10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

1. რომაული არდადეგები

rome1-1622893514.jpg

უკვდავი ისტორია ქალბატონზე და მაწანწალაზე, რომელიც უილიამ უალერმა 1953 წელს გადაიღო. ფილმი ” რომაული არდადაგები” – მოკლე, მაგრამ გულწრფელ შეხვედრაზე, ერთი დღე, რომელიც პრინცესამ და ჟურნალისტმა ერთად გაატარეს და ერთმანეთში საუკეთესო თვისებები აღმოაჩინეს.

2. კასაბლანკა

მთელი მსოფლიო ინგრევა, ჩვენ კი ეს დრო შევარჩიეთ სიყვარულისთვის. “კასაბლანკა” ნამდვილად უნიკალური ფილმია, რომელშიც ომის დროს სყვარულია ასახული. იმ დროს, როცა გარშემო მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, ორმა ადამიანმა შეძლო და შეიყვარა ერთმანეთი.

kasa-1644163232.jpg

3. კაცი და ქალი

ორი მარტოსული ადამიანის შეხვედრა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გამოცდილი ვნება და განსაცდელი, მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას. მოულოდნელი სიყვარული სავსე სინაზით, გამოჰყავს მთავარი გმირები ღამის წყვდიადიან და აზრს აძლევს მათ არსებობას.

4. სიყვარულის ისტორია

ჩვეულებრივი ისტორია, სამუდამო, როგორც სამყარო. მომავალ იურისტს და მუსიკალური კოლეჯის სტუდენტს ერთმანეთი უყვარდებათ და გადაწვეტენ მთელი ცხოვრება იყვნენ ერთად, მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”. “სიყვარულის ისტორია” – მთავარი გმირების ისტორია სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა. ფილმი სავსეა ცხოვრებისეული ბრძნული რჩევებით.

5. მოჩვენება

მგრძნობიარე ფილმი სიყვარულზე, რომელიც სიკვდილის შემდეგაც გადაარჩენს ადამიანს. სიუჟეტის მიხედვით, სემი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ცდილობს დაიცვას თავისი შეყვარებული, მაგრამ როგორ, თუ მას არ ესმის და ვერ ხედავს ? რეჟისორმა ჯერი ცუკერმა შეძლო მაყურებლამდე მიეტანა აზრი : “შენ დაიჯერებ”. ჩვენ დავიჯერეთ ნამდვილი სიყვარულის, კეთილი გულის და ლამაზი ზღაპრის.

ghost-1990-1-2020-07-15-08-30-13-217488-1644163331.jpg

6. ინგლისელი პაციენტი

“ინგლისელი პაციენტი” – ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ფილმია სიყვარულზე. ამას ამტკიცებს “ოსკარის” ჯილდოც.

7. მონანიება

nbcu-61101376-full-image-gallerybackground-en-us-1484002535606-1622893573._SX1080_.jpg

ფილმი იენა მაკიუენის რომანის მოტივებზეა გადაღებული. სიუჟეტის მიხედვით, პატარა ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურის შვილი რობი შეყვარებულია მის უფროს დაზე და ისიც ასევე პასუხობს. მაგრამ როდესაც მისი ბიძაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება , ბრიონი რობის ადანაშაულებს – ასე უკარნახა მას წრმოსახვამ.

8. ცვლილებების გზა

მეორე ფილმი, სადაც ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი ერთად თამაშობენ. ჩვენ სპეციალურად არ ავარჩიეთ მათი პირველი ფილმი “ტიტანიკი”, რადგან სწორედ “ცვლილებების გზა”-ში არის ცხოვრებისეული და ოჯახური სიძნელეები აღწერილი. ეს ფილმი არ არის ბედნიერ სიყვარულზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაურთხილდეს წყვილი გრძნობებს მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

9. საყვარლები

ამაღელვებელი მელოდრამა ვნებიან სიყვარულზე : სად იმალება სიყვარული და

როგორ ვიპოვოთ ის? “საყვარლები”- ეს რ არის ზღაპარი, სადაც წყვილი ცხოვრების ყველა სიძნელეს უმკლავდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთად გაიღვიძონ. ეს ფილმი აღწერს ადამიანების გრძნობებს: სიყვარულს , შიშს და იმედგაცრუებას .

10. სტივენ ჰონკინგის ისტორია

კიდევ ერთი ამაღელვებელი ისტორია იმაზე, რომ სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. სტივენ ჰონკინგს ექიმებმა ადრეულ ასაკში სკლეროზის მძიმე ფორმა დაუდგინეს. პროგნოზის მიხედვით, მან კიდევ ორი წელი უნდა იცოცხლოს. ამ დროს კი მის ცხოვრებაში ჯეინ უაილდი გამოჩნდება.

Published in ბლოგი
ნანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება