17 მაისის ახალი ამბები. დაკავებულები არიან კანონიერი ქურდები: – ჟორა ტბილისსკი, წრიპა და მატევიჩი-.

ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა – ამ მოტივით უკვე რამდენიმე დღეა მთელი თურქეთის მასშტაბით, მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს. სტამბული, ტრაპზონი, ანტალია, ბოდრუმი – დაკავებების სერია არაერთ ქალაქში განხოცრიელდა. ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, სხვებთან ერთად ხელბორკილები დაადეს ქართული მაფიის გავლენიან ლიდერებსაც. მხოლოდ ბოლო დღეებში, თურქმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს შვიდი ე.წ. “კანონიერი ქურდი“.

დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მანუკიანი, იგივე „ჟორა თბილისკი“. სტამბულში ხელბორკილები დაადეს გავლენიან, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს თემურ ნემსიწვერიძესაც, რომელსაც კრიმინალურ წრეებში წრიპას მეტსახელით იცნობენ. დაკავებულები ასევე არიან როინ უგლავა, მეტსახელად “მატევიჩი“, ოთარ ტოტოჩია და ელგუჯა თურქაძე. ყველა მათგანი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

დაკავებულთა უმეტესობაზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული მედია წერს, რომ თურქი სამართალდამცველები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს სწორედ მოსკოვიდან გაგზავნილი სიებით აკავებენ. სავარაუდოდ, დაკავებულთა ნაწილს რუსეთს გადასცემენ.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ნაწილი ახლა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ზოგიერთი დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და ირწმუნება, რომ თურქეთში კანონიერად, ბინადრობის უფლების საფუძველზე იმყოფებოდა.

ქართველი, ე.წ კანონიერი ქურდების კონცენტრაციის პარალელურად, თურქეთში საკმაოდ გახშირდა კრიმინალური ანგარიშსწორებები ქართულ დაჯგუფებებს შორის. რეზო ლორთქიფანიძე, გაიოზ ზვიადაძე, დავით ალხანაშვილი, ნადიურ სალიფოვი – ეს არასრული სიაა იმ გავლენიანი კანონიერი ქურდების, რომლებიც ბოლო პერიოდში თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლეს.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

17 მაისის ახალი ამბები. დაკავებულები არიან კანონიერი ქურდები: – ჟორა ტბილისსკი, წრიპა და მატევიჩი-.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება