მთქნარება რისი მიზეზია?

რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?

რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?

მთქნა­რე­ბა რეფ­ლექ­სუ­რი, უნებ­ლიე სუნ­თქვი­თი აქ­ტია, ხან­გრძლი­ვი და ღრმა ჩა­სუნ­თქვა, რომ­ლის დრო­საც ორ­გა­ნიზ­მში გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ჟანგბა­დი ხვდე­ბა. ამ­თქნა­რებს დე­დის მუ­ცელ­ში სა­ი­მე­დოდ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ნა­ყო­ფიც კი…

მთქნა­რე­ბის ყვე­ლა მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა.

1. ჟანგბა­დი­სა და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვი­სას

რო­დე­საც სის­ხლში იმა­ტებს ნახ­ში­რორ­ჟან­გის რა­ო­დე­ნო­ბა, ორ­გა­ნიზ­მი ითხოვს ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას და ჟანგბა­დის უფრო დიდ ულუ­ფას, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნი მთქნა­რე­ბას იწყებს.

2. ადაპ­ტა­ცი­ის­თვის

მთქნა­რე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ა­თობ­რი­ვი სარ­ტყლის ცვლი­ლე­ბი­სად­მი ადაპ­ტა­ცი­ას. მუც­ლად ყოფ­ნის მე-20 კვი­რას ნა­ყო­ფის ორ­გა­ნიზ­მი იწყებს ძი­ლი­სა და სი­ფხიზ­ლის ციკ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რის გა­მოც ამ პე­რი­ოდ­ში ის ბევ­რს ამ­თქნა­რებს.

ანა­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი ირ­თვე­ბა ხან­გრძლი­ვი ფრე­ნი­სას: ორ­გა­ნიზ­მი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად იწყებს გაძ­ლი­ე­რე­ბულ მთქნა­რე­ბას, რაც მიზ­ნად ისა­ხავს ძი­ლი­სა და სი­ფხიზ­ლის ციკ­ლის ცვლი­ლე­ბი­სად­მი შე­გუ­ე­ბა­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას.

3. ენერ­გი­ის მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად

დი­ლით მთქნა­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ენერ­გი­ით შევ­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჟანგბა­დის ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე დიდი ულუ­ფა ადა­მი­ანს ააქ­ტი­უ­რებს, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და ყუ­რა­დღე­ბას.

4. რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის

ადა­მი­ა­ნი ამ­თქნა­რებს და­სამ­შვი­დებ­ლა­დაც, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის წინ, სპორ­ტსმე­ნი – შე­ჯიბ­რე­ბის, სტუ­დენ­ტი – გა­მოც­დის, პა­ცი­ენ­ტი – ექი­მის კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლის, მსა­ხი­ო­ბი კი სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ.

5. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის

მთქნა­რე­ბა სა­სარ­გებ­ლოა ცხვი­რი­სა და ყუ­რე­ბის­თვის. ამ დროს იხ­სნე­ბა არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ი­მო­რის ღრუ­სა და ევსტა­ქის მი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, რაც ყუ­რე­ბის და­გუ­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. იგი ასე­ვე არე­გუ­ლი­რებს წნე­ვას შუა ყურ­ში.

Published in ბლოგი
ნანაგივიალექსი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

  1. მე როგორც ვიცი,ხშირი მთქნარება იწვევს ტვინში არასაკმარის ჟანგბადის მიწოდებას,როცა ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება მაშინ ეწყება ადამიანს ხშირი მთქნარება.

  2. ვა რა საინტერესოა. არ ვიცოდი. მეგონა ადამიანი მარტო იმიტო ამთქნარებდა რო ეძინებოდა. გამოთქმაც ხო არის “რამდენს ამთქნარებ ხო არ გეძინებაო”

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მთქნარება რისი მიზეზია?

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება