29 სექტემბერს სუპერმთვარეა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად.

29 სექტემბერს სავსე მთვარეა, რომელსაც სუპერმთვარესაც უწოდებენ. იგი ვერძის – ზოდიაქოს ყველაზე იმპულსურ და აქტიურ ნიშანში იქნება, ამიტომაც ასტროლოგების თქმით, ეს მოვლენა ბევრ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. სექტემბრის სუპერმთვარე შემოდგომის ბუნიობის შემდეგ პირველი სავსე მთვარეა, რომელსაც რადიკალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და შესაძლოა, არასასურველი შედეგებიც მივიღოთ, რადგანაც, როგორც აღინიშნა, ვერძი ზოდიაქოს ყველზე ცხელ და ფეთქებად ნიშნად ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერმთვარე ჩვეულებრივი სავსე მთვარისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი დედამიწასთან უფრო ახლოსაა და გაცილებით კაშკაშა ეფექტი აქვს.


რა უნდა გაითვალისწინოთ 29 სექტემბრის სუპერმთვარის დროს?


  • უმჯობესია, ამ დღეს ხმაურიან წვეულებებს, კონცერტებსა და შეკრებებს თავი აარიდოთ და დრო მშვიდად სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

 ●უმჯობესია, ამ დღეს ხმაურიან წვეულებებს, კონცერტებსა და შეკრებებს თავი აარიდოთ და დრო მშვიდად სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

 ●გამოიყენეთ ეს დრო საკუთარ შიშებთან ჩაღრმავებისთვის და დაფიქრდით, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში. დაკავდით მედიტაციით, მოუსმინეთ შინაგან ხმას და დაიმახსოვრეთ ის იდეები, რომლებიც თავში მოგივათ. შესაძლოა, მათ შორის იყოს რაღაც ისეთი, რაც სამომავლოდ დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ.

 ●ჩაიფიქრეთ სურვილები – ითვლება, რომ ამ დღეს სამყაროს გაცილებით უკეთ ესმის ჩვენი.

 ●უმჯობესია, თუ განიტვირთებით, ბუნებაში გახვალთ – მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოთ.

 ●ამ დღეს წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ, ნუ დაკავდებით წუწუნით და იმის თქმით, რომ არ გიმართლებთ და არაფერი გამოგდით. გამოხატეთ სამყაროს მიმართ კეთილგანწყობა და დააფასეთ ყველა გამართლება, რაც აქამდე გქონიათ.

 ●ჯობს, ამ დღეს დიდი შესყიდვა არ განახორციელოთ და შემდეგი დღეებისთვის გადადოთ.

 ●თავი შეიკავეთ ფინანსური ტრანზაქციებისა და ინვესტიციებისაგან. მანიპულაციისა და წარუმატებლობის რისკი დიდია.

 ●29 სექტემბერს არ ისესხოთ და არც გაასესხოთ ფული.

 ●ჯობს, გრანდიოზული პროექტები არ წამოიწყოთ და დრო იმის განხორციელებას დაუთმოთ, რაც უკვე დაწყებული გაქვთ.

 ●ამ დღეს იმიჯის მკვეთრ ცვლილებას ნუ გადაწყვეტთ. შესაძლოა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ინანოთ.

 ●ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად. ტრავმების რისკი დიდია.

 ●არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები. 29 სექტემბრის სუპერმთვარე ვერძის ნიშანში უფრო ემოციურს გხდით. ამიტომაც, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა, თქვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს.

 ●არ ჩაერთოთ კონფლიქტებში – მომატებული ემოციური ფონის გამო, დიდია იმის რისკი, რომ მცირე კამათიც კი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის 29 სექტემბრიდან მოულოდნელი ცვლილებები დაიწყება. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვერძისთვის, სასწორისთვის, კირჩხიბისა და თხის რქისთვისაა. შესაძლოა, ფინანსური სარგებელი, სხვადასხვა საქმეში გამართლება და იღბალი ნახოთ და სასიკეთო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ.

შედარებით უფრო მეტი შრომა და ძალისხმევა დასჭირდებათ თევზებსა და მშვილდოსნებს. კურომ კი შესაძლოა, კონკურენტების მხრიდან არაეთიკური კომენტარები იგრძნოს და კომუნიკაცია გაუჭირდეს. მორიელები თუ საკმარის მოთმინებასა და ნებისყოფას გამოიჩენენ, უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან. ლომებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღონ. ქალწულებისთვის ეს დღე შედარებით რთული იქნება და შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სირთულეები შეგხვდეთ. ტყუპებისთვის კარგი პერიოდია, რომ რაიმე ახლის შესწავლა დაიწყონ.

  • ჩაიფიქრეთ სურვილები – ითვლება, რომ ამ დღეს სამყაროს გაცილებით უკეთ ესმის ჩვენი.
Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

29 სექტემბერს სუპერმთვარეა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება