Dedaze

დედაო ტკბილო, როგორც შენი ძუძუს თავები,

დედაო ნაზო, სიყვარულის უფრთო ფერია,

მანახე გული, სისხლის ცრემლით ნაიარები

და მე ამ გულზე ო, რა ცოტა დამიწერია.

გადამავიწყეს სიტყვა “დედა”, შენ ასე გსურდა?

გადამავიწყეს, მერე რისთვის, ასე იყო და

მე გული ბოღმით მევსებოდა, ან რისთვის მშურდა,

როცა აკვნიდან პაწაწინა “დედას” იტყოდა.

დედაო ტკბილო, სალოცავო, საგალობელო,

ლექსში ყოველის შეიძლება განა ხსენება?

რა ძნელი იყო განშორებით, ჩემო მშობელო,

ცხრა წლის მანძილზე ეს ვაება და შეჩვენება.

და მიკვირს ეხლა, ცხრა წლის გულში ასე უღმერთოდ,

ამდენი ტანჯვა სად დაგუბდა, სად დაეტია,

რად იყო ყოფა – მეტყველება თვალთა უენოდ

ჩემი ცხოვრება იყო დრამა და ტრაგედია.

არა, ბორკილებს, ჩემო კარგო, არ ატარებდი,

სამაგიეროდ, მოგონების საკირე გწვავდა,

და იგონებდი, იქ მშობლიურ ლამაზ მხარეში,

ხუჭუჭუჭთმიანი, პაწაწინა ბიჭუნა გყავდა

ათასებს ჰყავდათ, ათასები მოიგონებდნენ,

და ღამით, როცა ყაზარმაში მეფობდა ძილი,

ბაგის ცახცახით გულს ტიტინით მოიოხებდნენ,

ის – სახელწიფოს მოღალატე დედა – და შვილი.

როგორ უნდოდათ მზის ნათელი დაგვიწყებოდა,

ამოხვალ მზეზე და სიცივით გაითოშები…

იქ, შენს საკანში ღამის ლანდი ისე წვებოდა,

როგორც სიკვდილის დაძონძილი შავი დროშები.

დედაო ნაზო, სიყვარულის უფრთო ფერია,

ამდენმა ტანჯვამ შენი სახე როგორ დაღარა,

წყეულიმც იყოს, იმ წარსულის რაც დაგრჩენია,

ხომ დამიბრუნდი ციმბირივით თეთრი ჭაღარა

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

Dedaze

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება