ბუმერანგი

მდიდარმა ბიზნესმენმა , თავისი ხანშიშესული თანამშრომელი დაიბარა:

– აქ ძმაო პროექტი მაქვს.

ჩემს ბანკის კარტასაც მოგცემ, მინდა ლამაზი და მყუდრო სახლი ამიშენო.

აი, ისეთი პენსიაში გასულმა კაცმა კომფორტულად და ლამაზად, რომ გაატაროს იქ დარჩენილი სიცოცხლე.

ფული არ დაგენანოს, დახარჯე, რასაც საჭიროდ ჩათვლი.

საკუთარი თავივით გენდობი, იცი შენ.

კაცი დაღონდა,

ამ სახლის აშენებას, სულ მცირე 7 – 8

თვე, მაინც დასჭირდება.

იქნებ წელიწადიც.

მე სამ თვეში პენსიაში გავდივარ.

თუმცა უფროს უარი, ვერ შებედა.

ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ კაცმა გადაწყვიტა, თავისი ბოლო სამუშაო ჩქარა დაესრულებინა, მასალაც უხარისხო და არაგამძლე გამოეყენებინა, ასე ფულსაც

” მოტეხავდა, “

რაც სხვათაშორის არასოდეს უკადრებია.

მაგრამ, ახლა პენსიაში გადიოდა და აღარ აინტერესებდა სახელი და დიდება, მითუმეტეს უფროსის მადლიერება.

ააშენა სახლი, გარეგნულად ლამაზი, მაგრამ არამდგრადი და არამყარი.

ჩააბარა დამკვეთს და საბუთების შეგროვება დაიწყო, რათა პენსია მალე დაენიშნათ.

ერთი კვირის შემდეგ ოფისში დაიბარეს.

იქ სადღესასწაულო სუფრა გაეშალათ.

შამპანიური, ტორტი და ათასგვარი ნუგუბარი.

– რამეს ვზეიმობთ?

– ჩემი ერთგული და უანგარო თანამშრომლის წასვლას

უპასუხა უფროსმა, მერე მის მიერ აშენებული სახლის გასაღები გადასცა:

– ეს ჩემი საჩუქარია ძმაო, ამდენი წელი, ასე პატიოსნად და ერთგულად, რომ მემსახურებოდი იმისთვის.

როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდა მშენებელი, იმ დროს?

კარგად ამბობენ:

რასაც დათეს, იმას მოიმკი.

რაც არ უნდა აკეთო, აკეთე სიყვარულით.

ნუ დაუშავებ, ვინმეს რამეს.

იყავი სანიმუშო შენს პროფესიაში, ან იმ საქმეში, რისგანაც პურის ფულს გამოიმუშავებ.

გააკეთე მაქსიმუმი და მიიღებ საუკეთესოს.

ნურასოდეს, ნუ დაივიწყებ, რომ

დრომ შემობრუნება იცის.

ნანა ქომეთიანი

ცხოვრება არის ბუმერანგი.

Published in ბლოგი
ანა ანაკასოფი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ბუმერანგი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება