აქ მოცემული ინფორმაცია, NETSHOP -ის ძირითადი მომსახურების წესებისა და პირობების დამატებითი პირობებია რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად ამ სერვისით სარგებლობისთვის. NETSHOP -ის ძირითადი მომსახურების წესებისა და პირობების სანახავად დააწკაპეთ აქ
რა არის NET შოფინგი?
NET-შოფინგი არის NETSHOP -ის ერთერთი პოპულარული სერვისი, რომელიც მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. მაღაზიები ქმნიან თავიანთ ონლაინ მაღაზიას და ყიდიან პროდუქტებს სრულიად უფასოდ ხოლო მომხმარებლები ყიდულობენ პროდუქტებს ონლაინ. ფოსტებს კი შეუძლიათ დაამატონ თავიანთი ფოსტა და შესთავაზონ მომხმარებლებსა და ონლიან მაღაიებს თავისი საკურიერო/საფოსტო მომსახურება.
ფოსტებისთვის NET შოფინგის სერვისით სარგებლობა სრულიად უფასოა
როგორ დავიწყო NET შოფინგით სარგებლობა?
თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია, გაიარე მარტივი და უფასო რეგისტრაცია, შექმენი შენი ბიზნეს ანგარიში. შემდეგ შეარჩიე ფოსტებისთვის განკუთვნილი 2 პაკეტიდან შენთვის სასურველი (ძირითადი ან დამატებითი პაკეტი). შეავსე შენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი. დააყენე შენი ლოგო, შენი მომსახურების პირობები და ტარიფები და დაიწყე შეკვეთების მიღება...
რა სახის პროდუქტების ტრანსპორტირება მოუწევს ფოსტას?
NET შოფინგის პლატფორმაზე მაღაზიები ყიდიან ნებისმიერი სახის პროდუქტებს, საკვები პროდუქტებიდან დაწყებული დიდი მოცულობის ავეჯით დამთავრებული.
თუ რომელიმე კატეგორიის პროდუქტის ტრანსპორტირება თქვენი ფოსტისთვის შეუძლებელია, თქვენი ფოსტის შექმნის დროს მიუთითეთ ასეთი კატეგორიები და მომხმარებელი შესაბამისი კატეგორიის პროდუქტის შეძენის დროს ვეღარ ნახავს ფოსტების ჩამონათვალში თქვენს ფოსტას...
საიდან ხდება შეკვეთების აღება?
შეკვეთის მიღების შემდეგ მაღაზია იწყებს შეკვეთის ტრანსპორტირებისთვის გამზადებას. როდესაც მაღაზია შეკვეთას ტრანსპორტირებისთვის გაამზადებს ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას ელ. ფოსტაზე და შეგიძლიათ დაიწყოთ შეკვეთის დამუშავება თქვენი შეკვეთების სამართავი პანელიდან სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია მაღაზიის შესახებ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მაღაზიას ან პირდაპირ მიხვიდეთ მაღაზიაში შეკვეთის ასაღებად.
რამდენ შეკვეთას მივიღებ დღის/თვის განმავლობაში?
ფოსტებს შორის შეკვეთების განაწილებაში NETSHOP არ იღებს მონაწილეობას. ფოსტის შერჩევა ხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელების დროს, ამიტომ იმის წინასწარ თქმა თუ რამდენი მომხმარებელი აირჩევს თქვენს ფოსტას თავისი შეკვეთის ტრანსპორტირებისთვის შეუძლებელია.
მომხმარებელი თავად ირჩევს ფოსტას თავისი შეკვეთის ტრანსპორტირებისთვის ფოსტის მომსახურების პირობებისა და მიტანის საფასურის საფუძველზე. (აგრეთვე სხვა მომხმარებლების მიერ ფოსტის შეფასებებისა და მიმოხილვების საფუძველზე)
საჭიროა პროგრამირების ცოდნა ფოსტის შექმნასა და მისი მართვისთვის?
NET-შოფინგის პლატფორმაზე თქვენი ფოსტის დასამატებლად და მისი მართვისთვის არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ვებ პროგრამირების ცოდნა. საჭიროა მხოლოდ გქონდეთ ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობა: კომპიუტერი, პლანშეტი ან სმარტფონი.
თუ რაიმე გაუგებარია თქვენთვის და გესაჭიროებათ დახმარება შეგიძლიათ ეწვიოთ NETSHOP -ის დახმარების ცენტრს და წაიკითხოთ დამხმარე სტატიები, უყუროთ ვიდეო ინსტრუქციებს ან დაუკავშირდეთ ჩვენი ტექნიკური დახმარების ჯგუფს
ჩემი ფოსტის დასამატებლად და შეკვეთების მისაღებად აუცილებელია მქონდეს ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია?
დიახ. თუ გაქვთ საფოსტო/საკურიერო მომსახურება და გსურთ დაამატოთ ის NET შოფინგის პლატფორმაზე რათა შეძლოთ მომხმარებლებისა და ონლაინ მაღაზიების შეკვეთების მიღება აუცილებელად უნდა გქონდეთ თქვენი ქვეყნის საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანია.
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
ჩაბარებული შეკვეთების მომსახურების საფასური მომენტალურად (თქვენს მიერ შეკვეთის ჩაბარებულად მონიშვნისთანავე) ისახება თქვენს ანგარიშზე და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ბალანსი, ხოლო ჩაუბარებელი შეკვეთების განხილვა ხდება ინდივიდუალურად მომდევნო თვის 1 რიცხვიდან 3 რიცხვის ჩათვლით. თუ შეკვეთის ჩაბარება ვერ მოხერხდა მომხმარებლის ან მაღაზიის ბრალეულობით ამ მომსახურების საფასურს მიიღებთ თქვენ ჩვეულებრივ.
ანგარიშწორება ხდება მომდევნო თვის 5 რიცხვში. (თქვენს საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით)