2008.წ. 

2008 წლის 8 აგვისტოს (08/08/08) რიცხვებიც კი მიანიშნებს ამ უკუღმართობის მოვლენას.

იმ დროს დეფაქტო რეზიდენციაში ვმუშაობდი … მინისტრი შემოვიდა ეკონომიკის განყოფილებაში და გვითხრა რომ სამუშაო დღე დასრულდა, დღის სამი საათი იყო. ცოტა ხანში რაკეტების სროლა და აფეთქება გაისმა. ხალხი გამოსული იყო შარა გზაზე და მიედინებოდა დიდი ნაკადით შემოვლითი გზაზე, უნდა გადაელახათ 15 კილომეტრიანი მთა, ზოგს მანქანებით, ზოგს ფეხით, ზოგს ბომბები ეცემოდა და ადგილზე იხოცებოდნენ….

მე დავრჩი ხეობაში, არ მეგონა რომ, სამუდამოდ დავტოვებდით ხეობას. ხუთი დღე გავატარეთ იქ დარჩენილმა მეზობლებმა. მეზობელის სახლის ძირას აფეთქდა ოსების მხარიდან გადმოსროლილი რაკეტა. როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ჯერ შევედი სალოცავს დავემშვიდობე დაილოცოს ღმერთის ძალა მადლი და გადავწყვიტეთ მოლაპარაკებაზე მივსულიყავით სამხედრო ბანაკში, რომელიც ჩემს ყოფილ სკოლაში იმყოფებოდა. მივედით, მოვითხოვე ას მეთაურთან შეხვედრა, მითხრეს გადავცემთო რა გნებავთო ? ავუხსენით მდგომარეობა და რამოდენიმე ხანში გვიპასუხეს, რომ შესაძლებელია ,, კორიდორის” მოწყობა.

– ვინც გაიგო, ვისაც ხმა მივაწვდინეთ გამოვიდნენ წამოსასვლელად. უეცარი ამბავი ის იყო რომ, ერთ ერთმა ქალბატონმა ხელები ააპყრო ზევით და წყევლა დაუწყო იმ დროს ბეტეერებით  მომავალ რუსის ჯარის კოლონას. ვაი თავო ჩემო …. ჩამოხტა სამი სამხედრო შეაყენეს ფეხზე ავტომატები და გადაულაპარაკეს  ერთმანეთს სამზე: ,, на три” – Рас, Два… – და ამ დროს ვეძახი მათ მე მათ ენაზე ბიჭებო ! ეს ქალი ერთი თვეა რაც ფსიქიატრიულიდან  გამოვიდა, გიჟია !!! (მოვიტყუე რადგან სიკვდილი არ ასცდებოდა), იქვე მეორე დამემოწმა გიჟია და რას გააგებინებთო…..

– მეორე დღეს ვეუბნები ამ ქალს: – გუშინ ერთი სიცოცხლე გაჩუქე თორემ მოგკლავდნენ, როდისო უარჰყო ამ ქალმა. და ყველაზე დიდი სიბოროტე ის იყო რომ ჩემზე შურისძიება გადაწყვიტა გულში, როგორც შემდეგ გაირკვა.

– დაურეკა თბილისში, საერთო ნაცნობებს და გაავრცელა ჭორი ვითომ მე რუსებმა ჩამცხრილეს…

გადავლახეთ ეს მთა, ჩავედით გორში, მივედი ჩემებთან და მესმის ტირილის და გოდების ხმა…, შევედი სახლში და მოულოდნელობისგან განცვიფრებულები მიყურებენ ჩემები, ძლივს სთქვეს  ცოცხალი ხაარ?! სასტუმრო ოთახში კი ჩემი შვილი დამხვდა ტიროდა და დედა მომიკლეს და საომრად უნდა წავიდე, რომ შემობრუნდა და დამინახა, მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა… შემდეგ გაირკვა რომ სწორედ იმ ქალბატონმა გაავრცელა ჭორი იმის გამო,  საკუთარი ამბავი რომ დაეფარა.

შინაური უფრო გიმტრობს ვიდრე უცხო. ასეთი ამბავი გადამხდა რვა აგვისტოს ომის დროს მეგობრებო ❤️

 გიყვებით გულის გასათავისუფლებლად.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

  1. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და გამოუცდელი,ერთხელ რომ ეჭირათ ავტომატი ისეთები წაიყვანეს საომრად,ვაი ის ოჯახები ვინც შვილი დაკარგეს,ნათელი და სანთელი მათ სულებს.

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

2008.წ. 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება