პირველი შვილი

პირველი შვილის დაბადება განსაკუთრებული მოვლენაა. ახალბედა დედიკოებს უამრავი შეკითხვა უჩნდებათ. გაეცანით ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებს და შესაბამის პასუხებს;

საჭიროა თუ არა ბავშვის შეხვევა, შეკვრა?

გააჩნია, რას გულისხმობს მშობელი “შეხვევაში”. რა თქმა უნდა, პატარას ეგვიპტურ მუმიასავით შეფუთვა არ შეიძლება.

ბავშვი გარესამყაროს შეგრძნებების საშუალებით შეიცნობს. უნდა ვეცადოთ, არ წავართვათ მას ამის საშუალება. გარდა ამისა, პაწაწინა ხელ-ფეხის ერთი შეხედვით ქაოსური მოძრაობა შესანიშნავი ფიზიკური ვარჯიშია. ასე ითვისებს ბავშვი საკუთარი სხეულის მართვის რთულ მექანიზმს. როდესაც შვილისთვის ტანსაცმელს არჩევთ, ეცადეთ, ის

კარგად იყოს მორგებული: წოლისას ზურგზე არ ნაოჭდებოდეს. პამპერსიც შესაფერისი ზომისა უნდა იყოს – არც მეტისმეტად პატარა და არც ზომაზე დიდი.

რატომ იცინის ახალშობილი?

ბუნება ყველაფერს ითვალისწინებს. პაწაწინას არ შეუძლია გვითხრას, რომ თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს. ამას ის ღიმილისა და სიცილის მეშვეობით გადმოგვცემს. ბავშვი მხიარულად

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სძინავს?

ამ დროს ბავშვი თავს ანებებს ჭამას, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის კვების წყარო – დედის ძუძუ, ბოთლი თუ კოვზი. ნებისმიერი მცდელობა, პატარა საჭმელს დავუბრუნოთ, უშედეგოა. ის ძილს განაგრძობს. მშობელიც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ბავშვის სურვილს.

სცნობს თუ არა ახალშობილი დედას?

როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ბავშვი დედას დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობს რძის სუნით, ხმითა და მოძრაობით.

ხედავს თუ არა ახალშობილი სიზმარს?

მოზრდილთა მსგავსად, ბავშვის ძილშიც ორი ფაზა გამოიყოფა – ზედაპირული და ღრმა ძილისა. ზედაპირული ძილისას ბავშვი სიზმრებს ხედავს, თუმცა, ცხადია, მათი სიზმრების შინაარსი უცნობია. ალბათ პატარები სიზმრადაც იმას ხედავენ, რასაც აღიქვამენ – ფერს, სუნს და, რა თქმა უნდა, დედას.

რატომ ტირის ბავშვი?

საინტერესოა, რას იზამდით თქვენ, ლაპარაკი რომ არ გცოდნოდათ? სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ტირილი გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. ის შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბავშვს შია, მუცელი სტკივა, სცივა ან სცხელა. ტირილი მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტის ნიშანი არ არის – ფიზიოლოგების აზრით, ის ევოლუციის პროცესში შეძენილი მნიშვნელოვანი უნარია და ამიტომ ვერ ველევით. სასურველია, მშობლებმა ისწავლონ ბავშვის ტირილის ინტონაციების გარჩევა და მასზე მაქსიმალურად მშვიდი და ალერსიანი რეაგირება მოახდინონ. შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ახალშობილი გრძნობს დედის განწყობას და თუ გაღიზიანება ან გაბრაზება იგუმანა, უარესად აღრიალდება.

რა მოსწონთ პატარებს ყველაზე მეტად?

მშობლებთან ყოფნა, დედ-მამის საუბრის მოსმენა, მათი შეხება. სიცოცხლის პირველ დღეებში ჩვილი ახალ გარემოს ეჩვევა, თამაშზე, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, ლაპარაკიც არ არის, 5-6 თვიდან კი შევამჩნევთ, რომ ბავშვი ყველაფერს აქტიურად ათვალიერებს, სათამაშოებს ეტანება. 3 თვის ასაკიდან პატარა ბგერებით ინტერესდება და ჩხრიალებით ერთობა.

რამდენად ჭკვიანია ახალშობილი?

ახალშობილი დაბადების წუთიდანვე მკვლევარია. ის ცნობისმოყვარეა და ყოველივე ახალი აინტერესებს. ჩვილი დაუღალავად ავარჯიშებს გრძნობის ორგანოებს და, რასაკვირველია, ტვინს. ასეთი ვარჯიშისთვის კი სიცოცხლის ამ ეტაპზე სულ მცირე რამ არის აუცილებელი – მშობლების სიყვარული და მზრუნველობა.

რატომ ტირიან ჩვილები თვითმფრინავში?

ვიდრე თვითმფრინავი დგას ან საფრენ ბილიკზე მისრიალებს, პატარები, როგორც წესი, ჩუმად არიან. საკმარისია, “რკინის ფრინველი” ცაში აიჭრას, რომ ბავშვი უმალვე იწყებს ტირილს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამას სერიოზული საფუძველი აქვს: ბავშვის ნაზი ყურები მტკივნეულად აღიქვამენ წნევის მკვეთრ ცვალებადობას. ამ მდგომარეობის შემსუბუქება შეიძლება, თუ ბავშვს საწოვარას ან თუნდაც წყალს მივცემთ.

შეუძლია თუ არა დედას საკუთარი შვილის ხმის ამოცნობა?

შეუძლია და საამისოდ დიდი-დიდი სამი დღე სჭირდება. მეოთხე დღიდან დედა ნებისმიერი ხმისგან გამოარჩევს შვილის ტირილს, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი ზუსტად ხვდება, რას ამცნობს ტირილით პატარა.

საჭიროა თუ არა რბილი სათამაშოები?

გულახდილად თუ ვიტყვით, არა, თუმცა ხანდახან, როცა გვერდით დედა არ ჰყავს, ბავშვს სჭირდება, ვიღაცას ჩაეხუტოს. ზოგიერთ პატარას სიცოცხლის პირველივე წელს უყვარდება დათუნია ან კურდღელი და ეს გრძნობა კარგა ხანს გაჰყვება.

რამდენ ხანს სძინავს ახალშობილს?

სიცოცხლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობა 13,5-16,5 საათია. ერთი თვის ჩვილს შესაძლოა ოცდაოთხი საათიც კი ეძინოს. ექვსი თვის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს ღამით – რვა, ხოლო დღისით სამი-ოთხი საათი სძინავს.

რატომ ატარებენ დედები პატარებს ძირითადად მარცხენა ხელით?

პასუხი მარტივი და ამავე დროს რომანტიკულია – მარცხნივ ხომ გულია და დედასაც სურს, პირმშო გულთან ახლოს ჰყავდეს. ეს ბავშვსაც ძალიან მოსწონს – მას ესმის დედის გულისცემა, რომელიც მუცლად ყოფნის დროს მოსმენილ ხმიანობას აგონებს. სხვათა შორის, ბავშვების უმრავლესობა ამ მდგომარეობაში უკეთ იძინებს.

Published in ბლოგი
ნინოხვიჩა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პირველი შვილი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება