5 საუკეთესო ამერიკული სერიალი

 ამერიკული ტელევიზია დღითიდღე ვითარდება და აუმჯობესებს სატელევიზიო პროდუქტის ხარისხს. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა, თუ რეჟისრომა დიდი ეკრანებიდან სატელევიზიო სივრცეში გადმოინაცვლა. გთავაზობთ 5 საუკეთესო ამერიკული სერიალის სიას:

5. The leftovers / მიტოვებულები (HBO 2014) .დედამიწაზე 14 ოქტომბრის ერთ კონკრეტულ წამს 140 მილიონი ადამიანი გაქრა. სერიალში მოვლენები მისტიკური გაუჩინაებიდან სამი წლის შემდეგ ვითარდება.

თუ სერიალს იმ ინტერესით ნახავთ, რომ გაიგოთ სად გაქრნა პლანეტის მოსახლების 2%, დროს ტყუილად დაკარგავთ. მიუხედავად სერიალის ჟანრული მიკუთვნებულობისა, ის პირველ რიგში დრამაა, ნამდვილი შავი, არაამერიკული დრამა და მთელი აქცენტი ლამის ფსიქოპათებად ქცეულ პერსონაჟებზეა. გარდა საინტერესო დრამატურგიისა და მსახიობებისა, სერიალი კარგი საუნდტრეკებითაც გამოირჩევა – მაქს რიხტერის მუსიკა სრულ ჰარმონიაში HBO-ს ახალ სერიალთან. ჯერ მხოლოდ ერთი სეზონია გამოსული, მეორე სეზონი სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება.   4. Homeland / სამშობლო (Showtime 2011 -)რვაწლიანი ტყვეობისგან გათავისუფლებული ჯარის კაცი ნიკოლას ბროუდი ერაყიდან ამერიკაში ბრუნდება. ამერიკელები მას ეროვნულ გმირად შერაცხავენ, თუმცა CIA-ს თანამშრომელი კერი მეტისონი ეჭვობს, რომ ბროუდი ტერორისტების მითითებებს ასრულებს.

დღეს თრილერის ჟანრში “ჰოუმლენდი” უკონკურენტოა. გამოკვეთილად დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების არარსებობა სერიალს უფრო საინტერესოს ხდის. ყველაზე შთამბეჭდავი ქალის მთავარი როლის შემსრულებლის, კლერ დაინსის სამსახიობო ოსტატობაა. სერიალი 4 სეზონია რაც გადის და უკვე 5 ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

გაფრთხილება: სერიალი იწვევს მიჯაჭვულობას, ინსომნიას.  3. The Newsroom / ნიუსრუმი (HBO, 2012-2014)სერიალი ACN-ის ჟურნალისტების საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის დიდი ნაწილი ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული. სამწუხაროდ, ბოლო სერიის პრემიერა დეკემბერში შედგა. მე-3 სეზონის შემდეგ HBO-ს გადაწყვეტილებით სერიალი აღარ გაგრძელდება. “ნიუსრუმი” ჟურნალისტიკის ერთგვარი მასტერკლასია და ის ყველა ჟურნალისტმა, თუ მომავალმა ჟურნამისტმა უნდა ნახოს. 2. Lost / დაკარგულები (ABC, 2004-2010)ლოს ანჯელესიდან სიდნეისკენ მფრინავი ლაინერი ამოუცნობ უკაცრიელ კუნძულზე ჩამოვარდა და ათეულობით გადარჩენილმა მგზავრმა აღმოაჩინა, რომ კუნძულზე მარტონი არ არიან.

“დაკარგულების” პილოტი იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სერია იყო ტელევიზიის ისტორიაში. მაყურებელთა რიცხვიც რეკორდული იყო. სერიალი საქართველოშიც განსაკუთრებით პოპულარული იყო. ყოველი სერიის დასრულების შემდეგ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდებოდა, შემდეგ კი ყველასთვის განხილვის საგანი ხდებოდა. სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმზე სვამდნენ პროგნოზებს და ცდილობდნენ ამოეხსნათ – რა ხდებოდა სინამდვილეში. “დაკარგულების” ღირსება ჟანრების მრავალფეროვნებაც იყო – დრამა, ფენტეზი, სათავგადასავლო. საინტერესო სცენარითა და პერსონაჟებით ის ყველაზე დასამახსოვრებელი სერიალია.  1. Twin Peaks / ტვინ პიქსი (1990-1991, Showtime)ლორა პალმერის გვამს, პოლიეთილენში გახვეულს, ტბის პირას პოულობენ. FBI-ს აგენდი დეილ კუპერი ამ საქმის გამოსაძიებლად ტვინ პიქსში ჩამოდის

დეივიდ ლინჩის მიერ გადაღებულმა სერიალმა გარდამტეხი როლი შეასრულა ამერიკული სატელევიზიო სერიალების განვითარებაში. “ტვინს პიქსი” იყო მაღალხარისხიანი, საინტერესო სერილის პრეცედენტი. მოგვიანდებით ლინჩმა მხატვრული ფილმიც გადაიღო “Twin peaks: fire walk with me.”

სერიალის ბოლო ეპიზოდში ლორა პალმერი დეილ კუპერს ეუბნება, რომ მას 25 წლის შემდეგ ისევ შეხვდება – სერიალის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, 2016 წელს “ტვინ პიქსი” ეკრანებზე ისევ დაბრუნდება:

Published in ფილმები
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

5 საუკეთესო ამერიკული სერიალი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება