10 ყველაზე საინტერესო წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

დენიელ კიზი ,,ყვავილები ელდჯერნონისთვის“ – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთდროულად სასიამოვნო საკითხავსა და გონებრივ საზრდოს ეძებთ, მაშინ დენიელ კიზის ეს პატარა რომანი არ გამოგრჩეთ. მასში მოთხრობილია ჩვეულებრივი, საცხობის დამლაგებელი ვაჟის ისტორია. მისი IQ 60–ს არ აღემატება და ერთ დღესაც ის გენიოსად, პლანეტის უჭკვიანეს ადამიანად იქცევა. განა შეიძლება ამ დროს საკუთარი შიშების დაძლევა და მარტოობის დამარცხება? კიზი ამ კითხვაზე თავის პასუხს გთავაზობთ.

სერგეი დოვლატოვი ,,ჩემოდანი“ – დოვლატოვის ,,ჩემოდანი“ გონებამახვილური მოთხრობებითა და ჩანაწერებითაა გაჯერებული, რომლებიც მწერლის ცხოვრებისეულ ისტორიებს ინახავენ. თქვენ ისინი სერიოზულად და დიდი ხნით შეგიყავრდებათ. დოვლატოვის საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ის სიტუაციებს სპეციალურად წიგნისთვის არ იგონებს, არამედ ყვება იმის შესახებ, რასაც თვითონ აკვირდებოდა და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს, რაღა თქმა უნდა იუმორის გამოყენებით.

რობერტ ჰაინლაინი ,,სამყაროს გერები“ – შორეულ კოსმოსში დაკარგული გიგანტური ხომალდის მაცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია მის გარეთ ცხოვრება დაავიწყდათ. ისინი ორ ბანაკად გაიყვნენ და ებრძვიან ერთმანეთს. თქვენ მარტივად ვერ შეეშვებით რომანს, რომელმაც ავტორს დიდი წარმატება მოუტანა. ნუთუ ჩვენ, ციფრული სამყაროს მაცხოვრებლები, კოსმოსური ხომალდის მგზავრებისგან დიდად განვსხვავდებით?

ანნა გავალდა ,,იმედის 35 კილოგრამი“ – ეს პატარა პოეტური იგავი მთავარ თემებს – ცხოვრებისეული გზის არჩევანს, სიყვარულის ძალას, ერთგულებასა და ოჯახს ეხება. ეს არის ისტორია 13 წლის ბიჭუნაზე, რომელსაც ყველა ძალის მოკრება და ზრდასრულ ცხოვრებაში ფეხის შედგმა უწევს. ნაწარმოები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოცნებები ხდება. ბოლოსდაბოლოს, რამდენი კილოგრამიც არ უნდა იყოს ჩვენში, ჩვენ ყოველთვის რაღაცის იმედი გვაქვს და გვჯერა.

ნარინე აბგარიანი,,ჩამოსული“ – ეს არის ტრაგიკომედული ისტორია ერთ ახალგაზრდა და ამაყ ქალზე, რომელიც 90-იან წლებში პატარა მთიანი რესპუბლიკიდან მოსკოვის დასაპყრობად ჩამოვიდა. ყველა ,,ჩამოსულს“ თავისი მოსკოვი აქვს. ,,ჩემი წიგნი ,,ჩამოსულის“ ცხოვრების მეორე მხარეზეა, რომელზეც დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ.“

ნილ გეიმანი ,,არასოდეს“ – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქალაქის ქუჩების ქვეშ არის სამყარო, რომელზეც ადამიანების უმრავლესობას წამოდგენაც არ აქვს. ის წმინდანებითა და მონსტრებით არის დასახლებული, მასში სიტყვა ნამდვილ ძალად იქცევა, საშიშროება ყოველ ნაბიჯზე არის მოსალოდნელი, იქ სიბნელე და სიბინძურეა, მაგრამ … იქაურობა ძალიან საინტერესოა. ამ სამყაროს კარს, რომელიც ლონდონის ქვეშ მდებარეობს, ნეილ გეიმანი გვიღებს. უბრალოდ ჩადით იქ და ერთი ღამით გაუჩინარდით.

რეი ბრედბერი ,,451° ფარენჰაიტით“ – 451° ფარენჰაიტით ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება და იწვის. მომავლის სამყარო, სადაც წვავენ წიგნებს, ადამიანებს ინფორმაციულ ნარჩენებს აწვდიან, ნებისმიერ განსხვავებულ აზრს კი ელექტროშოკით მკურნალობენ – საშიშია. ის საშიშია იმიტომ, რომ რეალურია და ბევრი რამ უკვე ახდა. მაგრამ მანამ სანამ არსებობს სიყვარული, სილამაზე და სიმართლისკენ სწრაფვა, ჩვენ შანსი მაინც გვრჩება.

სტივენ კინგი ,,მკვდარი ზონა“ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ კინგი თქვენი ავტორი არ არის, რომ საშინელებათა ჟანრი თქვენთვის უინტერესეოა, გმირის განცდები და შინაგანი ბრძოლა კი უფრო გაინტერესებთ, მაინც საშინელებათა მეფის ეს წიგნი თქვენ ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებს. მასში მანიაკებსა და სისხლიან სცენებს არ შეხვდებით, ვინაიდან მასში ადამიანის მკაცრი ფსიქოლოგიური დაპირისპირებაა ნაჩვენები საკუთარ თავთან. წიგნის წაკითხვისას ემოციები და ცივი ოფლი გარანტირებულია.

იენ მაკიუენი ,,სანაპიროზე“ – ეს არის მოკლე, კამერული და შთამბეჭდავი ისტორია ახალშეუღლებულებზე. მათ ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, თუმცა არც ერთ მათგანს არ უნდა პირველი ნაბიჯის გადადგმა, მათ არც შინაგანი თავისუფლება აქვთ. ახალშეუღლებულების დრამა სწორედ ამ მიზეზების შედეგია. უცნაური პრობლემის გადაჭრა, რომელსაც ისინი გადაეყარნენ, ძალიან მარტივად, ორი მოსიყვარულე ადამინის საუბრით არის შესაძლებელი. მაგრამ აქაც წამოიჭრება კითხვა – უყვართ კი მათ ერთმანეთი?

ფრანსუაზა საგანი ,,ბუნდოვანი ღიმილი“ – იმ შემთხვევაში, თუ თრილერები, ფანტასტიკა და გასართობი საკითხავის სხვა სახეობები არ გხიბლავთ, თუ გინდათ ნელი და მუსიკალური ლირიკული ნაწარმოების წაკითხვა, მაშინ საგანის ეს ლამაზი და მოკლე რომანი არის ზუსტად ის, რაც ექიმმა გამოგიწერათ. რა თქმა უნდა ეს არის აბსოლიტურად ქალური პროზა და მამაკაცი მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ საგანის რომანებს კარგი ლიტერატურის ყველა მახასიათებელი გააჩნია. გარდა ამისა, ისინი სწრაფად და მარტივადაც იკითხება.

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

10 ყველაზე საინტერესო წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება