სამოქალაქო საზოგადოება ნაწილი 1
თანამედროვე მკვლევრებში არ არსებობს ერთიანი მიდგომა სამოქალაქო საზოგადოების ცნებისადმი. სხვადასხვა ავტორები მისი არსებობის არეალს განსხვავებული გეოგრაფიული და დროითი საზღვრებით შემოფარგლავენ. ზოგიერთი მკვლევარი მის წარმოქმნას უკავშირებს თანამედროვეობას, სხვანი საუბრობენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ცნების გამოყენებაზე. ზოგი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებებმა დაამარცხეს კომუნისტური რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. სხვათა მოსაზრებით, ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება ახლა ყალიბდება, დემოკრატიული გარდაქმნების პარალელურად.
დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გავრცელებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალური გაგება, რომელიც დეტალურად აღწერს სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელ ინსტიტუტებს. ცნების თანამედროვე განმარტების თანახმად, იგი წარმოადგენს საზოგადოების ე.წ. „მესამე სექტორს“ და გულისხმობს მოქალაქეების მიერ დაარსებული ავტონომიური ასოციაციებისა და ჯგუფების ფართო არეალს, რომელიც დამოუკიდებელია სახელისუფლებო სტრუქტურებისგან, მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას და მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესს, ოჯახებს და ა. შ.
კომენტარები