მთქნარება რისი მიზეზია?
რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?
რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?
მთქნარება რეფლექსური, უნებლიე სუნთქვითი აქტია, ხანგრძლივი და ღრმა ჩასუნთქვა, რომლის დროსაც ორგანიზმში გაცილებით დიდი რაოდენობის ჟანგბადი ხვდება. ამთქნარებს დედის მუცელში საიმედოდ მოკალათებული ნაყოფიც კი…
მთქნარების ყველა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა რამდენიმე მათგანში ეჭვი არავის ეპარება.
1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევისას
როდესაც სისხლში იმატებს ნახშირორჟანგის რაოდენობა, ორგანიზმი ითხოვს ბალანსის აღდგენას და ჟანგბადის უფრო დიდ ულუფას, რის შედეგადაც ადამიანი მთქნარებას იწყებს.
2. ადაპტაციისთვის
მთქნარება მიზნად ისახავს საათობრივი სარტყლის ცვლილებისადმი ადაპტაციას. მუცლად ყოფნის მე-20 კვირას ნაყოფის ორგანიზმი იწყებს ძილისა და სიფხიზლის ციკლების გამომუშავებას, რის გამოც ამ პერიოდში ის ბევრს ამთქნარებს.
ანალოგიური მექანიზმი ირთვება ხანგრძლივი ფრენისას: ორგანიზმი ინტუიციურად იწყებს გაძლიერებულ მთქნარებას, რაც მიზნად ისახავს ძილისა და სიფხიზლის ციკლის ცვლილებისადმი შეგუებასა და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას.
3. ენერგიის მარაგის შესავსებად
დილით მთქნარება ორგანიზმის ენერგიით შევსების საუკეთესო საშუალებაა. ჟანგბადის ჩვეულებრივზე დიდი ულუფა ადამიანს ააქტიურებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ყურადღებას.
4. რელაქსაციისთვის
ადამიანი ამთქნარებს დასამშვიდებლადაც, საპასუხისმგებლო მოვლენების წინ, სპორტსმენი – შეჯიბრების, სტუდენტი – გამოცდის, პაციენტი – ექიმის კაბინეტში შესვლის, მსახიობი კი სცენაზე გასვლის წინ.
5. ჯანმრთელობისთვის
მთქნარება სასარგებლოა ცხვირისა და ყურებისთვის. ამ დროს იხსნება არხები, რომლებიც ჰაიმორის ღრუსა და ევსტაქის მილებს უკავშირდება, რაც ყურების დაგუბების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. იგი ასევე არეგულირებს წნევას შუა ყურში.



ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში მთქნარება კი ვიცოდი,მაგრამ აქ მშვენივრადაა ახსნილი!!..
მე როგორც ვიცი,ხშირი მთქნარება იწვევს ტვინში არასაკმარის ჟანგბადის მიწოდებას,როცა ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება მაშინ ეწყება ადამიანს ხშირი მთქნარება.
!!..
ვა რა საინტერესოა. არ ვიცოდი. მეგონა ადამიანი მარტო იმიტო ამთქნარებდა რო ეძინებოდა. გამოთქმაც ხო არის “რამდენს ამთქნარებ ხო არ გეძინებაო”
☺️☺️✨️