
10 საინტერესო ფაქტი ბრედ პიტზე
1. უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი დაიბადა ოკლაჰომაში და გაიზარდა მისურიში. მამამისი იყო სატვირთო მანქანების კომპანიის მფლობელი, დედა – სკოლის ფსიქოლოგი. ოჯახი დადიოდა ტაძარში ყოველ შაბათ-კვირას.
2. სკოლის დასრულების შემდეგ, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკი ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღებამდე ორი კვირით ადრე მიხვდა, რომ სხვა რამ სურდა და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, რათა მსახიობის განათლება მიეღო.
3. თავდაპირველად ის გადაიღეს სერიალ „დალასში“, შემდეგ მიიღო მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში „ ტელმა და ლუიზა“. სწორედ ამ როლით გახდა ის პოპულარული.
4. შემდეგ უკვე მონაცვლეობით თამაშობდა ფილმებში: „ჯონი სუედე“, „იქ სადაც მდინარე მიედინება“ და სხვა, თუმცა, უნდა გამოვყოთ ფილმში „ შვიდი“ შესრულებული დეტექტივის როლი, რისთვისაც ის თვეების მანძილზე ემზადებოდა. სერიული მკვლელის და ფსიქოპათის როლისტვის ოქროს გლობუსიც დაიმსახურა და პირველად იყო ნომინირებული ოსკარზე.
5. პიტმა ითამაშა ჰარისონ ფორდთან ერთად ფილმში „ეშმაკის საკუთრება“. ასევე, შეასრულა IRA-ს ტერორისტის – დევანის როლი, სადაც მას მოუწია ირლანდიური აქცენტით საუბარი. იმავე წელს ავსტრალიელი მთამსვლელის, ჰაინრიხ ჰარერის როლის შესრულებაც შეძლო, ფილმში „შვიდი წელი ტიბეტში“. პიტი თვეობით ვარჯიშობდა ამ როლისთვის.
6. ჩინეთის ხელისუფლებამ, პიტს და თეულისს (მისი პარტნიორი ფილმში) აკურძალეს ჩინეთში საზღვრის გადაკვეთა. 1998 წელს, პიტმა შეასრულა მთავარი როლი, ფილმში „გაიცანით ჯო ბლეკი“. ფილმმა მას კვლავ მისცა საშუალება ეთამაშა სერ ენტონი ჰოპკინსთან ერთად, რომელთან ერთადაც მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ფილმში „შემოდგომის ლეგენდები“.
7. ბრედმა ყველას დაუმტკიცა, რომ ის იყო იშვიათი მსახიობი, თავისი შესრულებულ როლებითმ რომლებმაც მას ბევრი ჯილდო მოუტანა. დიდი წარმატება მოუტანა როლებმა: “Benjamin Button” და “ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა”. პიტი ნომინირებული იყო ოსკარზე “the Assassination of Jesse James” . ასევე, მიენიჭა ვენეციის კინოფესტივალის პრიზი.
8. ამის შემდეგ, მრავალ ფილმში ითამაშა, მათ შორის „ოუშენის 12 მეგობარი“, „ტროა“. 2005 წელს კი ითამაშა ფილმში „მისტერ და მისის სმიტები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ანჯელინა ჯოლი. სწორედ ამ ფილმის გადაღებების დროს გაჩაღდა მათი რომანი, რის გამოც, ბრედმა ცოლი – ჯენიფერ ანისთონი მიატოვა.
9. ჯენიფერ ანისთონთან განქორწინების შემდეგ, ის საპროდიუსერო კომპანიის – „Plan B“-ს ერთპიროვნული მფლობელი გახდა. კომპანიამ გამოუშვა „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“, ჯონი დეპის მონაწილეობით, „მიცვალებულები” და „ჯესი ჯეიმსის მკვლელობა“.
10. 2000 წელს, პიტი იყო პირველი მამაკაცი, რომელიც ორჯერ დაასახელეს სექს-სიმბოლოდ. ბრედი და ანჯელინა ჯოლი დაქორწინდნენ, გაზარდეს ექვსი შვილი. მიმდინარე წლის სექტემბერში კი, წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა.
კომენტარები