იყავი ძლიერი

მოგესალმებით, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ არ შემოვსულვარ და დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ვისაც წაგიკითხავთ ჩემი წინა ჩანაწერები გეცოდინებათ, რამდენად სასოწარკვეთილი ვწერდი და რჩევებს ვითხოვდი. შველა მჭირდებოდა და ვიღებდი ბევრი თქვენგანისგან მეტად საჭირო რჩევებს. ახლა კი პირიქით არის. მინდა საკუთარი გამოცდილება გიამბოთ და გითხრათ როგორ დავდექი ფეხზე რაშიც დიდი როლი თქვენმა რჩევებმაც შეასრულა, რისთვისაც მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე მინდა მეც მივცე რჩევა მათ ვინც იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც მე ერთ დროს ვიყავი. მე ვარ ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანებთან კონტაქტი და საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ, თუმცა არავინ იცოდა ჩემი მეორე მხარე რამდენად ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავთან. პატარაობიდან ბევრი ტკივილი გადავიტანე და ამის შესახებ არავის ვესაუბრებოდი, არც მყავდა ისეთი ვინმე ვისთანაც გულის გადაშლა მენდომებოდა. ყოველთვის მეგონა ყველა სირთულესთან გამკლავებას მარტოც შევძლებდი თუმცა დავმარცხდი ვერ შევძელი. პირველად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელიც მთელი გულით შევიყვარე, ჩემი პირველი სიყვარული. მაგრამ სწორედ მან მომაყენა ყველაზე დიდი ჭრილობა, ფსიქიკა შემირყია ნერვოზი დამემართა, არავინ და აღარაფერი აღარ

მინდოდა ყველას ჩამოვშორდი და დავრჩი მარტო თუმცა ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობდა ისეთი ადამიანი რომელმაც მომცა ძალა დამეღწია თავი ამ ჯოჯოხეთიდან და მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვარ. ეს ადამიანი კი ჩემი დაქალი იყო. გავიდა დრო ძალიან კარგად ვიყავი უკვე გარეთ გასვლის სურვილიც მქონდა და საშინელი ფიქრებიც შევწყვიტე, როცა ყველაფერი დასრულებული მეგონა სწორედ მაში გავიგე საოცარი ამბავი ადამიანი რომელმაც გამანადგურა, თურმე დაშორებიდან სამ დღეში ცოლი მოუყვანია. ვერ ავღწერ როგორი საშინელი ბრაზი დამეუფლა ვინც ჩემი ბოლო ჩანაწერი წაიკითხა ეცოდინება როგორ მინდოდა შურისძიება და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ბევრმა მომცა რჩევა, რამაც სწორად დამაფიქრა და სწორ გზაზე დამაყენა. იცით რა მოვიმოქმედეე? არაფერი. ჩვეულებრივად განვაგრძე ცხოვრება დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან კარგი სამსახურიც მოვძებნე გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და საყვარელ ადამიანებს კიდევ უფრო დავუახლოვდი. ვისწავლე რომ არაფერი არ უნდა დამემალა თუ რაიმე მაწუხებდა ვიცოდი რომ ჩემი დაქალი რომელიც გადამალახინა რთული პერიოდი ყოველთვის დამიდგებოდა გვერდში და ასეც არის. ვერ წარმოიდგენთ როგორ მიცავს და მეხმარება. ზოგჯერ სევდაც მიტაცებდა მაგრამ უმალვე უკან ვაგდებდი და საოცრად ბედნიერი ვიყავი. შემდეგ იმ “უხსენებელმა” ადამიანმა ისევ გაბედა ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ საოცრად გაკვირვებული დარჩა რადგან აღარ დახვდა ის გულუბრყვილო გოგო. საოცარი ძალა მოვიკრიბე და ისე ველაპარაკე ჩემი თავის თავადაც მიკვირდა, ამით კი დავანახე, რომ მე არ ვარ სუსტი, რომ ის ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობს და რომ მე მის გარეშე ძალიან ბედნიერი ვარ. ვაიძულე სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. ახლა კი ჩემი ცხოვრება საოცრად მშვიდი და დალაგებულია ვმუშაობ იქ სადაც მინდა რომ ვიყო, ვაკეთებ იმას რაც საკუთარი თავის განვითარებაში დამეხმარება და ვარ ბედნიერი. მე ქალი ვარ, ქალი რომელმაც ბევრი ტკივილი გამოიარა მაგრამ არ დაეცა პირიქით გაძლიერდა და ყოველ ნაბიჯს მყარად დგავს და ასეც გააგრძელებს. არ დაიჯეროთ ქალი სუსტიაო. პირიქით ქალზე ძლიერი არავინ და არაფერი მეგულება ამ სამყაროში 🙂 ჩემს თავზე საუბარი ცოტა გამიგრძელდა ახლა კი თავად მოგცემთ რჩევას მათ ვისაც ეს გჭირდებათ და გადიხართ იმ პერიოდს რასაც მე გავდიოდი. იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის, არ შეგეშინდეთ არავისი და არაფრის. არავის აქვს უფლება თქვენი ცხოვრება განკარგოს თქვენს გარდა. და თუ ვინდე მოინდომებს თქვენზე ზეგავლენის მოხდენას მოიკრიბეთ ძალა აჩვენეთ რამდენად ძლიერები ხართ და დაუფიქრებლად გაუშვით ჯანდაბაში. ყოველი ტკივილი და პრობლემა აქციეთ გაკვეთილად და მიიღეთ მისგან გამოცდილება რათა ყოველი ახლად წარმოქმნილი პრობლემა უფრო მარტივი გადასალახი გახდეს. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავთან, არ მოგერიდოთ საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მთავარია ამისთვის სწორი ადამიანი შეარჩიოთ და დაინახავთ რა მარტივია ასე გაუმკლავდე სირთულეს. საოცარი შეგრძნებაა როდესაც სხვის მხარდაჭერას და გვერდში დგომას გრძნობ, ნუ დატოვებთ თავს ამ გრძნობის გარეშე. იყავით ბედნიერები ყოველი დღე გაილამაზეთ და ნუ დაკარგავთ დროს ფუჭად ფუჭ ადამიანებზე. ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე და ყველა ვიმსახურებთ ჩვენს წილ ბედნიერებას.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

იყავი ძლიერი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება