* * **
“მე შენთვის მთელი საქართველო მოვიპარე”….
პერანგზე ღილებად ყვითელგულა გვირილები დაგაბნიე…
წყაროს, მოწანწკალეს, შენი სიწმინდობით შეგადარე…
მთასაც ვესტუმრე და… ნისლი ფიქრებად დაგახვიე…..
ქარსაც, ჭორიკანას, მოუსვენარს, შენთან მოკითხვები დავაბარე…
მთელი ქართველობის ხასითი ვაგროვე, ყველა დაგაბრალე…
დიდგორის ბრძოლაში ნამარჯვები სული ჩემს ერთს აქვსო, დავიფიცე…
დილის ცისკრობის დროს მზის სხივები სულ სხვა ნათელით დაგანახე….
ლექსში რითმებად აგკინძე და…ზეწარზე მარგალიტად გაგაბნიე,
ფერდობზე, აწყვეტილ საკინძეზე, დაკარგულ ღილად გაგამხილე…
ჭიამაიებიც მოვიპარე..ეგებ მიპოვოთ – თქო, დავარიგე..
მე კი ავედევნე ჩოღროებში ჭრიალით მიმავალ ხის მარხილებს….
უბრალო სოფლის გოგომ სიყვარულით აგწიე ცამდე..გაგადიდე…
წვეთებმა ტანზე თხელი კაბა მატმასნეს, აგშალეს…გადაგრიეს…
შენი დადებული ზღვარი გრძნობებს ვაშორე, სულ მთლად გავარღვიე….
ზეცას ვერ დაეტა სიყვარული, ამიტომ ცის თაღი გადავწიე..
“მე შენთვის მთელი საქართველო მოვიპარე”…
მინდვრები…ტყეები თუ ტბები…ზღვები…
ტალღად გადაქცევაც გაგიბედე..მთვარეს მიგასმსგავსე შეფიქრებით…
ტაძრები გულში ჩაგიდგი და…ღვთის მოშიშია თქო, ამას ვწერდი…
ეს რა უნდობელად გამაწბილე…ეს რა უსულგულო გამოდექი!..
რისი ქართველობა…ვაჟკაცობა..?! შიშით მონებული შემომყურებ!…
ჯაჭვის პერანგიც კი ვერ ატარე, გულში დაცულად რომ გყოლებოდი…
ბუხარ გიზგიზელა ოდის კარი ტკივილის ჭრიალით შემოვხურე!…..
შენთვის მოპარული საქართველო უკლებლივ, მისხალ – მისხალ დამიბრუნე!…
სანთელი ,ყველა, დაღვენთილი, ისევ ხელთავიდან გამიცოცხლე!….
ცრემლი დამშრალი და სულ გამქრალი, თვალზე ძველებურად დამადინე!…
ისე დამიბრუნე სიყვარული, არასდროს რომ არ გამიცოტდეს!…
“მე შენთვის…მთელი საქართველო მოვიპარე!”……
Published in ბლოგი
კომენტარები