რა არის სიურეალიზმი?
სიურეალიზმი – საფრანგეთში 1930-იანი წლების დასაწყისში, ხელოვანებისა და მწერლების ჯგუფმა, მოდერნიზმისგან სრულიად განსხვავებული, ლოგიკისა და რეალიზმის წინააღმდეგ მიმართული მიდგომა შესთავაზეს სამყაროს. ირაციონალური, უწესრიგო, ნორმიდან გადახრილი და ზოგჯერ ძალადობრივი სოციალური ქმედებების მომცველი სიურეალიზმი, პოეტ ანდრე ბრეტონის (André Breton, 1896-1966) გონებაში დაიბადა და დადას ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენდა.
ანდრე ბრეტონი მედიცინასა და ფსიქიატრიას სწავლობდა და I მსოფლიო ომის დროს ნევროლოგიურ ჰოსპიტალში მსახურობდა, სადაც კონტუზიამიღებულ ჯარისკაცებთან ფროიდის ანალიზის მეთოდს იყენებდა. 1924 წლისთვის ბრეტონმა, რომელიც კვლავინდებურად ადამიანის გონების ახირებებით იყო დაინტერესებული, გამოაქვეყნა სიურეალიზმის მანიფესტი, რომელშიც ასახა ფროიდის კონცეფცია, რომელიც ადამიანის გონებას განიხილავდა ბრძოლის ველად, სადაც ქვეცნობიერის ირაციონალური ძალები, მუდმივად ებრძვიან ცნობიერის რაციონალურ, მოწესრიგებულ და დამთრგუნველ ძალებს. გონისაგან ცნობიერების განთავისუფლებით, ბრეტონი მიისწრაფვოდა გამოეკვლია ადამიანის ყველაზე ძირეული, ირაციონალური, აკრძალული სექსუალური სურვილები, საიდუმლო ფანტაზიები და ძალადობრივი ინსტინქტები. როგორც 1934 წელს წერდა ბრეტონი – “ჩვენ ჯერაც ლოგიკის კანონებით ვცხოვრობთ”. ამ შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, ბრეტონმა და სხვა სიურეალისტებმა სიზმრის ანალიზის, თავისუფალი ასოციაციების, ავტომატური წერის, ვერბალური თამაშებისა და ჰიპნოზური ტრანსების მეშვეობით, ქვეცნობიერის გათავისუფლების სტრატეგია შეიმუშავეს. სიურეალისტებმა შეისწავლეს “დანაშაულებრივი შეშლილობისა” და “ქალური გონების” შემთხვევები, რადგან სჯეროდათ, რომ ეს უკანასკნელი, მამაკაცის გონებაზე უფრო სუსტიც იყო და მეტად ბრეტონი ფიქრობდა, რომ 1920-იანი წლების, ომით დაავადებული საზოგადოების გაუმჯობესების ერთადერთ გზას, რაციონალურ შეზღუდვებს გამცდარი, უფრო ძლიერი სიურეალობის აღმოჩენა წარმოადგენდა.
კომენტარები