წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი.

შეგეწიოთ ყველს წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ❤️🙏🙏🙏

 წმინდა ნიკოლოზი, მის შემწეობასთან დაკავშირებული სასწაულების გამო ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ითვლება მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად. მისი რეპუტაცია მორწმუნეთა შორის დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც ჩვეულია ადრექრისტიანული პერიოდის წმინდანებისთვის, ხოლო მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვევასთან დაკავშირებული ლეგენდები საფუძვლად დაედო სანტა კლაუსის დღევანდელ ვერსიას.

წმინდა ნიკოლოზის, როგორც ისტორიული ფიგურის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე ძველი დოკუმენტები მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა დაწერილი და სავარაუდოდ, ბევრ ლეგენდას შეიცავს. გადმოცემით, იგი დაიბადა ლიკიის მხარეში, ბერძნულ საპორტო ქალაქ პატარაში, მდიდარი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. 1087 წელს მცირე აზიის ქრისტიანი მაცხოვრებლები ახალმოსულმა მუსლიმმა სელჯუკებმა დაიმორჩილეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკლესიების დიდი სქიზმიდან ამ დროს ოცდაათიოდე წელი იყო გასული. იტალიელმა ვაჭრებმა ქალაქ ბარიდან ნიკოლოზის ჩონჩხის ბევრი ძვალი სარკოფაგიდან უნებართვოდ ამოიღეს და მშობლიურ ქალაქში გადაიტანეს, სადაც ისინი ამჟამადაც ინახება წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში. დარჩენილი ძვლები მოგვიანებით, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ვენეციელმა მეზღვაურებმა ვენეციის რესპუბლიკაში წაიღეს.

Published in ბლოგი
marine
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება