განშორება

განშორება

არა მგავს შენი არც ერთი ფიქრი.

ფიქრები შენი ირევა ქარში.

მთის წვერზე სულ სხვა აისებს ხედავ

და სულ სხვაგავარი გიფეთქავს აზრი.

აღარ მგავს შენი სიზმრებიც, არა.

და სისხლიც ჩემი, ფერია ბინდის.

მე არაფერი შემომრჩა შენგან.

სინანულიც კი მტოვებს და მიდის.

და გულიც შენი

არ ფეთქავს ჩემში.

როცა შენ ჩემით იგრძენი დაღლა.

ჩემგან გავიდა სიცოცხლის ღმერთი.

ჩემგან გავიდა გრძნობა და განცდა.

დავდივარ ასე ლანდი

და ჩრდილი.

დავდივარ და თან ვმარცვლავ ძველ ლოცვებს.

არ დამრჩა ძალა

ომის და ბრძოლის .

და ბრძოლის ველსაც დაღლილი ვტოვებ.

შენ გაიმარჯვე, მე კი დავმარცხდი.

აღარც სიკვდილის არ შემრჩა ღონე.

ვიცი, რომ ჩემი არ გახსოვს სახე.

ვიცი, წუხილით

გასცქერი შორეთს.

თუ შენში უკვე გადამივიწყე,

აბა სიზმრებში როგორღა მნახავ?

აღარ განვიცდი შენს გამო სევდას.

არც სიხარულის აღარ მაქვს განცდა.

და როგორც ყველა ძველი ზღაპარი,

ასე დამთავრდა, რაც ერთდროს მწამდა.

ოდეს ლამაზი გადასხვაფერდა.

მშვენიერება უცებ განქარდა.

მე აღარასდროს

დაგიწერ ლექსებს.

შენ ჩემთვის ახლა

ხარ_ აღარავინ.

აღარ ხარ უკვე ჩემი იმედი,

ჩემი ტკივილის თავშესაფარი.

ვე რა

Published in ბლოგი
ნინოLevanidimadarikoრუსა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

განშორება

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება