
Falling Cubes

Falling Cubes
ჩაერთე Falling Cubes -ის მიმდინარე თვის თამაშში და გამოიმუშავე თამაშით რეალური NET ქულები.
თვის თამაშში ჩართვისა და მონაწილეობის საფასური: 300 NET
აღწერა
ყველასათვის ნაცნობი ტეტრისის თამაში, სადაც ისე უნდა დააწყო ჩამოსული ბლოკები რომ შეავსო მთლიანი ხაზი, რათა შეძლო ბლოკების წაშლა სანამ ჩამოსული ბლოკებით აივსება სათამაშო სივრცე...
თამაშის პირობები
"თამაში" ღილაკზე დაწკაპებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით თვის თამაშის პირობებს, ამიტომ ყურდღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული პირობები და "თამაში" ღილაკზე დააწკაპეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ამ პირობებს...
- ყოველი ახალი თვის თამაში იწყება თვის პირველ რიცხვში და სრულდება თვის დასრულებისას.
- იმარჯვებს მიმდინარე თვის თამაშის დასრულების დროისთვის თამაშის ლიდერბორდში პირველ 10 პოზიციაზე მყოფი 10 მოთამაშე.
- პირველ ადგილზე გასული მოთამაშე იღებს: თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 35%.
- მეორე ადგილზე გასული მოთამაშე იღებს: თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 20%.
- მესამე ადგილზე გასული მოთამაშე იღებს: თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 10%.
- 4 - 10 ადგილზე გასულ მოთამაშეებზე, თანაბრად ნაწილდება თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 20%.
- თუ თვის თამაშის დასრულების დროისთვის თამაშში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობა 7 ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში: მეორე ადგილზე გასული მოთამაშე იღებს: თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 25%, მესამე ადგილზე გასული მოთამაშე იღებს: თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 15%, 4 - 10 ადგილზე გასულ მოთამაშეებზე, თანაბრად ნაწილდება თამაშში ჩართული ყველა მონაწილის მიერ გადახდილი ქულების ჯამური რაოდენობის 10%.
- თვის თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გავლილი გქონდეს ავტორიზაცია NETSHOP -ის პლატფორმაზე.
- თვის თამაშში ჩართვისა და მონაწილეობის საფასური მომენტალურად ჩამოგეჭრება შენი NET ქულების ბალანსიდან "თამაში" ღილაკზე დაწკაპებისას.
- ერთხელ გადახდილი თამაშში მონაწილეობის მიღების საფასურით შეგიძლია ითამაშო მთელი თვის განმავლობაში ულიმიტოდ და გააუმჯობესო შენი თამაშის შედეგი, მიმდინარე თვის თამაშის დასრულებამდე.
- თუ NET ქულების ბალანსზე, თამაშში ჩართვის მომენტისთვის ("ითამაშე" ღილაკზე დაწკაპებისას) არ გექნება შესაბამისი რაოდენობის NET ქულები, შენი NET ქულების ბალანსი გადავა მინუსებში და NET ქულების ჩამოჭრა მოხდება მაშინ როცა ბალანსზე NET ქულები გექნება. (მსგავსი შემთხვევის დროს გამარჯვებულს არ დაერიცხება მოგებული NET ქულები, იმ დრომდე ვიდრე არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა).
- თამაშში ჩართვამდე შეგიძლია ითამაშო და დატესტო თამაში უფასოდ "სატესტო თამაში" ღილაკზე დაწკაპებით.
- თვის თამაშში ჩართვა შეუძლია NETSHOP -ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს თვის თამაშის მიმდინარეობის ნებისმიერ დროს. თვის ნებისმიერ რიცხვში.
აკეცვა
ნახე სრულად
კომენტარები