5 სახელი, რომლებსაც თურმე წარმატება და ბედნიერება მოაქვს და გვირჩევენ, შემოდგომაზე დაბადებულ გოგონებს დავარქვათ

ელენე

ბერძნულად ეს სახელი “ნათელს”, “კაშკაშას” ნიშნავს. ითვლება, რომ ამ სახელის მქონე ადამიანები მთელ მსოფლიოს იპყრობენ, ყველას ყურადღებას იქცევენ და კარიერაშიც აღწევენ წარმატებას. ეს ადამიანები სიახლეებისთვის მზად არიან, ყოველთვის აფართოებენ ჰორიზონტებს, არ ეშინიათ დაბრკოლებების და დასახულ მიზნებს მარტივად აღწევენ.

ანა

ითვლება, რომ ამ სახელის მქონე ადამიანები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან, საკმაოდ ემოციური და წინდახედული ადამიანები არიან. არასოდეს ეშლებათ სხვისი ცნობა და იციან, ვის უნდა ენდონ და ვის – არა. საოცარად ერთგული ადამიანები არიან, მტკიცე ნებისყოფა აქვთ და შეუძლიათ, ყველა სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიონ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და ოცნებები დამოუკიდებლად აისრულონ.

ნატალია

ამ სახელის მქონე ქალებს დიდი ნებისყოფა აქვთ, ბრმად არასდროს ენდობიან ადამიანებს და თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით, მარტივად ახერხებენ ირგვლივმყოფების “გაცხრილვას”. საოცარი ლიდერები არიან, ზუსტად იციან, რა სურთ. თუმცა, პირად ცხოვრებაში, კომპრომისებზე წასვლა ხშირად არ შეუძლიათ და ეს პრობლემებს უქმნით.

ლიზი

ანალიტიკური აზროვნების, სხარტი გონების ადამიანები – ასე ახასიათებენ ქალებს, რომლებსაც ლიზი ჰქვიათ. ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სულ უნდათ, რაღაც ახალი აღმოაჩინონ. შესაძლოა, გარეგნულად მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალისა და ნიჭის პატრონები არიან. კრიტიკულ მომენტებს საოცრად უმკლავდებიან და შეუძლიათ, სიმშვიდე გამოიჩინონ. შრომისმოყვარეობისა და სიმტკიცის გამო, ისინი კარიერაში დიდ წარმატებას აღწევენ და აღიარებას იმსახურებენ.

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

5 სახელი, რომლებსაც თურმე წარმატება და ბედნიერება მოაქვს და გვირჩევენ, შემოდგომაზე დაბადებულ გოგონებს დავარქვათ

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება