მომსახურების პირობები

აქ მოცემული ინფორმაცია, NETSHOP -ის ძირითადი მომსახურების  წესებისა და პირობების დამატებითი პირობებია რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად ამ სერვისით სარგებლობისთვის. NETSHOP -ის ძირითადი მომსახურების წესებისა და პირობების სანახავად დააწკაპეთ აქ

NET-შოფინგი არის NETSHOP -ის ერთერთი პოპულარული სერვისი, რომელიც მაღაზიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ნებისმიერი ტიპის მაღაზიებს, კვების ობიეტებსა და მომსახურების სერვისცენტრებს შეუძლიათ შექმნან გვერდი რამოდენიმე წუთში და დაიწყონ პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვა სრულიად უფასოდ ყოველგვარი საკომისიოსა და ყოველთვიური გადასახადის გარეშე.

თუ გსურთ ინდივიდუალურად მორგებული სტილი და დამატებითი ფუნქცია მახასიათებლები შეგიძლიათ აირჩიოთ ფასიანი პაკეტი

თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია, გაიარე მარტივი და უფასო რეგისტრაცია, შექმენი შენი ბიზნეს ანგარიში. შემდეგ შეარჩიე შენთვის სასურველი უფასო ან პრემიუმ პაკეტი. შეავსე შენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი. დააყენე შენი ლოგო. ატვირთე შენი პროდუქცია შეუზღუდავი რაოდენობით, დაურთე სურათები, აღწერა, ფასი და დაიწყე გაყიდვა...

შეგიძლია შექმნა ნებისმიერი ტიპის მაღაზიის, კვების ობიექტის ან მომსახურების სერვისცენტრისთვის გვერდი.

თქვენი გვერდი და მისი შინაარსი არ უნდა არღვევდეს თქვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს NETSHOP -ის პოლიტიკას

შეგიძლიათ გაყიდოთ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან ჩამოტვირთვადი პროდუქცია ან მომსახურება

თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა არ უნდა არღვევდეს თქვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს NETSHOP -ის პოლიტიკას

NET-შოფინგის მეშვეობით გვერდის შესაქმნელად და პროდუქციის გასაყიდად არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ვებ პროგრამირების ცოდნა. საჭიროა მხოლოდ გქონდეთ ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობა: კომპიუტერი, პლანშეტი ან სმარტფონი

თუ რაიმე გაუგებარია თქვენთვის და გესაჭიროებათ დახმარება შეგიძლიათ ეწვიოთ NETSHOP -ის დახმარების ცენტრს და წაიკითხოთ დამხმარე სტატიები, უყუროთ ვიდეო ინსტრუქციებს ან დაუკავშირდეთ ჩვენი ტექნიკური დახმარების ჯგუფს

გვერდის შექმნის შემდეგ საჭიროა თქვენი გვერდის აქტივაცია რათა შეძლოთ პროდუქციის გამოქვეყნება და გაყიდვა. გვერდის კონფიგურაციისა და აქტივაციის დამატებითი ერთჯერადი საფასური შეადგენს $4.89.
ერთჯერადი კონფიგურაციისა და აქტივაციის საფასური გვერდის (მაღაზიის) შექმნის მსურველის ერთგვარი აუტენტიფიკაციაა, რათა არ მოხდეს ჩვენი რესურსების უსარგებლოდ გახარჯვა. ეს ჩვენ გვეხმარება დავადგინოთ გვერდის შემქმნელის რეალობა რათა სწორად და მართებულად მოხდეს ჩვენი რესურსების გამოყენება და ყველა რეალურ მომხმარებელზე განაწილება.
ამ საფასურს იხდით მხოლოდ ერთხელ და თქვენს მიერ გადახდილი თანხა სრულად გიბრუნდებათ უკან უფასო სარეკლამო კამპანიის სახით. 5 სხვადასხვა სახის სარეკლამო შემოთავაზებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და ისარგებლოთ 1 თვის განმავლობაში უფასოდ რაც დაგეხმარებათ სწრაფად გადადგათ ნაბიჯი წინ, გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და გაყიდვების მაჩვენებელი.  ნახეთ შემოთავაზებული რეკლამის სახეობები

აღსანიშნავია რომ იგივე სახის სარეკლამო სერვისის საფასური ბევრად აღემატება $4.89 დოლარს და მისი ფასი შეადგენს $49 დოლარს 1 თვის განმავლობაში. სარეკლამო სერვისით სარგებლობის უფასო 1 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ იგივე სარეკლამო სერვისით სარგებლობა თვეში სულ რაღაც $49 დოლარად.

გვერდის შესაქმნელად და პროდუქციის გასაყიდად NETSHOP -ის მხრიდან არ მოგეთხოვებათ ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანია. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია შექმნას თავისი გვერდი და დაიწყოს ონლაინ გაყიდვა უფასოდ.

შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და გაყიდოთ შეუზღუდავი რაოდენობის პროდუქცია სრულიად უფასოდ, ყოველგვარი საკომისიოსა და ყოველთვიური გადასახდის გარეშე

იმისათვის რომ შეძლოთ NET შოფინგის სერვისით სარგებლობა უნდა აკმაყოფილებდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:

ზოგადი პირობები:

*  თქვენი პროდუქტები ან საქმიანობა (სერვისი) უნდა იყოს კანონიერი და არ უნდა არღვევდეს თქვენს რეგიონში (საქართველოში) მოქმედ კანონმდებლობას, აგრეთვე არ უნდა არღვევდეს NETSHOP -ის ზოგად მომსახურების პოლიტიკას.

*  თუ ყიდით ფიზიკურ პროდუქტებს, თქვენი პროდუქტები უნდა იყოს საქართველოში საწყობში ან სხვა კონკრეტულ მისამართზე რეალიზაციისთვის გამზადებულ მდგომარეობაში ან თვითონ უნდა ახდენდეთ მის დამზადებას/წარმოებას შეკვეთის მიღების შემდეგ დათქმულ ვადებში.
დაუშვებელია სხვა ქვეყნებიდან პროდუქტების გამოწერის შეთავაზებები. მაგ: Amazon-დან, ebay-დან და სხვა.

*  უნდა გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერით ან მობილური მოწყობილობით რათა შეძლოთ შეკვეთების დროულად მიღება და დამუშავება.
თქვენი შეკვეთების დასამუშავებლად რეკომენდებულია ისარგებლოთ ლეპტოპით/ნოუთბუქით ან პერსონალური კომპიუტერით.

*  შეკვეთის მიღების შემდეგ უნდა შეგეძლოთ შეკვეთის გონივრულ ვადებში გამზადება ტრანსპორტირებისთვის. ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქტი მაქსიმალურად
უნდა იყოს შეფუთული ისე რომ ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს მისი უნებური დაზიანება

დამატებითი პირობები:

*  NETSHOP თავის ერთგულ, NETSHOP -ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას პროდუქტები შეიძინონ ფასდაკლებით "სპეციალური ფასებით". თქვენ პროდუქტის განთავსების დროს მოგეთხოვებათ თითოეულ პროდუქტს მიუთითოთ 2 ფასი. "სტანდარტული ფასი" რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის და "სპეციალური ფასი" რომელიც მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს სტანდარტული ფასისგან.

თქვენი პროდუქტის "სპეციალური ფასი" ყველა რეგისტრირებული მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი.  იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს თქვენი პროდუქტების "სპეციალური ფასით" შეძენა უნდა აკმაყოფილებდეს NETSHOP -ის განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

*  NETSHOP რეგისტრირებულ მომხმარებლებს აგრეთვე აძლევს პროდუქტების შეძენის დროს ქულების დაგროვების შესაძლებლობას. ყოველი შეკვეთის განხორციელებისას რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშზე გროვდება NET ქულები, ყოველ გადახდილ 1 ლარზე 1 NET ქულა. შესაბამისად ეს თქვენს ანგარიშზე აისახება როგორც შეკვეთის ღირებულების მინუს 1%.

ეს ასე გამოიყურება:

1 ლარზე = 1 თეთრი

100 ლარზე = 1 ლარი

თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლებს უფრო მეტი ქულები შესთავაზოთ თქვენი პროდუქტების შეძენისთვის, რაც გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან და გაზრდის თქვენი გაყიდვების მაჩვენებელს. (შესაძლებელია როგორც თქვენს ყველა პროდუქტზე საერთო მაღალი ქულების მინიჭება ასევე თქვენს ყოველ პროდუქტზე ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული ქულების მინიჭება).

 

თქვენი გვერდის სამართავი პანელის მენიუში ნახავთ განყოფილებას ანგარიშწორება. სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი მიმდინარე ბალანსი და ნებისმიერ დროს თქვენი ნავაჭრი თანხა სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე. აგრეთვე ყოველთვის შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სრული ტრანზაქციების ისტორია.

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მომსახურების პირობები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება