5 რჩევა როგორ უნდა შექმნა ხარისხიანი ბლოგ პოსტი (ნაწილი I) 

ბლოგ პოსტის (ინტერნეტ-სტატიის) შინაარსი უნდა იყოს ერთდროულად სასარგებლოც და იოლად გასაგებიც. სწორედ სასარგებლო და იოლად საკითხავი კონტენტი (შინაარსი) „აიძულებს“ მკითხველს ბოლომდე წაიკითხოს შენი სტატია. გარდა ამისა, ხარისხიანი ბლოგ პოსტი აღძრავს შენი სხვა პოსტების წაკითხვის სურვილსაც.


1. შეარჩიე ეფექტური მთავარი სურათი

მთავარი სურათით მკითხველი უცებ უნდა მიხვდეს თუ რის შესახებაა შენი სტატია. სასურველია მთავარი სურათი გადმოსცემდეს ბლოგ პოსტის შინაარსს. თუ პოსტი წარმოადგენს რომელიმე ცნობილი ადამანის რჩევებს, შესაძლებელია მთავარ სურათად გამოიყენოთ ამ ადამიანის ფოტო. მთავარი სურათის არჩევას მიუდექით შემოქმედებითად. მოერიდეთ უხარისხო ან არასერიოზული ფოტოების გამოყენებას. გახსოვდეთ, მთავარი სურათი ფასადია, კარივითაა, რომელმაც უნდა მოანდომოს მკითხველს ბლოგზე „შემოსვლა“ (ბლოგ პოსტის წაკითხვა). თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მკითხველს უნდა დახვდეს არა მხოლოდ ფასადი, არამედ რეალურად ხარისხიანი ბლოგ პოსტი.

2. მოიფიქრე ეფექტური სათაური


ბლოგ პოსტის სათაური უნდა ავსებდეს მთავარ სურათს და კიდევ უფრო ანდომებდეს მკითხველს კონტენტის წაკითხვას. მკითხველმა სათაურიდანვე უნდა დაინახოს სარგებელი, თუ რას შემატებს მას შენი ბლოგ პოსტი. სასურველია სათაური შედგებოდეს 7-8 სიტყვისაგან (მაქსიმუმ 70 სიმბოლო), საიდანაც 1-3 იქნება საკვანძო სიტყვა (keyword). მაგალითად, ამ ბლოგ პოსტის სათაურში საკვანძო სიტყვებია „ხარისხიანი ბლოგ პოსტი“. 

3. გამოკვეთე სარგებელი პირველ აბზაცში

აუცილებელია პირველსავე აბზაცში გაარკვიო მკითხველი, თუ რატომ უნდა წაიკითხოს შენი სტატია. ხშირად, პირველ აბზაცს მკითხველი ხედავს ბლოგ პოსტზე გადმოსვლამდეც. შესაბამისად, თუ ეს აბზაცი უინტერესოა, დიდი ალბათობით, მკითხველი ბოლომდე აღარც წაიკითხავს შენს ბლოგ პოსტს. წარმოიდგინე, რომ მთავარი სურათი, სათაური და პირველი აბზაცი არის შენი ბლოგ პოსტის საუკეთესო რეკლამა.

ასეთი მიდგომა დაგეხმარება თავიდანვე სწორი მიმართულებით წაიყვანო მკითხველი. კარგი იქნება, თუ სათაურში ნახსენებ საკვანძო სიტყვას (keyword-ს) ერთხელ მაინც ახსენებ პირველ აბზაცში.


4. გინდა შექმნა ხარისხიანი ბლოგ პოსტი?

 მაშინ მოაწესრიგე კონტენტი

ყველა ღონე იხმარე, რათა კონტენტის ხარისხი არა მხოლოდ ამართლებდეს, არამედ აჭარბებდეს მკითხველის მოლოდინს. კონტენტი არის ბლოგ პოსტის ძირითადი შინაარსი. კერძოდ, თუ მთავარი სურათი, სათაური და პირველი აბზაცი არის რეკლამა, კონტენტი არის სწორედ ის პროდუქტი, რომელსაც „არეკლამებ“. 

5. კონცენტრირდი მიზნობრივ აუდიტორიაზე

თუ შენი ბლოგ პოსტი განკუთვნილია მოზარდებისთვის, მაშინ ერიდე სპეციალური ტერმინების გამოყენებას. თუ სტატია განკუთვნილია მეცნიერთათვის, მაშინ შესაძლებელია რთული ტერმინების გამოყენებაც.  სხვა შემთხვევაში დაიცავი ოქროს შუალედი – არ გამოიყენო ძალიან ბევრი ტერმინი, და ნურც ისე იზამ, რომ ხარისხიანი ბლოგ პოსტი არაკომპეტენტურად გამოიყურებოდეს. 

გავაგრძელო მეორე ნაწილი? გამიზიარეთ თქვენი აზრი 🤍

Published in ბლოგი
NETSHOP
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

5 რჩევა როგორ უნდა შექმნა ხარისხიანი ბლოგ პოსტი (ნაწილი I) 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება