ემოცია

ვერასდროს წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ადამიანი ყოფილიყო ემოციების გარეშე. მითუმეტეს ისეთი მგრძნობიარე ადამიანი, როგორიც მე ვარ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ არ ვიცი რა მჭირს და რით ვუშველო თავს. პატარაობიდან ყველაფერი ძალიან მარტივად მიმქონდა გულთან, ძალიან მცირედიც მაბედნიერებდა და ადვილადაც ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის მას შემდეგ რაც ბევრი გულის ტკენა გადავიტანე თითქოს ემოციებისგან მთლიანად დავიცალე, ვეღარც სიხარულს გამოვხატავ, ვეღარც ვბრაზდები, არანაირი ემოცია არ მიჩნდება და ეს ძალიან მაწუხებს, არ მომწონს ასეთი ჩემი თავი, ტირილიც კი აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ ზოგჯერ როგორ ძალიან მინდა რომ ვიტირო, რადგან ტირილი ხშირად მშველოდა გულში დაგროვილი ნადებისგან გათავისუფლებაში. არ მინდა რომ ასეთი დავრჩე, მინდა ისევ ისეთი გულჩვილი და ზოგჯერ ბრაზიანი გოგო ვიყო. არ ვიცი ამ პრობლემას რა უშველის არც ის ვიცი ვინმეს თუ გამოუცდია მსგავსი რამ და შეგიძლიათ თუ არა რომ რამე მირჩიოთ, მაგრამ ძალიან მჭირდება ვინმეს დახმარება ჩემთვის კოშმარს გავს ასე უემოციო და არაფრის მომცემი ცხოვრება.

Published in ბლოგი
ალექსინინოLevanidimaგიორგიმარილიკა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ემოცია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება