7 გზა ტოქსიკურ თანამშრომლებთან გასამკლავებლად.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კარიერის განმავლობაში არ უმუშავია ტოქსიკურ გარემოში. ტოქსიკურ თანამშრომლებთან მუშაობა იწვევს დასაქმებულის მოტივაციის შემცირებას, ზრდის სტრესის და შფოთვის დონეს და ამცირებს პროდუქტიულობას.

Inc.com გვიზიარებს 7 რჩევას, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ტოქსიკურ თანამშრომლებს სამსახურში:

1. სამუშაო პოზიციის ცვლილება კომპანიის შიგნით – სამსახურიდან წამოსვლამდე, შეიძლება კარგი შედეგის მომტანი იყოს კომპანიის შიგნით განსხვავებულ პოზიციაზე სამუშაოდ გადასვლა, თუ ეს შესაძლებელია.

2. საპასუხო ტოქსიკურობისგან თავის შეკავება – ტოქსიკურ თანამშრომელთან ურთიერთობისას, მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმის შენარჩუნება. ყურადღება გაამახვილეთ შესასრულებელ სამუშაოზე თქვენს ირგვლივ არსებული ტოქსიკური გარემოს ნაცვლად.

3. საზღვრების დაწესება – ტოქსიკურ თანამშრომლებთან მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვრების დაწესება. კონკრეტულად განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი კომუნიკაციის ფორმა და დრო.

4. მხარდაჭერის სისტემის შექმნა – ტოქსიკურ ადამიანებთან გამკლავება დიდ ენერგიას მოითხოვს, შესაბამისად, შეიქმენით ირგვლივ სანდო კოლეგების, მენტორების ამ მენეჯერების წრე. გაუზიარეთ მათ თქვენი გამოცდილება და მიიღეთ მათგან რჩევები, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული სიტუაციის მოგვარება.

5. შეისწავლეთ მათი საქციელი – ტოქსიკური თანამშრომლისგან თავდაცვის საშუალება შეიძლება იყოს მათი საქციელის შესწავლა და ამგვარი ინტერაქციების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება.

6. დააკვირდით კანდიდატებს გასაუბრებების დროს – გასაუბრებების დროს დააკვირდით კანდიდატის დამოკიდებულებას მენეჯერის და სხვა კოლეგების მიმართ. თუ კანდიდატი გასაუბრებისას არ უსმენს სხვას, უხეში, მოუთმენელია, აწყვეტინებს სხვას საუბარს, ის დაქირავების შემდეგაც აუცილებლად განაგრძობს ანალოგიურად მოქცევას.

7. იზრუნეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე – ტოქსიკურ თანამშრომლებთან ურთიერთობას დიდი ემოციური რესურსი სჭირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დაისვენეთ, ჩაერთეთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში, ივარჯიშეთ, დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ან საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პროფესიონალის დახმარებას.

ტოქსიკურ თანამშრომლებთან ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების მეშვეობით ურთიერთობით შეძლებთ დაიცვათ საკუთარი კეთილდღეობა, მენტალური ჯანმრთელობა, შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა.

Published in ბლოგი
ნანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

7 გზა ტოქსიკურ თანამშრომლებთან გასამკლავებლად.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება