ლაგოდეხი ლამაზია

არწივები, ბატკანძერები და ორბები ბინადრობენ. ბევრია კირკიტა და კაკაჩა; გვხვდება რამდენიმე სახეობის ბუ. ლაგოდეხის მთებში შურთხის სიახლოვეს ცხოვრობს როჭო. აქ შეიძლება – კაკბების გუნდის, კოდალას, პაწაწინა წითელთავა მთიულებისა და მთახეხმიანი თეთრგულა შაშვების ნახვა. გრძელნისკარტა და ძალიან ლამაზი წითელფრთიანი კლდეცოციაც წელიწადის თბილ ნაწილს მთაში ატარებს და მხოლოდ ზამთრის პირზე ეშვებიან ბარში. ყვითელგულა მოლაღურები, მთის მდინარეებში თამამად მყვინთავი წყლის შაშვები, წიწკანები, ხეცოციები, ჭინჭრაქები, ნიბლიები, გუგულები და კოდალები ლაგოდეხის ტყის ბინადრები არიან.

საქართველოს “წითელ ნუსხაში” ძუძუმწოვრების შეტანილი სახეობებიდან აღსანიშნავია: არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, მგელი და მურა დათვი. ფრინველებიდან კი კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს.

ენდემური სახეობები: აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს გლობალურად საფრთხეში მყოფი ამფიბია – ჩვეულებრივი ვასაკა.

კავკასიის ენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯვრიანა; ფრინველებიდან – კავკასიური როჭო, შურთხი და ყარანა.

ლოკალური ენდემებიდან აღსანიშნავია – ლაგოდეხის ჭიაყელა.

სოკოები

დღეისათვის დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული მაკრომიცეტი სოკოების 230 სახეობაა ცნობილი, რომელთა უმრავლესობა Agaricales (139) წარმომადგენელია, მათგან 23 სახეობა მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალშია ნანახი. Cantharellus caucasicus სახეობა საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება. დისკომიცეტი სოკოებიდან აღსანიშნავია – Peziza cyathoidea, ხოლო აბედა სოკოებიდან: Abortiporus biennis, Cantharellus caucasicus, Ceraporia gilvescens, Chaetoporus euporus, Radulum fagicola, Trametes aneirinus და სხვა.

ქუდიანი სოკოებიდან წარმოდგენილია: Amanita ovoidea, Collydia cirrhuta, Gymnopilus penetrans, Hebeloma sachariolens და სხვა. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება დათვის სოკო (Boletus edulis), მიქლიო (Cantharellus sibarius), ხეთამხალი (Pleurotus ostreatus), მელნის ძირა (Lepista sordida), მინდვრი ქამა (Agaricus arvensis), ლამბაქა (Sarcoscifa coccinea) და სხვ.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ლაგოდეხი ლამაზია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება