10 რომანტიკული ფილმი მათთვის, ვისი შვებულებაც ახლა იწყება
მამა მია / Мамма MIA
საბერძნეთში გადაღებული ულამაზესი ფილმი ლეგენდარული ABBA-ს მუსიკის თანხლებით. ლამაზი პეიზაჟები, ფანტასტიკური სამსახიობო ანსამბლი, რომანტიკული სიუჟეტი და ბევრი მუსიკა. ამ ფილმში ყველაფერია, რაც ზაფხულს უხდება.
ვიკი, კრისტინა, ბარსელონა / Vicky Cristina Barcelona
მაშინ როცა ევროპაში გამგზავრებას გეგმავთ, აუცილებლად იფიქრებთ ბარსელონაში გამგზავრებაზეც. სწორედ ასე გადაწყვიტეს ვუდი ალენის ფილმის გმირებმაც, რომელთა შვებულებაც ბარსელონაში, ნამდვილ თავგადასავლად იქცა. სკარლეტ იოჰანსონის, პენელოპა კრუსისა და ჰავიერ ბარდემის საოცარი კოლაბორაცია ულამაზესი პეიზაჟების ფონზე შვებულებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
სწრაფი გზავნილი / Premium Rush
ესა არის ფილმი ექსტრემალური დასვენების მოყვარულთათვის. მათ, ვისაც შვებულებაში მეტი ადრენალინი და თავგადასავალი სურს, ვურჩევთ ნახონ ეს კინოსურათი. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ჯოზეფ-გორდონ ლევიტის მონაწილეობით, უდავოდ არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.
ლურჯი უფსკრული / Into the Blue
სამი ახალგაზრდა მყვინთავის ისტორია, რომლებიც ოკეანის ფსკერზე ჩაძირულ ხომალდს აღმოაჩენენ. ულამაზესი ბუნების გარდა ფილმში პოლ უოკერსა და ჯესიკა ალბას შეხვდებით.
ეგზოტიკური სასტუმრო „მარიგოლდი“ / The Best Exotic Marigold Hotel
თუ ასაკის მიუხედავად თავს მაინც ახალგაზრდულად გრძნობთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიბაძოთ ამ ფილმის გმირებს და ინდოეთში გაემგზავროთ. ასე იწყება ეგზოტიკური სასტუმროს ისტორია, რომლის დამსვენებლებიც ლეგენდარული მსახიობები, მეგი სმიტი, რიჩარდ გირი, ჯუდი დენჩი და ლევ პატელი გახდებიან.
ცაში მინდა / Up in the Air
სამსახურით დაკავებულებს ხშირად გვავიწყდება, რომ კარიერა ყველაფერი არაა. ამ ფილმის ნახვა სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა რეკომენდებული. ისევე როგორც მათთვის, ვისაც თვითმფრინავის ფობია აქვს. კინოსურათში მთავარ როლებს ვერა ფარმიგა და ჯორჯ კლუნი ასრულებენ.
რაღაც, სიყვარულის მსგავსი / A Lot Like Love
ფილმი მათთვის, ვისაც ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, სად მიდის სამოგზაუროდ. რეალურად კი, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი, ნამდვილი სიყვარულს შესაძლოა ყველგან შეხვდეთ.
წერილები ჯულიეტას / Letters to Juliet
ფილმის მთავარი გმირი ამჯერად ვერონაში, სიყვარულის კიდევ ერთ დედაქალაქში მიემგზავრება. სწორედ აქ პოულობს ის ძველ წერილებს, რომელსაც მთავარი გმირი ნამდვილ სიყვარულამდე მიჰყავს.
მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით / The Darjeeling Limited
სამი ძმის ამბავი, რომლებიც ინდოეთში სამოგზაუროდ მიდიან. როგორ განვითარდება გაუცხოებული ძმების ურთიერთობა ინდოეთის ეგზოტიკური ადგილებისა და ახალი თავგადასავლების ფონზე, ამას მაყურებელი საათ ნახევრის განმავლობაში შეიტყობს.
სანამ სიკვდილი მოვა / The Bucket List
ორი ადამიანის მეგობრობისა და საოცარი ურთიერთობის ამბავი, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთებს მოგზაურობაში ატარებენ. თქვენ გელით ჯეკ ნიკოლსონისა და მორგან ფრიმანის დაუვიწყარი დუეტი ამაღელვებელი სიუჟეტის ფონზე.
კომენტარები