10 საუკეთესო ფილმი ნამდვილ მეგობრობაზე

ხელშეუხებელნი / Intouchables

ძალიან ემოციური ფილმი ნამდვილ მეგობრობაზე, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. ორი განსხვავებული ადამიანის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არისტოკრატი მამაკაცისა და თავზეხელაღებული ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელთა მეგობრობაც ნამდვილ სასწაულს ახდენს.

კაკუნი ზეცის კარზე / Knockin’ on Heaven’s Door

ორი მძიმე სენით დაავადებული მამაკაცის მეგობრობის ისტორია, რომლებიც არჩევანის წინაშე დგებიან – გაატარონ ცხოვრების ბოლო დღეები საავადმყოფოში, თუ გაემგზავრონ ზღვაზე. ისინი ბოლო მოგზაურობას აირჩევენ, რომელიც მათი ცხოვრების საუკეთესო ვოიაჟი გახდება. ფანტასტიკური რეჟისურა, დახვეწილი იუმორი, მსახიობთა შეუდარებელი ჯგუფი და ლეგენდარული ბობ დილანის მუსიკა.

ტელმა და ლუზია / Thelma & Louise

„ოსკაროსანი“ ფილმი, რომელიც ქალთა მეგობრობის შესახებ გადაღებულ კინოსურათებს შორის კლასიკად მონათლეს. სიუზან სარანდონისა და ჯინა დევისის გმირების ხიფათითა და თავგადასავლებთ სავსე ცხოვრება, რომელსაც ერთ მამაკაცთან შეხვედრა სამუდამოდ ცვლის.

პირველი ცოლების კლუბი / The First Wives Club

საოცარი ფილმი ქალების მეგობრობაზე , რომლებიც კრიზისის დაძლვას ცდილობენ. ესა არის ქმრებისგან მიტოვებული ქალების ისტორია, რომლებიც შურისძიებას გადაწყვეტენ, ნამდვილი მეგობრობა კი მათ გეგმებს სამუდამოდ ცვლის. გარდა ფანტასტიური სიუჟეტისა, ფილმი სამსახიობო ანსამბლითაც გამოირჩევა. მასში მთავარ როლებს დაიან კიტონი, გოლდი ჰოუნი და ბეტ მიდლერი ასრულებენ.

სხვა ქალი / The Other Woman

სამი ქალის ისტორია, რომლებსაც ერთ მამაკაცთან აქვთ რომანი. მოულოდნელად ისინი იგებენ, რომ საყვარელი მამაკაცი მათ ატყუებთ და შურისძიებისთვის გაერთიანებას გადაწყვეტენ.

ხიდი ტერაბითიაში / Bridge to Terabithia

ორი მოზარდის, ჯესისა და ლესლის საოცარი მეგობრობის ისტორია. ბავშვები სკოლაში არაპოპულარული მოსწავლეები არიან და თანატოლებთან გამუდმებული კონფლიქტი აქვთ, თუმცა ერთმანეთის დახმარებით ისინი საკუთარ თავს პოულობენ.

მეჯვარეები / Bridesmaids

ესაა ბავშვობის ახლო მეგობრების სირთულეებით სავსე ცხოვრების ისტორია, რომლებსაც უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ. როგორ შეძლებენ გოგონები წლების შემდეგ ნამდვილი მეგობრობის შენარჩუნებას, ამას მაყურებელი ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებს.

დარჩი ჩემთან / Stand by Me

სტივენ კინგის რომანის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია. ფილმი მოზარდი ბიჭების ნამდვილ მეგობრობაზე გვიყვება, რომლებიც დაკარგული ბიჭის ძიების მიზნით ერთიანდებიან.

წამალი / The Cure

ფილმი ორი მოზარდის მეგობრობის შესახებ გვიყვება. ერთ-ერთი მათგანი განუკურნებელ სენს ებრძვის, ხოლო მეორე ცდილობს იპოვოს წამალი საუკეთესო მეგობრის დასახმარებლად.

პოლიციელები ქვედაბოლოებში / The Heat

ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიციელი ქალის ისტორია, რომლებსაც უფროსის დავალებით ერთად მუშაობა უწევთ. საბოლოოდ დიდი დაპირისპირება ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.

Published in ფილმები
Nana
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

10 საუკეთესო ფილმი ნამდვილ მეგობრობაზე

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება