Stranger things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი დაინიშნა!😱

Stranger Things-ის 19 წლის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი შეყვარებულზე, ჯეიკ ბონ ჯოვიზე დაინიშნა. მილიმ ინსტაგრამზე ჯეიკთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვარსკვლავს ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ფოტოს აღწერაში ტეილორ სვიფტის სიმღერის, Lover-ის ტექსტსაც ვკითხულობთ.

მილიმ და ჯეიკმა სოციალურ ქსელებში ნიშნობა პირდაპირ არ დაადასტურეს, ამიტომ ფანებს გარკვეული ეჭვები მაინც რჩებოდათ. ეს ეჭვები კი მილის მეგობარმა და Stranger Things-ის მსახიობმა ნოა შნაპმა გაფანტა, რომელმაც მილის საჯაროდ მიულოცა.

“ჩემი საუკეთესო მეგობარი დაინიშნა”, — ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

მილი ბობი ბრაუნი ეკრანზე მცირეწლოვანი ასაკიდან გამოჩნდა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარულობა 2016 წელს გამოსულმა სერიალმა, უცნაურმა ამბებმა, მოუტანა. სერიალში 12 წლის მილიმ ილევენის როლი მოირგო და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურა.

სერიალის შემდეგ მილის წარმატება ენოლა ჰოლმსის ორ ფილმში შესრულებულმა მთავარმა როლმაც მოუტანა. მსახიობი მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს, Florence By Mills-ის დამაარსებელი და მფლობელია.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

Stranger things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი დაინიშნა!😱

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება