პეპლები
პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. მათი უმრავლესობა მხოლოდ რამდებიმე კვირას ცოცხლობს.ისინი წყვილდებიან, დებენ კვერცხებს და შემდეგ იხოცებიან.
ფრთები
პეპლის ფრთები პაწაწინა ფერადი, კაშკაშა ქერცლითაა დაფარული. კაშკაშა ფერის ქერცლი სინათლეს ირეკლავს, რის გამოც პეპლები ფრენისას ციმციმებენ. პეპლები ყვავილის ნქტრით იკვებებიან. ერთ-ერთი პეპელა, ცისფერი იკარი, ფრთების მეშვეობით მზის სითბოს შთანთქავს.
დახურე და გაშალე
გაშლილი ფრთებით პეპელა მზის სითბოს იღებს და ენერგიას იკრებს. დაკეცილი ფრთებით კი ისვენებს. ამ დროს ის მზის სხივების პირისპი ჯდება, ისე, რომ მისი ჩრდილი ძალიან პატარა იყოს და მტერმა ვერ შენიშნოს.
მოხატული ფრთები
ლამზად მოხატული ფრთები პეპელას ეხმარება, შენიშნოს სხვა, თავისივე ჯიშის პეპელა, რომელთანაც დაწყვილდება. აფრიკული დანაიდა შხამიანია. ჩიტებმა იციან, რომ ის არ უნდა შეჭამონ. არქტიკული რგოლოვანა მუქი ფრთებით სიცხეს ისრუტავს. ამგვარად მოხატული ფრთებით პეპელა ვანესა მეწყვილეს იზიდავს. ფრაკუთხა მიწაზე ჩამოვარდნილ ფოთოლს ჰგავს.
პეპელას დაბადება
დედალი პეპელა კვერცხებს რომელიმე მცენარეზე დებს. კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი მცენარით იკვებება და იზრდება. ზრდასრული მატლი პარკს ქსოვს, თვითონ შიგნით ექცევა და პეპლად გადაიქცევა.
სპილო, ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი დედამიწაზე
სპილო ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია დედამიწაზე. სპილოს წონა 5-6 ტონაა, ხოლო სიმაღლე 3-5 მეტრია და ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველია. სპილო ნაყოფს 22 თვე ატარებს მუცლით. ახალდაბადებული სპლიყვი დაახლოებით 150კგ-მდე აღწევს და დღეში 9 ლიტრამდე დედის რძეს სვამს, თუ დედის რძე შემოაკლდება მაშინ მეორე "დედა" წაეხმარება ხოლმე. სპილოს ხორთუმი წაგრძელებული ცხვირია რომელიც ზედა ტუჩთან არის შეერთებული. სპილო გამოკვეთილი დიდი ყურების საშუალებით იგრილებს თავს, რადგან ყურების სისხლის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია ორგანიზმის საერთო ტემპერატურაზე. მისი სქელი სვეტებივით ფეხის ტერფები მიწაზე დადგომისას ფართოვდება, რითაც საყრდენის ფართობს ზრდის. ეშვები ზედა ყბის გამონაზარდებია, ეხმარება გზის გაკვლევაში, მიწის გათხრაში, ისინი ხშირად ემტვრევა, უცვდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეზრდება. ეშვის რეკორდული წონა 200 კგ-ია. სპილო ძირითადად ტროპიკოლ სარტყელში ცხოვრობს. მხოლოდ ამ ზონას ძალუძს გამოკვებოს ეს უზარმაზარი ცხოველი რომელიც დღე-ღამეში 300კგ-მდე მცენარეულ საკვებს მიირთმევს.
სპილო დაახლოებით 60-70 წელს ცოცხლობს, 12 წლისათვის უკვე ზრდასრულია, ხოლო 30-40 წელი, მათი ორგანიზმის გაფუჩქვნის ხანაა. სპილო სხვა ცხოველებისგან განსხვავებით თავისი სიკვდილით კვდება, (მისი მომრევი ცხოველთა სამყაროში არავინაა) თუ ადამიანმა არ მოუსწრაფა სიცოცხლე.
სპილოს ყველაზე დიდი მტერი ადამიანია. რადგან სპილოს ძვალი და ეშვები ძვირფასია და გამოიყენება სამკაულების, სამშვენისის, ბილიარდის ბურთების, როიალის კლავიშების და სხვა ძვირფასი ნივთების დასამზადებლად, რის გამოც აფრიკაში ყოველწლიურად 100 000 სპილოს კლავდნენ. პლასმასის გამოგონებამ და ნაკრძალების შექმნამ სპილო გადაშენებას გადაარჩინა მაგრამ მათი რაოდენობა ბოლო წლეების განმავლობაში ძლიერ შემცირდა. ინდური სპილოს გაწვთნა შესაძლებელია და მას მძიმე ტვირთების გადასატანად იყენებენ, ასევე ცირკებშიც ყავთ. აფრიკული სპილო არ იწვთნება. სპილოებს უძველეს დროში საომარ საქმეშიც იყენებდნენ. სპილოები საომარ ძალად პირველად ინდოელებმა გამოიყენეს, შემდგომ იყენებდნენ ელინისტური სახელმწიფოები და კართაგენი რომის წინააღმდეგ პუნიკურ ომებში...
მარსი
მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი [4] ) — მეოთხე პლანეტა სიშორითა და მერკურის შემდეგ, ზომით ყველაზე მცირე პლანეტა მზის სისტემაში . მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია ( არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მარსს მეტსახელად ”წითელ პლანეტასაც” უწოდებენ, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობის გამო, რაც მაგემიტის (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული. მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება, მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია (დედამიწასთან შედარებით წნევა მარსის ზედაპირზე 160-ჯერ მცირეა). პლანეტის რელიეფის თავისებურებას წარმოადგენს: მთვარის მსგავსი კრატერები (ისინი მეტეორიტებთან შეჯახებითაა გამოწვეული), ვულკანები , უდაბნოები , ხეობები და დედამიწის მსგავსი პოლარული ყინულის ქუდები .
მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი გააჩნია - ფობოსი და დეიმოსი (ბერძნულიდან, "შიში" და "საშინელება", არესის შვილების სახელებია, რომლებიც ომის დროს მუდამ მის გვერდით იმყოფებიან). ორივე თანამგზავრი მცირე ზომისაა (ფობოსი - 26,8×22,4×18,4 კმ , ხოლო დეიმოსი - 15×12,2×10,4 კმ ) და უსწორმასწორო ზედაპირი გააჩნია.
პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია . არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.
მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ.1960-იანი წლებიდან ავტომატური კოსმოსური აპარატების მეშვეობით მარსის შესწავლას ცდილობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები (პროგრამები: "მარინერი ", "ვიკინგი ", «Mars Global Surveyor» და სხვა), საბჭოთა კავშირი (პროგრამები: "მარსი " და "ფობოსი "), ევროპის კოსმოსური სააგენტო (პროგრამა, "მარს-ექსპრესი ") და ინდოეთი (პროგრამა, "მანგალიანი "). მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც დედამიწიდან 1964 წელს გაუშვეს. დღეისთვის მარსი დედამიწის შემდეგ, ყველაზე დაწვრილებით შესწავლილი პლანეტაა.
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება.
მარსის ბრუნვის პერიოდი, სეზონური ციკლები და დახრილობა, რომელიც სეზონებს განსაზღვრავს ძალიან ჰგავს დედამიწისას. მარსზე გვხვდება ისეთ საოცრება, როგორიცაა ოლიმპოს მთა , ყველზე დიდი ვულკანი და სიმაღლით მეორე მთა (28 000 მეტრი ) მზის სისტემაში. ასევე ვხვდებით მარინერის ხეობებს , რომელიც მზის სისტემაში უდიდეს კანიონს წარმოადგენს. დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელიწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელიწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.
2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).
ზამთარში მარსის პოლუსებზე ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა, ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს.
დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც წარსულში მარსის სიცოცხლისთვის ვარგისობას შეისწავლიან, და ამავდროულად აფასებენ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. სამომავლოდ დაგეგმილია ასტრობიოლოგიური მისიები. მცირე ატმოსფერული წნევის გამო მარსის ზედაპირზე შეუძლებელია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა.
გალაქტიკები
გალაქტიკა — გრავიტაციულად დაკავშირებული მატერიის მასიური სისტემა, რომელიც შეიცავს ვარსკვლავებს , ვარსკვლავურ ნარჩენებს , გაზისა და მტვრის ვარსკვლავთშორის სივრცესა და ბნელ მატერიას — მნიშვნელოვან, მაგრამ თითქმის უცნობ კომპონენტს. სიტყვა გალაქტიკა ბერძნულიდანაა წარმოებული „γαλαξίας“ (იკითხება გალაქსია) და ნიშნავს „რძიანს“. ამიტომაც ინგლისურად ჩვენს გალაქტიკას „რძიან გზას“ უწოდებენ, ხოლო ქართულში მას, ძირითადად, „ირმის ნახტომად“ მოიხსენიებენ. გალაქტიკების მრავალფეროვნება იწყება ჯუჯებით, რომლებიც 10 მილიონამდე (10 7 ) ვარსკვლავს შეიცავს, და მთავრდება გიგანტებით, რომელთა შემადგენლობაში 100 ტრილიონი (10 14 ) ვარსკვლავი შედის. თითოეული ვარსკვლავი საკუთარი გალაქტიკის მასის ცენტრის ირგვლის მოძრაობს. გალაქტიკები პლანეტების , ვარსკვლავების , ვარსკვლავთგროვებისა და გარკვეული ტიპის ვარსკვლავთშორისი ღრუბლების სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს. ამ ობიექტებს შორის არის კოსმოსური სხივების , გაზისა და მტვრის მეჩხერი ვარსკვლავთშორისი სივრცე . უმეტეს გალაქტიკათა ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი ბინადრობს. თანამედროვე მოსაზრების მიხედვით, ზემასიური შავი ხვრელი გალაქტიკის აქტიური ბირთვის ძირითადი მომმარაგებელია. ცნობილია, რომ „ირმის ნახტომი“ სულ ცოტა ერთ ასეთ ობიექტს შეიცავს.
ისტორიულად, გალაქტიკები კატეგორიებად იყო დაყოფილი მათი ხილული ფორმების მიხედვით, რომელსაც ჩვეულებრივ ვიზუალურ მორფოლოგიას უწოდებენ. გავრცელებული ფორმა არის ელიფსური გალაქტიკა , რომელსაც ელიფსის ფორმის სინათლის მოხაზულობა აქვს. სპირალური გალაქტიკები დისკოს ფორმისაა მტვრიანი, მრუდე მკლავებით. უჩვეულო ფორმისა და უსწორომასწორო გალაქტკებს არაწესიერი გალაქტიკები ეწოდება და ჩვეულებრივ წარმოიქმნება მეზობელი გალაქტიკების გრავიტაციული მიზიდულობის შეწყვეტით. ასეთი ურთიერთქმედება ერთმანეთთან ახლოს მდებარე გალაქტიკებს შორის, რომელიც საბოლოოდ შეჯახებით მთავრდება, ზოგჯერ იწვევს ვარსკვლავების წარმოქმნის შესამჩნევად ზრდად შემთხვევებს.
ხილულ სამყაროში 170 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა. გალაქტიკათა უმეტესობის დიამეტრი 1000-დან 100 000 პარსეკამდეა და ერთმანეთისგან მილიონობით პარსეკის (ან მეგაპარსეკი) მანძილითაა დაშორებული. გალაქტიკათშორის სივრცეში (სივრცე გალაქტიკებს შორის) გათხელებული გაზია, რომლის საშუალო სიმჭიდროვე კუბურ მეტრზე ერთი ატომია . გალაქტიკათა უმეტესობა არც სრულიად შემთხვევითაა დალაგებული, არც სრულიად განსაზღვრული წყობათა ერთობლიობით, რომელსაც გალაქტიკათა ჯგუფები ან გროვები ეწოდება, რომელიც, მეორე მხრივ, უფრო დიდ ზეგროვებს წარმოქმნის. უდიდეს მასშტაბებზე ეს გაერთიანებები დალაგებულია ფილამენტებად და ქსოვილებად, რომლებიც გარშემორტყმულია უზარმაზარი ვოიდებით (სიცარიელით).