7 უცნაური წვიმით ნაპოვნი მეორე ნახევარი თავი V-VI-VII

თავი V

ისევ ვიგრძენი უკნიდან შეხება, ამჯერად ისე შემეშინდა გული წამივიდა, მეგო ნა მომეჩვენა. ცოტა ხანში თვალები რომ გავახილე, კოტეჯში ვიყავი. ნიკა დამცქერო და მთელი ეს დრო თურმე და ძალიან გაუხარდა თვალები რომ გავახილე. შევიშმუშნე, მეგონა მეჩვენებოდა ის აქ, რადგან არ წარმომედგინა აქ თუ იქნებოდა. არა ეს წვიმა, მართლაც უცნაური რამეა…

– ნიკა?

– ხო ნინა მე ვარ.მაპატიე ასე რომ შეგაშინე.

– კი მაგრამ რა გინდა აქ?

– და შენ გეგონა ქალაქიდან გასვლით მომიშორებდი?

– მე მინდოდა ნამდვილად რომ მოგშორებოდი, ჩვენი ბოლო შეხვერდა არ დამთავრ ებულა კარგად როგორც გახსოვს და სიმშვიდე მჭირდებოდა. მინდოდა აქ მაინც ვყოფილიყავი მარტო, მაგრამ როგორც ჩანს აჩრდილივით ყველგან დამყვები!

– ხო ნინა, შენს წვიმეულ აჩრდილად ვარ ქცეული უკვე. ბოლო შეხვედრას რაც შეეხება, შენ ყველაზე კარგი დღე გააფუჭე…

– ანუ მე ვარ დამნაშავე ხომ? კარგი, მაშინ თუ ასე თვლი, რაღას დამსდევ, მომშორდი საერთოდ იქნებ უფრო მშვიდად ვიგრძნო თავი და შენც აღარ ჩაგეშლება დაგეგმი ლი კარგი დღეები.

– ირონიულად ვუპასუხე, თან ვფიქრობდი რა თავხედია, მადანაშაულებს და მაინც თან დამყვება.

– ხო შენი ბრალია, მაგრამ ვერ მოგშორდები, გამორიცხულია.

– კი მაგრამ რატომ? რა გინდა ნიკა?

– იმიტომ…განსაკუთრებული არაფერიც არ მინდა, ყველაფერს თავის დროზე გაიგებ.

– ისევ იგივეს ვიწყებთ ამჩნევ? ისევ ცდილობ საიდუმლოდ დატოვო რაღაცები და კიდევ უფრო გამაბრაზო. წადი ნიკა და აღარ დაბრუნდე გთხოვ, ჩემთვის ასე ჯობს. -არა ნინა, არსად წასვლას არ ვაპირებ იცოდე. ჩვენ ისევ შევხვდებით.

– შევხვდებით, რა თქმა უნდა, შემთხვევით, თბილისი ხომ არც ისე დიდია…

– ვუპასუხე ირონიულად. ნიკას აღარაფერი უთქვამს, ადგა და გავიდა. ესღა მაკლდა ვფიქრობდი ჩემთვის, თბილისიდან მას გამოვექეცი, ის კი აქაც გამომყვა. მოუხედავად იმისა რომ წვიმისას მომენატრა ის 4 შეხვედრა, ახლა სულაც არ გამხარ ებია მისი აქ დანახვა. სიმშვიდე ისევ დამირღვია, ახლა ვიცოდი მასზე ფიქრები ისევ შემომიტევდნენ, მე კი ეს სასტიკად არ მინდოდა, მე ხომ ასეთი არ ვიყავი აქამდე. არავიზე ვფიქრობდი და ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად. აზრი აღარ ქონდა აქ ყოფნას, ამიტომ ისევ თბილისში წავედი, თუმცა სამსახურში დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებდი. მიუხედავად იმისა რომ ერთი ღამე გავატარე რაჭაში, ბუნების სილამა ზე ჩემს აღქმაში ჩარჩა და სასიამოვნო შეგრძნებას ბადებდა. მაგრამ ჩემი სახლი მაინც მომნატრებია. კარები შევაღე და მშვიდი ატმოსფერო რომელიც ჩემი მარტო ყოფნის გამო სახლში მუდამ სუფევდა, ახლაც სასიამოვნოდ მომხვდა. მე ხომ ზუსტა დაც ეს მჭირდებოდა. აბაზანაში შევედი, ცხელი წყალი მავიწყებდა თითქმის ყველა ფერს. იქიდან სრულიად მშვიდად გამოვედი და დავწექი. 5 დღე გავატარე ასე სახლ ში, ვჭამდი და მეძინა. ძილიანობა ხომ დეპრესიის ნიშანია, ხოდა მეც დეპრესიაში ვიყავი. ნატუკასთვის არ დამირეკავს, არ მინდოდა ახლა მისთვის იმის ახსნა, რატომ ჩამოვედი ასე ერთ დღეში. მხოლოდ ანდრეას დავურეკე 5 დღის შემდეგ, როდესაც უფრო მშვიდად ვიყავი, თვალებიც აღარ მქონდა ჩაშავებული და პრობლემა აღარ იყო. ანდრეას ხმის გაგონებამ გამახარა, ჩემი ძამიკო ისე მენატრებოდა, რას არ მივცემდი, ოღონდ ის აქ მყოლოდა ახლა, სულ არავინ არ გამახსენდებოდა. თბილი და-ძმური საუბრის შემდეგ, სასიამოვნო ემოციებით დატვირთულს დამეძინა. შუაღამისას ძლიერი წვიმის ხმამ გამაღვიძა, ფანჯარა არ დამიკეტავს და სიცივეც ვიგრძენი. წამოვდექი და დავკეტე, არც მიფიქრია ჩასვლაზე, თუ ის ისევ აქ იყო, დაე ეცადა, თანაც სულ ტყუილად. თითქოს შურს ვიძიებდი ამით, მაგრამ რა დააკლდებ ოდა მას რომ?! არც არაფერი. ფანჯარსთან ვიდექი კარგა ხანს, როდესაც…

თავი VI

მისი სილუეტი დავლანდე, ჩასვლა არ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ფანჯარა გამოვაღე, მან ამომხედა და დაიწყო:

– “მიყვარხარ ძლიერ პატარა გოგონავ, იცოდე მუდამ მემახსოვრები, ყურებში ჩამესმის შენი ტკბილი ხმა ვარდივით ნაზი, ალერსიანი. არასდროს დაგტოვებ ამას გპირდები, რადგან ვარ შენი გულის ერთგული, ხელებს ჩაგკიდებ, გულში ჩაგიკრავ, არ გავიფიქრებ სხვა არავიზე. როდესმე იქნებ შენც შემიყვარო, ნუ მეტყვი უარს, გთხოვ გევედრები იქნებ ოდესღაც შენც შემიყვარო, ნუ იტყვი უარს, ამ ტკბილ გრძნობაზე.”

– ამის მოსმენა უკვე ნამეტანი იყო, საიდან მოსდიოდა ამ ბიჭს ასეთი აზრები, როცა არ ელი, მაშინ რომ აკეთებს ასეთ რაღაცებს. მესიამოვნა ამ ლექსის მოსმენა, მე ხომ ზუსტად ეს ლექსი მიყვარდა ყველაზე მეტად და ჩემი რომანტიული პიროვნება ზუსტად ოცნებობდა, ამ ლექსით აეხსნა მისთვის სიყვარული იმ ერთადერთს, მაგრამ ამჯერად რადგანაც ნიკაზე გაბრაზებული ვიყავი:

– თავხედი ხარ ნიკა! გადავძახე სიბრაზით და ფანჯარა დავკეტე. ძალიან თავხედურ ად მოვიქეცი ალბათ, მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია რაოდენ ძლიერ მესიამოვნა ეს ლექსი, თუმცა მან ხომ ჩემზე ყველაფერ იცოდა, როგორც თავად მითხრა და იქნებ მართლაც მეთამაშება და სპეციალურად წამიკითხა ეს ლექსი? არ ვიცი, არ ვიცი. სულ მთლად დავიბენი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ვერც კი ვხსნიდი, იქნებ მართლად ვუყვარდი, თუ არ ვუყვარდი რას დამყვებოდა აჩრდილივით სულ მუდ ამ წვიმაში?! საერთოდ ვეღარაფერს ვხსნიდი, ჩემი ლოგიკა სადღაც გაქრა და დაბნე ული ვიყავი საშინლად. ამ ღამეს ფიქრებში დამათენდა. მზის ამოსვლასთან ერთად აბაზანაში შევედი, დაღლილობის მოხსნის მიზნით. იქიდან გამოსულმა სამზარეუ ლოს მივაშურე და ჩემი საყვარელი კაპუჩინო დავლიე. გაგიკვირდებათ და გადაწვყ ვიტე სამსახურში წავსულიყავი. შევეცადე არაფერი შემტყობოდა სახეზე. შესვლისთანავე ნატუკას მივაკითხე, მოვიკითხე ერთი კვირის უნახავი მეგობარი და შემდგომ გიგას კაბინეტისკენ წავედი. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შევე დი:

– გამარჯობათ ბატონო გიგა, დიდი მადლობა შვებულება რომ მომეცით, დღეიდან სამუშაოს ვუბრუნდები.

– გამარჯობა ნინა, არაფრის.მიხარია თუ შეძელი დასვენება. რადგან დაბრუნდი აი აიღე ეს საქაღალდეები და დაიწყე მაშინ თარგმნა.

– კარგით ბატონო გიგა. საქაღალდეები ავიღე და ჩემი ოთახისკენ წავედი, დავიწყე მუშაობა, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი, სულ იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც ამ ბოლოს ხდებოდა. ბოლოს როგორც იქნა რამდენიმე მათგანი ვთარგმნე და გადაღ ლილი სახლში წავედი. რასაც ქვია მკვდარივით მიმეძინა. დილით გამიჭირდა ადგომა, ამიტომ სამსახურში 20 წუთი დამაგვიანდა, მაგრამ გიგას არაფერი უთქვამს. თითქოს ბუნება ჩემს წინააღმდეგ იყო, ისევ ისე დაუფარავად გაწვიმა იმ საღამოს, მე კი ვიფიქრე კვლავ სახლში დავრჩენილიყავი, მაგრამ სახლში მისულს ხომ არ ვიცოდი რა მელოდა, უფრო სწორედ არაფერს ველოდი, მაგრამ…

თავი VII

სახლში მისულს კარებში კონვერტი დამხვდა, მეგონა ანდრეამ მომწერა რამე, მაგრამ გავოგნდი როდესაც ზედ ნიკა ეწერა, სწრაფად გავხსენი და წავიკითხე:

– ვიცი დღესაც იფიქრებ არ ჩამოხვიდე, ფიქრობ რომ ამით მომიშორებ, მაგრამ არა ნინა! მაინც გთხოვ ჩამოხვიდე, რა იცი რას გთავაზობ?

– რა იცი რას გთავაზობ. ამ სიტყვებმა დამაბნია, რა უნდა შემოეთავაზებინა ნეტავ?! მე ხომ არ მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ცოლობა ეთხოვა, მაგრამ მისგ ან ყველაფერს ველოდი. თავიდან ისევ ვიფიქრე, რომ არ ჩავიდოდი, მაგრამ ბოლოს ულამაზესი ცისფერი კაბა ჩავიცვი და ჩავედი. ქვევით კი ნიკა დამხვდა ერთ ხელში პატარა კოლოფი ეჭირა, მეორეში კი ვარდების თაიგული. სახლის წინ ხეები იდგა, ხეებს შორის კი წითელი ლენტი იყო გაბმული, მასზე ეწერა: ცოლად გამომყვები?! ამას არ ველოდი, თანაც სულაც არ ვიცნობდი მას. ზედმეტად დავიბენი და არაფერი მითქვამს. უძრავად ვიდექი და არც კი მინდოდა თითქოს რაიმის თქმა. სიჩუმე ნიკამ დაარღვია:

– ნინა არ გინდა რომ ცოლად გამომყვე?

– არა ნიკა. ვუთხარი ისე, რომ არც კი მიფიქრია ამ სიტყვების შინაარსზე, აშკარა იყო ნიკას სახე შეეცვალა. მე კი სწრაფად გავიქეცი სახლში. ეს ყველაფერი დაუჯერებლ ად ჟღერდა და თან არ მინდოდა ამაზე ფიქრი, რადგან ნიკას შესახებ არაფერი ვიცოდი და არ მინდოდა ისე გავყოლოდი ვინმეს რომ მერე აღმომეჩინა რაიმე ცუდი მასში, რაც შემდეგ იძულებულს გამხდიდა გავყროდი. მთელი ღამე ვფიქრობდი, მაგრამ არ მინანია. მხოლოდ გული მწყდებოდა, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი… გამოდის რომ მას აღარ შევხვდებოდი… დილას წერილი მივიღე, ისევ ნიკასგან იყო: – გამარჯობა ანა, მინდოდა მეთქვა რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. აღარ შეგაწუხებ, უცნაური ხერხი შევარჩიე შენთან დასააახლოვებლად, მაგრამ მეგონა გაამართლებდა. სამწუხაროა რომ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი… მეგონა ლამაზი გაგრძელება ექნებოდა ჩვენს შეხვედრებს, მაგრამ შენი არჩევანი იყო ეს და პატივს ვცემ შენს აზრს. ამიტომ მშვიდობით ანა. ამის წაკითხვისას გული საშინლად დამწყდა, ამის შემდეგ რა იქნებოდა არ ვიცოდი და დამენანა იდუმალებით აღსავსე შეხვედრები, თუმცა სინანული გვიანი იყო. მაგრამ ნამდვილად მიმაჩნდა, რომ დანიშვნა ადრე იყო. სევდიანი ვიყავი მთელი კვირა. სამსახუში უგულოდ ვაკეთებდი საქმეს. ანდრეას ძლივს ველაპარაკებოდი ხოლმე. ნიკა მართლაც არ გამოჩენილა. ყოველ დღე მე და ნატუკა დავდიოდით კაფეში. ერთი თვის შემდეგ, მორიგ კაფეში ჯდომისას, კაფეს კარები ნიკამ შემოაღო, ყველას და ყველაფერს ველოდი მის გარდა, იმ წუთს ანდრეას შემოსვლას უფრო დავიჯერებდი ალბათ ვიდრე მისას… გავშტერდი, რა მექნა არ ვიცოდი. ნატუკამ ჩემს სახეს რომ შეხედა ლამის გაგიჟდა, ისიც იქითკენ მიტრიალდა, საითაც ჩემი მზერა იყო მიმართული. მასაც ჩემსავით გაოგნებული სახე ჰქონდა. ნიკამ თითქოს ვერც კი შეგვამჩნია ისე მივიდა ოფიციანტთან რაღაც უთხრა და გავიდა. ამან სულ გამაგიჟა. უცებ დავინახე ზუსტად ის ოფიციანტი ჩვენსკენ როგორ მოდიოდა, არ ვიცოდი რა უნდოდა, მაგრამ მივხვდი რომ ნიკას დავალებით იქნებოდა. მოვიდა და იკითხა ნინა რომელია?

– მე ვარ, რა გნებავთ?

– აი ეს გადმომცეს თქვენთვის და დამაბარეს მეთქვა მაპატიოსო.

– კარგით, გმადლობთ. გამოვართვი ახალგაზრდა ქალს კონვერტი და დავიწყე წერი ლის კითხვა:

– ნინა ბოდიში მინდა მოგიხადო ყველაფრისთვის, მე არასწორი გზით წავედი, მაგრამ არ მინდოდა რაიმე გწყენოდა, ან გტკენოდა. არ იფიქრო რომ სადმე გავქრი ამ დროის მანძილზე, თვალს გადევნებდი მუდამ, ვიცოდი ყოველ დღეს აქ დადიო დი, ამიტომ მოვედი.პირადად ამის თქმა ვერ გავბედე, ესეც მაპატიე.არ მინდოდა რომ გადშორებოდი, იცი ახლა უკვე ვეღარ ვეგუები ამ აზრს, რომ პატივი უნდა ვცე შენს გადაწყვეტილებას რომ არ გინდა ჩემი ცოლობა, რადგან ვხვდები რომ გულგრილი არ ხარ. გახდი ნინა ჩემი შეყვარებული. ვცადოთ, იქნებ შევძლოთ ერთად ყოფნა… დანარჩენს შემდგომ აგიხსნი როდესაც ამ მისამართზე მოხვალ. წერილის ბოლოს მისამართი და შეხვედრის დრო ეწერა. ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი, მეგონა საერთოდ გაქრა, მიწამ ჩაყლაპა, ის კი თურმე სულ თან დამყვებოდა და თვალს მადევნებდა. ნატუკა გაოცებული მისმენდა, რომ ვკითხულობდი. კითხვას რომ მოვრჩი, ნატუკას ავხედე. მისი სახე არ მომეწონა, აშკარა იყო ის ჩემსავით ლმობიერი არ იყო, ამიტომ მითხრა:

– არსად არ წახვალ ნინა! ეგ ბიჭი გიჟია, მეშვიდე იდუმალ შეხვედრაზე რომელი ნორმალური ადამიანი სთავაზობს გოგოს ცოლობას?

– მიყვიროდა ნატუკა

– ვნახოთ…-ვუთხარი მშვიდად.

– რა უნდა ვნახოთ, შენ სულ გაგიჟდი ხომ? წარმოდგენა არ გაქვს ვინაა ეგ შენი ნიკა, გვარიც კი არ იცი სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ…

– შემეშვი ნატუკა, თავად გადავწყვეტ რა ვქნა. ვუთხარი მკაცრად. ნატუკას ეწყინა და გავიდა კაფედან. მე კი დავრჩი ჩემს ფიქრებთან მარტო. აშკარა იყო ვერ ვივიწყებ დი, მე ხომ უკვე მიყვარდა ის, მაგრამ მის შემოთავაზებაზე რა უნდა მექნა ეს არ ვიცოდი, დამაბნია, როგორც ყოველთვის ჩემმა იდუმალმა ნიკამ…

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

7 უცნაური წვიმით ნაპოვნი მეორე ნახევარი თავი V-VI-VII

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება