31 აგვისტოს ლურჯი მთვარე იქნება – როგორ უნდა მოიქცეთ ყველაზე მძლავრი სავსემთვარეობისას, რომ თქვენთვის სასიკეთო ცვლილებები მოხდეს.

2023 წლის 31 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველის, რომელიც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ზაფხულის ბოლო დღეს ლურჯ სუპერმთვარეს ვიხილავთ, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო კაშკაშა და ხილვადია.

ითვლება, რომ ეს დღე ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოთ.

მიმართეთ მედიტაციას.

31 აგვისტოს ლურჯი სუპერმთვარე შესაძლოა, თქვენთვის შთაგონების წყარო გახდეს და ძალიან დიდი ცვლილებებისაკენ გიბიძგოთ. ჩაუღრმავდით თქვენს სურვილებს, ფოკუსირდით იმაზე, რისი გარდაქმნაც გსურთ, წარმოიდგინეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აღნიშნული სურვილის ასრულებამდე მიგიყვანთ და შესაძლოა, თქვენი ოცნებები რეალობად გადაიქცეს.

შექმენით ამულეტები და თილისმები.

იმის ვიზუალიზაცია, რაზეც ოცნებობთ, ამ დღეს საუკეთესო საშუალებაა, რომ სურვილები აგისრულდეთ. ამიტომაც, გარკვეული სიმბოლოებით, მასალებით შექმენით ის, რაც ყველაზე ძალიან გინდათ, რომ მიიღოთ. ეს შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა აღმოჩნდეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ჩაატარეთ ნეგატიური აურისგან გათავისუფლების რიტუალი.

ფურცელზე დაწერეთ ყველაფერი, რაც ტკივილსა და სევდას განიჭებთ. შემდეგ კი სიმბოლურად ფურცელი დაწვით. ითვლება, რომ ეს რიტუალი ძველი ვალდებულებების, წყენისა და ემოციებისაგან გაგათავისუფლებთ.

ჩამოწერეთ ის, რაც გინდათ, რომ აგისრულდეთ.

როგორც ამბობენ, ამ დღეს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის. ამიტომაც, ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ. წარმატების გაცილებით დიდი შანსი გექნებათ.

რა არ უნდა გააკეთოთ 31 აგვისტოს სუპერმთვარის დროს?

ნუ იფიქრებთ ნეგატიურად. სავსე მთვარეს შეუძლია, თქვენი ზრახვები აირეკლოს და უკან ორმაგად დაგიბრუნოთ.

მოერიდეთ კამათსა და დაძაბულობას. სავსე მთვარის ენერგიას შეუძლია, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს და გაამწვავოს.

ნუ მიიღებთ სარისკო და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. სავსე მთვარის დროს ადამიანები განსაკუთრებით ემოციურები არიან, ამიტომაც როცა დამშვიდდებით, შესაძლოა, მიღებული გადაწყვეტილება ინანოთ.

ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. ამან შესაძლოა, მოვლენების აღქმაში ხელი შეგიშალოთ და სწორი გადაწყვეტილებები ვერ მიიღოთ.

წარმატების მოსაზიდად შეგიძლიათ, შემდეგ რიტუალებსაც მიმართოთ:

სავსე მთვარის დროს ხშირად გაუმეორეთ თქვენს თავს ის სურვილები და მიზნები, რომლებიც გინდათ, რომ აგისრულდეთ. გამოიყენეთ აფირმაციები და პოზიტიური ფრაზები.


სავსემთვარეობის ღამეს დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი თავი სასურველ სიტუაციაში, იფიქრეთ, რომ თქვენი მისწრაფებები ასრულდა და ამ ენერგიას სამყარო თქვენთვის სასურველ შედეგად გარდაქმნის.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

31 აგვისტოს ლურჯი მთვარე იქნება – როგორ უნდა მოიქცეთ ყველაზე მძლავრი სავსემთვარეობისას, რომ თქვენთვის სასიკეთო ცვლილებები მოხდეს.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება