NET შოფინგი

NET შოფინგის შესახებ

More  

რა არის "NET შოფინგი"?

 

ეს არის NETSHOP -ის სერვისი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ ნებისმიერი სახის პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებიდან და მიიღოთ სერვისი სტანდარტულ, საბაზრო ფასებთან შედარებით ბევრად იაფად. მსგავსი რამ საქართველოში ჯერ არ ყოფილა!

 

NETSHOP არაფერს არ აწარმოებს და არაფერს არ ყიდის! შესაბამისად არც მაღაზია არ გვაქვს და არც საწყობი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მაღაზიებთან და კომპანიებთან რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ სხვადასხვა სახის პროდუქცია და  NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქცია მდებარეობს NETSHOP -ის პარტნიორ სხვადასხვა მაღაზიებსა თუ საწყობებში.

 

NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული პროდუქცია ყველა არის სრულიად ახალი და არის საქართველოში, თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი დღეებისა და კვირეების განმავლობაში თუ როდის ჩამოვა თქვენი შეკვეთილი პროდუქცია.
 

ჩვენი სურვილია ყველა ადამიანმა გაიგოს NETSHOP -ის ამ სერვისის შესახებ რათა შეძლონ სხვადასხვა პროდუქციის იაფად და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

 

ნუ იქნებით ეგოისტები! გააგებინეთ თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, კლასელებს, თანამშრომლებს NETSHOP -ის შესახებ, რათა მათაც შეძლონ NETSHOP -ის ფასებით სარგებლობა...

 


რისი შეძენაა შესაძლებელი NETSHOP -ზე?

 

NETSHOP -ზე შესაძლებელია თითქმის ყველაფრის შეძენა: ტელეფონები, პლანშეტები, ტელევიზორები, ტელეფონისა და კომპიუტერის აქსესუარები.

დროთა განმავლობაში ემატება პროდუქციის სახეობები და შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ: ტანსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლის საშვალებები, ავეჯი, ჭურჭელი, სანადირო და სათევზაო აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ჰიგიენა და ქიმია, ავტომობილის აქსესუარები, საწვავი და ა.შ

 

NETSHOP -ზე მუდმივად იდება ახალ ახალი პროდუქცია. დღის განმავლობაში 1 - 3 სხვადასხვა პროდუქტი წარმოუდგენელ და დაუჯერებელ ფასად.

 

დაალაიქეთ ან გამოიწერეთ NETSHOP -ის ფეისბუქ გვერდი, რომ შეძლოთ თვალის დევნება. პირველმა ნახოთ გვერდზე განთავსებული ახალი პროდუქცია და მარაგის ამოწურვამდე მოასწროთ შეძენა. აგრეთვე არ გამოგრჩეს არცერთი საინტერესო შემოთავაზება, აქცია და სიახლე...

 


როგორია პროდუქციის ხარისხი?

 

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, NETSHOP არაფერს არ აწარმოებს, არც თვითონ არ ახორციელებს პროდუქციის საქართველოში დისტრიბუციას. ამიტომ იმის თქმა რომ: ''იაფი იმიტო ღირს რო დაბალი ხარისხის პროდუქციაა'' ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. გვერდზე განთავსებული პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებისა და დისტრიბუტორების მიერ არის მოწოდებული და შესაბამისად პროდუქტის ხარისხიც სხვადასხვანაირია, NETSHOP -ის გვერდზე განთავსებულია  როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია ასევე დაბალი ხარისხისაც.

NETSHOP -ის გვერდზე განთავსებულ ყველა პროდუქციას აღწერაში მითითებული აქვს ხარისხის მაჩვენებელი, რომელიც ამ პროდუქციის ზოგადი სტატისტიკის და აგრეთვე მომწოდებლის დახასიათების მიხედვით არის ნაჩვენები. სულ არის ხარისხის 5 დონიანი შეფასების სისტემა, რომელიც გამოსახულია პლიუსებითა და მინუსებით.

 

➕➖➖➖➖  ნიშნავს: ძალიან დაბალი ხარისხი

➕➕➕➕➕  ნიშნავს: ძალიან მაღალი ხარისხი

 


როგორ შევუკვეთო?

 

NETSHOP -ზე შეკვეთის განსახორციელებლად და სასურველი პროდუქციის მისაღებად საჭიროა რამოდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლა:

 

  • აირჩიეთ სასურველი პროდუქტი გვერდზე
  • ყურადღებით გაეცანით და წაიკითხეთ  მისი აღწერილობა
  • აირჩიე სასურველი ფასი
  • აირჩიე პროდუქციის მახასიათებლები: ფერი, ზომა და სხვა
  • დააწკაპე: კალათში დამატება 

 

თუ გსურთ ''კალათში'' სხვა პროდუქციის დამატება დააწკაპეთ  დამატება  ღილაკს და დაამატეთ სხვა პროდუქცია ''კალათში''

 

  • სასურველი პროდუქციის ''კალათში'' მოთავსების შემდეგ დააწკაპეთ: გაგრძელება 

 

გაითვალისწინეთ!

თუ კალათში ერთდროულად მოათავსებთ რამოდენიმე პროდუქციას,  გაგრძელება  ღილაკზე დაწკაპებამდე დარწმუნდით რომ თქვენს მიერ კალათში მოთავსებული ყველა პროდუქცია ეკუთვნის ერთ მაღაზიას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთა შესაბამის მაღაზიაში არ გაიგზავნება.

თუ სხვადასხვა მაღაზიის პროდუქციის შეკვეთა გსურთ შეგიძლიათ ერთი მაღაზიიდან შეკვეთის დასრულების შემდეგ განახორციელოთ ახალი შეკვეთა სხვა მაღაზიიდან.

 

  • იმ შემთხვევაში თუ უკვე ფლობთ NETCARD -ის ბარათს: (თუ არ ფლობთ NETCARD -ის ბარათს, გამოტოვეთ ეს ნაბიჯი)

 გაგრძელება ღილაკზე დაწკაპების შემდეგ, ახალ გახსნილ გვერდზე დააწკაპეთ: CART 

ჩამოიშლება შეკვეთის ფანჯარა. თქვენს მიერ კალათაში მოთავსებული პროდუქციის ჩამონათვალის ქვემოთ 

  •  DISCOUNT CODE  ადგილას ჩაწერეთ თქვენი NETCARD -ის ბარათის კოდი და დააწკაპეთ ღილაკს:  APPLY 
  • შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, მისამართი, ქალაქი, ტელეფონის ნომერი
  • დააწკაპეთ ღილაკს:  CONTINUE TO SHIPPING 
  • აირჩიე სასურველი ფოსტა

 

ყველა ფოსტას აქვს თავისი მიწოდების ტარიფი, მიწოდების ვადები და პირობები.

 იხილეთ ფოსტების შესახებ ინფორმაცია აქ 

 

ფოსტების მიწოდების ვადებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ძირითად მენიუში სათაურით: ფოსტები

 

  • სასურველი ფოსტის არჩევის შემდეგ დააწკაპეთ:  CONTINUE TO PAYMENT 
  • აირჩიეთ სასურველი გადახდის ფორმა: 

*  ნაღდი ანგარიშსწორება (გადახდა კურიერთან)

*  უნაღდო ანგარიშსწორება (თანხის გადმორიცხვა საბანკო ანგარიშზე)

*  NET ქულებით გადახდა (NETCARD ZONE წევრებისთვის)

*  PAYPAL -ით ანგარიშსწორება (მალე)

  • სასურველი გადახდის ფორმის არჩევის შემდეგ დააწკაპეთ:  SUBMIT 

 

ღილაკზე (SUBMIT) დაწკაპებით:

*  თქვენი შეკვეთა გაიგზავნება შესაბამის მაღაზიაში

*  თქვენს მიერ შეკვეთაში მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეკვეთის შესახებ შეტყობინებას

*  გამოჩნდება თქვენი შეკვეთის კოდი რომელიც იწყება  # ნიშნით

 

  • დააწკაპეთ: CONTINUE SHOPPING 
  • გახსნილ გვერდზე დააწკაპეთ:  შეკვეთის კოდის გაგზავნა 

გაიხსნება: FACEBOOK MESSENGER

  • გამოაგზავნეთ თქვენი შეკვეთის კოდი.

 

გაითვალისწინეთ!

შეკვეთის კოდის გამოგზავნისას: კოდის წინ აუცილებლად მიუთითეთ ნიშანი  #

 

გაითვალისწინეთ!

 FACEBOOK MESSENGER -ში ნუ მოგვწერთ კითხვებს ან რაიმე დამატებით ინფორმაციას, რადგან  NETSHOP -ის FACEBOOK MESSENGER არის ავტომატიზირებული, მუშაობს ავტომატურ რეჟიმში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტის "ჩათბოტის მიერ" და განკუთვნილია მხოლოდ შეკვეთების მისაღებად.

კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ  NETSHOP -ის დახმარების ცენტრით ან NETSHOP -ის მომხმარებელთა ფორუმით

 


როგორ ხდება ანგარიშსწორება?

 

NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 2 ფასით, და შეკვეთის განხორციელებისას თავად უნდა აირჩიოთ თუ რომელი ფასით გსურთ შეძენა:

*  სტანდარტული ფასი: ამ ფასით შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია სტანდარტულ, საბაზრო ფასად, რაც ღირს მაღაზიაში.

*  ფასი NETCARD -ით: ამ ფასით შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია და მიიღოთ სერვისი დაუჯერებელ და წარმოუდგენელ ფასად, ისეთ ფასად რომელსაც ვერცერთ მაღაზიაში ვერ ნახავთ.


პირველივე შეკვეთის განხორციელება და სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია NETCARD -ის ფასით

 

  • რა არის NETCARD?  

 

ეს არის ბარათი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ სრულიად უფასოდ, პირველივე შეკვეთის განხორციელებისას!
NETCARD -ის შესახებ სრული ინფორმაცია  იხილეთ აქ

 

  • როგორ შევიძინო პროდუქცია ან მივიღო სერვისი ფასდაკლებით?


ყოველი შეკვეთის განხორციელებისას ფასდაკლების მისაღებად ზემოთ აღნიშნულ NETCARD -ის გარდა საჭიროა:

გააზიაროთ NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მინიმუმ 5 პროდუქცია

 

გაითვალისწინეთ!

ამ ფეისბუქ აქტივობის განხორციელება საჭიროა ყოველი ფასდაკლების მიღებისა და NETSHOP -ის ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას.
წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ჯერზე პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს NETSHOP ის სერვისებით სარგებლობას

 

  • ანგარიშსწორების ფორმები


NETSHOP -ის გვერდზე როგორც სტანდარტული ფასით ასევე NETCARD -ის ფასით პროდუქციის შეძენისას შეგიძლიათ აირჩიოთ და ისარგებლოთ ანგარიშსწორების თქვენთვის სასურველი ფორმით:

*  ნაღდი ანგარიშსწორება (გადახდა კურიერთან)

*  უნაღდო ანგარიშსწორება (თანხის გადმორიცხვა საბანკო ანგარიშზე)

*  NET ქულებით გადახდა (NETCARD ZONE წევრებისთვის)

*  PAYPAL -ით ანგარიშსწორება (მალე)

 

გაითვალისწინეთ!

ნაღდი ანგარიშსწორების ფორმის არჩევის შემთხვევაში: გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ შეკვეთის დროს შერჩეულ ფოსტას აქვს ამ ფორმით ანგარიშსწორების მომსახურება

 

უნაღდო ანგარიშსწორების ფორმის არჩევის შემთხვევაში: 

შეკვეთის განხორციელებისას მიიღებთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც შეგეძლებათ გადმორიცხოთ თანხა ნებისმიერი ბანკის მობაილბანკის მეშვეობით, ასევე ნებისმიერი ბანკის სერვისცენტრიდან .

თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ  თქვენი სახელი და გვარი, პროდუქციის კოდი რომელსაც უკვეთავთ, ასევე თქვენი NETCARD -ის ბარათის კოდი, (თუ უკვე ფლობთ მას),

თანხის ჩარიცხვისას აუცილებლად გადაუღეთ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს ფოტო და გამოგვიგზავნეთ იმ ფეისბუქ მესენჯერის აქაუნთიდან, რომლიდანაც განახორციელეთ შეკვეთა.

 წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ განიხილება...


როგორ ხდება შეკვეთილი პროდუქციის მიღება?

 

NETSHOP -ზე პროდუქციის შეძენისას თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფოსტა, მიტანის საფასურისა და მომსახურების პირობების მიხედვით.


შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების ვადები: 
ეს დამოკიდებულია თქვენს მიერ შეკვეთის დროს შერჩეულ ფოსტაზე,
შეკვეთის მიტანის საფასური:
ეს დამოკიდებულია თქვენს მიერ შეკვეთის დროს შერჩეულ ფოსტაზე

 

შეკვეთის დროს, ყურადღებით გაეცანით ფოსტის მომსახურების პირობებს, თითოეულ ფოსტას აქვს თავისი შეკვეთის მიწოდების ვადები და მიწოდების საფასური
 

 იხილეთ ფოსტების შესახებ  ინფორმაცია აქ 


ფოსტების მიწოდების ვადებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ მთავარ მენიუში სათაურით: ფოსტები


პროდუქციის საგარანტიო პირობები

 

გვერდზე განთავსებულ ყველა პროდუქციას უწერია საგარანტიო ვადა. ყველა პროდუქტს აქვს თავისი ინდივიდუალური საგარანტიო ვადა რომელიც შეიძლება იყოს რამოდენიმე წელი, თვე ან დღე. ზოგიერთ პროდუქციას გარანტია საერთოდ არა აქვს რაც მითითებული აქვს პროდუქციის აღწერაში.

 

გაითვალისწინეთ!

იმ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში რომელსაც არა აქვს გარანტია, კურიერის თანდასწრებით კარგად შეამოწმეთ ნივთი. რადგან გარანტია არა აქვს შესაბამისად არც არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს მაღაზიას და არც NETSHOP ამ პროდუქციასთან დაკავშირებით თქვენს მიმართ, და შესაბამისად ასეთ პროდუქციასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ მიიღება.

 

თუ პროდუქციას აქვს გარანტია, შეკვეთის მიღების დროს კურიერი შეკვეთილ პროდუქციასთან ერთად გადმოგცემთ შესაბამისი პროდუქციის საგარანტიო ტალონს. სადაც მითითებული იქნება გარანტიის ვადა, და სერვისცენტრის მისამართი, რომელი სერვისცენტრიც აღმოგიჩენთ შესაბამის დახმარებას და გაგიწევთ მომსახურეობას პროდუქციის გაუმართაობის ან რაიმე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.

 

 საგარანტიო მომსახურეობის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
 

  • ნივთი ფიზიკურად არ უნდა იყოს დაზიანებული, დაკაწრული, დახაზული
  • საგარანტიო სერვისცენტრში მომსახურეობის მისაღებად აუცილებლად უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი
  • საგარანტიო ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას
  • საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, მექანიკური დაზიანების გარეშე. (ყუთით და თანდართული აქსესუარებით)
  • დაზიანებული ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით, ხორციელდება მომხმარებლის მიერ ან მისი ხარჯით

 

საგარანტიო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შესაბამის მაღაზიას

 


როგორ გავაუქმო შეკვეთა?

თუ უკვე განახორციელეთ შეკვეთა და რაიმე მიზეზის გამო მისი გაუქმება გადაწყვიტეთ, აკრიფეთ და გამოაგზავნეთ FACEBOOK MESSENGER -ში სიტყვა: გაუქმება.  თქვენი შეკვეთა მომენტალურად გაუქმდება

 

P.S 

იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის გაუქმებამდე იმ ფოსტის კურიერი რომელიც აირჩიეთ თქვენი შეკვეთის მისაღებად მისულია მაღაზიაში თქვენი შეკვეთის ასაღებად, თქვენ მოგიწევთ ფოსტისთვის მომსახურების საფასურის გადახდა იმ ტარიფის შესაბამისად რაც უნდა გადაგეხადათ შეკვეთის მიღების შემთხვევაში...


Cart