მარსი

მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე პლანეტა სიშორითა და მერკურის შემდეგ, ზომით ყველაზე მცირე პლანეტა მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მარსს მეტსახელად ”წითელ პლანეტასაც” უწოდებენ, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობის გამო, რაც მაგემიტის (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება, მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია (დედამიწასთან შედარებით წნევა მარსის ზედაპირზე 160-ჯერ მცირეა). პლანეტის რელიეფის თავისებურებას წარმოადგენს: მთვარის მსგავსი კრატერები (ისინი მეტეორიტებთან შეჯახებითაა გამოწვეული), ვულკანები, უდაბნოები, ხეობები და დედამიწის მსგავსი პოლარული ყინულის ქუდები.

მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი გააჩნია – ფობოსი და დეიმოსი (ბერძნულიდან, “შიში” და “საშინელება”, არესის შვილების სახელებია, რომლებიც ომის დროს მუდამ მის გვერდით იმყოფებიან). ორივე თანამგზავრი მცირე ზომისაა (ფობოსი – 26,8×22,4×18,4 კმ, ხოლო დეიმოსი – 15×12,2×10,4 კმ) და უსწორმასწორო ზედაპირი გააჩნია.

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგიაარეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.

პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ.1960-იანი წლებიდან ავტომატური კოსმოსური აპარატების მეშვეობით მარსის შესწავლას ცდილობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები (პროგრამები: “მარინერი“, “ვიკინგი“, «Mars Global Surveyor» და სხვა), საბჭოთა კავშირი (პროგრამები: “მარსი” და “ფობოსი“), ევროპის კოსმოსური სააგენტო (პროგრამა, “მარს-ექსპრესი“) და ინდოეთი (პროგრამა, “მანგალიანი“). მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც დედამიწიდან 1964 წელს გაუშვეს. დღეისთვის მარსი დედამიწის შემდეგ, ყველაზე დაწვრილებით შესწავლილი პლანეტაა.

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება.

მარსის ბრუნვის პერიოდი, სეზონური ციკლები და დახრილობა, რომელიც სეზონებს განსაზღვრავს ძალიან ჰგავს დედამიწისას. მარსზე გვხვდება ისეთ საოცრება, როგორიცაა ოლიმპოს მთა, ყველზე დიდი ვულკანი და სიმაღლით მეორე მთა (28 000 მეტრი) მზის სისტემაში. ასევე ვხვდებით მარინერის ხეობებს, რომელიც მზის სისტემაში უდიდეს კანიონს წარმოადგენს. დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე – 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელიწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელიწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.

2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).

ზამთარში მარსის პოლუსებზე ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა, ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს.

დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც წარსულში მარსის სიცოცხლისთვის ვარგისობას შეისწავლიან, და ამავდროულად აფასებენ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. სამომავლოდ დაგეგმილია ასტრობიოლოგიური მისიები. მცირე ატმოსფერული წნევის გამო მარსის ზედაპირზე შეუძლებელია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა.

Published in განათლება, სამყარო
ელენეგიორგიგივიალექსი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მარსი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება