7 უცნაური წვიმით ნაპოვნი მეორე ნახევარი თავი IX

ჩემი გაბრწყინებული სახის დანახვაზე ნატუკა ყველაფერს მიხვდა და ისეთი გა ბრაზებული სახით იჯდა, რომ მისალმებაც ძლივს გავბედე. ის არ მომესალმა, ალბათ თავხედათ ჩამთვალა, მე რომ მიუხედავად ყველაფრისა მივესალმე, მაგრამ საერთოდ ვთვლი რომ, ადრე თუ გვიან ყველა, ყველაფერს გაპატიებს, როდესაც შეხედავენ როგორი ბედნიერი იმ ადამიანის გვერდით ვინც მათ ასე არ მოსწონთ. მუშაობას შევუდექი, მაგრამ ფიქრებით სამ ადამიანთან ვიყავი მხოლოდ: ნიკა, ნატუკა და ანდრეა. სამი მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში რას ფიქრობდა ჩემზე ვინ იცის… მთელი დრო ისე გავიდა ნატუკას სიტყვაც არ უთქვამს. სიმართლე რომ ვთქვა გული მწყდებოდა საშინლად. გვიან გამოვედი სამსახურიდან, ნიკა უკვე მელოდებოდა. მანქანასთან მდგომი რომ დავინახე, სულ დამავიწყდა სად ვიყავით ისე გავექანე მისკენ და მოვეხვიე, თითქოს საუკუნეა არ მენახა, მაგრამ ჩემთვის რამდენიმე საათიც კი უკვე საუკუნეს უდრიდა… სულ აღარ მახსოვდა განაწყენებუ ლი ნატუკა იმ წუთს. ჩავსხედით მანქანაში და ჩემი სახლისკენ გავეშურეთ. ჩემი მყუდრო ბინა თითქოს ჩემს გარეშე მოწყენილი იყო… ძალიან გვშიოდა, ამიტომ პიცა შევუკვეთეთ. პიცის მოლოდინში დივანზე დავსხედით და ფილმი შევარჩიეთ. მალე კარებზე ზარის ხმა გაისმა და ჩვენი შეკვეთაც მოუტანიათ. კმაყოფილმა გამოვ ართვი და ფული გადავუხადე. სამზარეულოში გავედი და დავჭერი. მაცივარში წვენი მქონდა, ისიც გამოვიღე და მისაღებში გავედი.ნიკა ფილმის ყურებით იყო გართული, მის წინ დავალაგე წვენი და პიცა და გვერდით მივუსკუპდი.

– ბატონო ნიკოლოზ, შეგიძლიათ მიირთვათ.

– ვუთხარი და გავუღიმე. გემრიელად მივირთვით პიცა, წვენიც დავლიეთ და ფი ლმს ვერ ვაშორებდით თვალს. კარგად გავერთეთ… მერე კი როგორც დილას აღმოვა ჩინე, ნიკაზე მიხუტებულს ჩამძინებია… თავხედურად შემოჭრილმა მზის სხივმა თვალი მომჭრა და ძილი დამიფრთხო. რომ გავახილე თვალები და დავინახე სად ვიწექი, გული გამისკდა, მაგრამ ნიკას დანახვაზე დავმშვიდდი. ვაკოცე და ისიც გავაღვიძე. შევედი ჩემს ოთახში და ტანსაცმლის შერჩევას შევუდექი. ულამაზესი კაბა შევარჩიე, შესაფერისი ქუსლიანი ფეხაცმლით. თმა შევიკარი და ოთახიდან გავედი, რომ ნიკასთვის მეთქვა წავიდეთთქო და ნიკა ფართუკით გაზქურასთან მდგომი დავინახე. გამეღიმა და მასთან მივედი. მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. ვისაუზმეთ და ვიფიქრე ახლა მაინც წამიყვანდა სამსახურში, მაგრამ ვინ დაგაცდის. მთელი ჭამის პერიოდში თვალს არ მაშორებდა ნიკა, რომ მოვრჩით დამასწრო ადგომა, მოვიდა ჩემთან და ვნებიანად დაწვდა ჩემს ტუჩებს.

– პრინცესავ შეუდარებელი ხარ. სამსახურში რომ დაიგვიანო და ცოტა ხანს ჩემთან დარჩე არ გინდა? შემომთავაზა ეშმაკურად და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.

– ნიკა საქმე მაქვს.

– კარგი რა ნინა, ასეთ მშვენიერ ფორმაში რომ გამომეცხადე ამ დილას, რა გეგონა ისე გაგიშვებდი?

-ოხ ნიკა, ნიკა…

– ვუთხარი და გავუცინე… ეს უკვე ფაქტიურად ნიშნავდა რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, მაინც არ წამიყვანდა, სანამ არ დამეუფლებოდა ისევ. ამიტომ მის ნებას დავყევი და კვლავ მისი გავხდი… ცოტა ხანს მის მკერდზე თავდადებული ვიწექი, შემდეგ კი სწრაფად ავდექი და ჩავიცვი.ამჯერად ვეღარ შემეწინააღმდეგებოდა და ისიც უცებ გაემზადა. სამსახურში მისვლისთანავე ნატუკასთვის წერილი დავწერე: ნატ, მაპატიე მაგრამ ხომ იცი რომ ნიკა მიყვარს და მაინც წავიდოდი. ასე რომ გთხოვ ამის გამო ნუ მიბრაზდები. ჩვენს მეგობრობას ხელს არ უნდა უშლიდეს ჩემი პირადი ცხოვრება. გთხოვ შემირიგდი და ნუ იქცევი პატარა ჯიუტი ბავშივით. მის კაბინეტში გავედი და მაგიდაზე დავუდე. ის ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ოთახი დან კმაყოფილი გამოვედი, იმედი მქონდა ჩემი წერილი გაჭრიდა და მოეშვებოდა ბავშვივით გაბუტვას. იმ დღეს სამწუხაროდ ნატუკა არ მოსულა, ცოტა ავნერვიულ დი, არასდროს აცდენდა და გამიკვირდა, მაგრამ რას ვიზამდი. საღამოს სახლში მარტო დავბრუნდი. ცოტა ხანს ფიქრი მჭირდებოდა, ამიტომ ნიკასთვის არაფერი მითქვამს… ღამით ანდრეას ველაპარაკებოდი სკაიპში, რომ ნიკამ შემოაღო ჩემი ოთახის კარი.საიდან ჰქონდა სახლის გასაღები არ ვიცი, მაგრამ მისგან ხომ ისედაც აღარც არაფერი მიკვირდა… ანდრეამ რომ დაინახა გაგიჟდა ლამის.

– ნინააააა ეს ბიჭი ვინააა? და რა უნდა შენთან ამ დროს?

– ანდრეა დამშვიდდი, ყველაფერს აგიხსნი.

– რა უნდა ამიხსნა ნინა? რომ ვიღაც უცნობთან ერთად ხარ, ღამით მარტო სახლში? – ანდრეა! ნიკა ჩემი შეყვარებული გახდა, რამდენიმე დღეა ერთად ვართ.

– შენ სულ გაგიჟდი ნინა? იმედი მაქვს თქვენს შორის არაფერი მომხდარა, ორივესთვის ასე აჯობებს, თორემ არც ერთს არ გაცოცხლებთ და როდის უნდა გეთქვა რომ შეყვარებული გყავს თურმე?

– ანდრეა!ყველაფრის თქმას ვაპირებდი ისედაც, ასე რომ ნუ ბრაზობ… უკვე ცრემლები მდიოდა…

– ნინა ნუ ტირიხარ! შენი ცრემლებით ახლა ვერ მომალბობ. არ დამენახო საერთოდ, კარგად ბრძანდებოდე, მოღალატე ხარ ნინა! მითხრა და გამითიშა. უკვე კანკალი დამეწყო ისე ვტიროდი, ნიკა გაშეშებული იდგა, რა ეთქვა არ იცოდა. უცებ მოვიდა ხელში ამიყვანა, საწოლზე დამსვა, მაგრად ჩამეხუტა და დაიწყო საუბარი:

– ნინა მაპატიე, კარგი? დაუკითხავად არ უნდა მოვსულიყავი, როგორც ჩანს. დამშვი დდი ჩემო პრინცესავ, შენი ძმა პატარა აღარაა და გაგიგებს ყველაფერს ავუხსნი რომ მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, რომ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და მუდამ შენზე ვიზრუნებ.

– არა ნიკა, ის ამას არ გვაპატიებს, მით უფრო რომ გაიგებს რომ ერთად გავატარეთ ღამე.მოგკლავს ალბათ შენც და მეც….

– ნინა დამშვიდდი. ის ყველაფერს გაგვიგებს ჩემო პრინცესავ. მითხრა ნიკამ და მე აღარაფრის თქმა აღარ მსურდა. მხოლოდ მივეხუტე უფრო მაგრად და ვტიროდი. ტირილში დამძინებია, დილას დასიებული თვალებით გამეღვიძა… თითქოს ყველა ფერი კარგი დასრულდა უკვე… რა ხანმოკლე ყოფილა ბედნიერება…

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

7 უცნაური წვიმით ნაპოვნი მეორე ნახევარი თავი IX

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება