიალებდა.

სხირტლაძე დაახლოებით ტიტეს ასაკის ბიჭს გვერდით კეკლუცურად ამოდგომოდა და მის ყოველ მოქმედებას გაფაციცებით აკვირდებოდა.

როგორც მივხვდი,დუდამ კეთილგანწყობით ჩამომართვა ხელი და გულთბილად მომიკითხა.

-ტიტეს გადაეცი,წვერი დაიდაბლოს თორემ სახის კანს მოგისპობს და არამგონია,იმდენი დედმამიშვილი ჰყავდეს,დერმატოლოგამდეც ჩასულიყვნენ გვარში.-საქმეში გართული ბიჭები რომ დავტოვეთ და მოშორებით სკამებზე ჩამოვჯექით,ნუნიმ შეკავებული სიცილით გადმომხედა.

კი გავუცვალე გაბრაზებული მზერა,მაგრამ,აზრი არ ჰქონდა,

სახეზე ფერი გადასდიოდა და ფხუკუნისგან უკვე იხჩობოდა.

-კაქტუსია თუ სახეხი ღრუბელი?! სანამ თელიასთან რიგი მოგვიწევს,მანამდე არ შემოაკვდე გევედრები!-ხარხარიდან ჭიხვინზე გადავიდა სხირტლაძე და მერე ისე ახროტინდა,მხრებში გემრიელად ვუთავაზე.

ამოვიღე ჯავრი.

მესამე მორტყმაზე უკვე გადაფითრდა და ხელები აწია.

-დადუმდი ნუნუ,თორემ საფლავს გაგითხრი აქვე! 

-ტიტემ იცის მაგაზე წამსვლელი რომ ხარ თუ ჯერკიდევ უცოდველი კრავი გონიხარ?!-არ ასვენებდა გამჩენი.

-მივალთ ჩვენ სახლში! -მუქარით წამოვუჭიმე საჩვენებელი თითი,მაგრამ,მაინც აგრძელებდა რამოდენიმე წუთი ხითხითს.

დაახლოებით,ორ საათში უკვე ნუნის მანქანა ბევრი კაკუნისა და ჭრახუნის შემდეგ მიწაზე იდგა და ახალ მუხრუჭებთან ერთად უკანა სტოპიც ჰქონდა.

თვალცრემლიანი გამოვაყენეთ გზაზე მანქანა.

არ გვჯეროდა.

გასავარჯიშებლად რამოდენიმეჯერ მკვეთრად დაამუხრუჭა ნუნიმ.

მადლობა ღმერთს,უსაფრთხოების ბალიშები აღარ გვქონდა სალონში,ერთი წლის წინ ყვითელზე გაგვეხსნა და ზუსტად მაშინ მკურნალობდა ნიშადურისგან დამწვარ სახეს სხირტლაძე თელიასთან.

-საუკუნის საქმე გაკეთდა დღეს რომიცოდე ტიტე!-მანქანაზე მიყრდნობილები დუდას და ნუნის ველოდებოდით.

ჩვენგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით საუბრობდნენ და თვალს არც ნუნის ნაზი სახე და დუდას ინტერესიანი მზერა გამორჩენია..

ჩამეღიმა..

ტიტე ექიმმა ტემპერატურა ისევ მომისინჯა და ამჯერად,ტუჩები მომაკრო გრილ შუბლზე.

-კარგი გოგო ხარ!-პატარა ბავშვივით მომეალერსა,რომ დარწმუნდა,კარგად ვიყავი და უფრო მიმიკრო.

გამათბო.

მიწურული ნოემბრის მსუსხარე ღამეს მისი მკლავები მზეზე მეტად მათბობდა და მწვავდა..

-ტიტე..-ცოტა ხანში ავხედე.. სანთელივით ჩამოღვენთილი ნუნის მაცქერალს გამახსენდა და ინტერესით ვკითხე.-დუდას მართლა დურმიშხანი ქვია?!

გადაფითრდა,

მომენტალურად გაწითლდა და ათასი ფერი დაედო სახეზე..

უნდოდა მთელი ხმით გაეცინა ,მაგრამ,ხველებას ვერ მორჩა.

მოსაუბრე წყვილმაც კი გამოგვხედა და ჩვენკენ დაიძრნენ.

პასუხი ვერ მივიღე.

ისე დავიშალეთ,

სახლმადე ისე მოვედით,ეს ინტერესი ვერ ჩავიკალი.

ჩვენი ზარმაცა ავტოსადგომზე მყავად გავაჩერეთ და უკან იმწამის შემოსულ ტიტეს მივუახლოვდი.

ნუნიმ მარტო დაგვტოვა.

მას შემდეგ,რაც თეთრი არ გადაახდევინა დუდამ,პირობა ჩამოგვართვა ყველას,რომ ერთ თავისუფალ კვირას შევიკრიბებოდით ბარში და ტიტესთან ერთად,დუდას ვალსაც გავანულებდით.

-ხვალ მე წაგიყვან სამსახურში ტასი,თუ ისევ შეგცივდება და შეგაბრუნებს,მერე პულმონოლოგთან მოგვიწევს ვიზიტის ჩანიშვნა და აქედანვე გაფრთხილებ,ჩემი უფროსი და არის ამ სფეროში პირველი!  

ხომ ვთქვი?!

არა,ზუსტად ეს არ ვთქვი?!

კი წამოვენთე და გავიკვანძე ჰაერში,მაგრამ,უკვე აზრი არ ჰქონდა,თუნდაც ბიძია-ბიცოლები ჰყოლოდა საავადმყოფოს უფროსები,არ მადარდებდა.

სხვა თუარადაფერი,იმის გარანტია მაინც მექნებოდა,სიცოცხლეს ჯანმრთელად დავამთავრებდი ასი წლის შემდეგ.

დავემშვიდობე..

პულსი აღარ ავიჩქარე,

წვერწამოზრდილ ღაწვებზე ნაზად ვაკოცე და წამოვედი.

უკვე შუა ღამე იყო.

დაღლილი,გამოფიტული და ყველა გრძნობა გამოტარებული ვიყავი.

ნუნის ჩემს საწოლში ჩაცმულს ჩასძინებოდა.

ცხელი შხაპის შემდეგ პინგვინის ხალათით საძინებელში რომ გამოვედი,ისევ ტიტეს მაისური გადავიცვი..

საოცარი სუნი ჰქონდა..

მისი და ამ ქვეყნად არავისი სხვისი..

ყველაზე სანდობი და სასურველის..

უკვე ძილი მეპარებოდა,

ისევ უცხო ნომრიდან რომ

მომივიდა შეტყობინება..

ოდესმე ჩავწერ მის სახელს?!

გამეცინა.

შეტყობინება რომ მომივიდა ასე მეგონა შევწუხდებოდი და ისევ სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდებოდა.

“ნუნის არ უთხრა,ტასი,დუდამ მთხოვა,ჯერ გამიცნოს და მერე მეთვითონ ვეტყვიო..

დაბადების მოწმობაში მართლა დურმიშხანი უწერია..

კარგი ბაბუა ყავდა,საწყალი,აცხონოს ღმერთმა”

ავტორი: ტასუნა

26.06.23

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პულსი. მეოთხე თავი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება