ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – წმიდა მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი)

უსაზღვრო და უშედეგო იქნებოდა ჩვენი მწუხარება გარდაცვლილ ახლობლებზე უფალს რომ არ მოეცა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე. ჩვენი ცხოვრება რომ სიკვდილით მთავრდებოდეს, იგი უმიზნო გახდებოდა, ან კი, რა სარგებელი ექნებოდა მაშინ სათნოებებსა და კეთილ საქმეებს? განა მართალი არ იქნებოდნენ ისინი, რომლებიც ამბობენ: „ვჭამთ და ვსვამთ, რამეთუ ხვალ მოვკვდებით?”

მაგრამ არა!

ადამიანი შექმნილია უკვდავებისთვის. უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით გააღო ცათა სასუფევლის კარები. გააღო მათთვის, რომელთაც სწამთ იგი და წმინდად ცხოვრობენ. ჩვენი მიწიერი სიცოცხლე მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა, რომლებიც სიკვდილით მთავრდება. „კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი, და შემდეგ სამსჯავრო” (ეზრ. 9, 27). სიკვდილის დროს ადამიანი ტოვებს ყოველივე მიწიერ საზრუნავს; სხეული იხრწნება, მაგრამ იგი კვლავ აღდგება საყოველთაო აღდგომის დროს, ხოლო სული აგრძელებს სიცოცხლეს. იგი ერთი წამითაც კი არ წყვეტს არსებობას. მიცვალებულთა გამოცხადებებით, სხვადასხვა ჩვენებებით, ჩვენ ნაწილობრივ მოგვეცა ცოდნა იმის შესახებ, თუ რა მოსდის სულს, როდესაც იგი სხეულს ტოვებს, როცა წყდება ხედვა ხორციელი თვალებით, იწყება ხედვა სულიერი.სულიერი ხედვის დასაწყისი

სულიერი ხედვა მომაკვდავებს, ხშირად გარდაცვალებამდე ეწყებათ. გარშემო მყოფებს ისინი ამჩნევენ, კიდეც ესაუბრებიან, მაგრამ ამასთანავე ხედავენ სხვა რამეს, რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ.შეხვედრა სულებთან

სხეულიდან გასვლის შემდეგ სული აღმოჩნდება კეთილ და ბოროტ სულებს შორის. ამ დროს იგი მიილტვის იმათკენ, რომლებიც მასთან სულიერად უფრო ახლოს დგანან და თუკი სხეულში ყოფნის დროს რომელიმე მათგანის გავლენის ქვეშ იყო, ახლაც მასზე იქნება დამოკიდებული, თუნდაც საშინელი შესახედაობისა აღმოჩნდნენ ისინი.პირველი ორი დღე გარდაცვალების შემდეგ

პირველი ორი დღის განმავლობაში სული შედარებით თავისუფალია და შეუძლია ეწვიოს იმ ადგილებს დედამიწაზე, რომლებიც მისთვის ძვირფასია, მესამე დღეს ის გადადის სხვა სფეროში.საზვერეები

ამ დროს (მესამე დღეს) სული ბოროტი სულების ლეგიონებს შორის გაივლის. ისინი უღობავენ გზას და სხვადასხვა ცოდვებში ადანაშაულებენ. იმ ცოდვის თანახმად, არსებობს ოცი ასეთი ზღუდე, ე.წ. „საზვერეები”. თითოეული მათგანი მტანჯველია ამა თუ იმ ცოდვით. მხოლოდ და მხოლოდ ყოველი მათგანის წარმატებით გავლის შემდეგ აგრძელებს სული გზას, თუკი იგი მეყსეულად არ იქნა ჩაგდებული გეენიაში. რამდენად საშინელია ეს დემონები და საზვერეები საცნაურია იმ ფაქტიდან, რომ თვით დედა ღვთისა ევედრებოდა სიკვდილის წინ თავის ძეს, რათა ეხსნა ამ დემონებისაგან, და მართლაც თავისი ლოცვის პასუხად თვით უფალი იესო ქრისტე მოევლინა ზეციდან ღვთისმშობელს, რათა მიეღო თავისი ყოვლადწმიდა დედის სული და აეყვანა ზეცად (ყოველივე ეს გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტრადიციულ მართლმადიდებლურ ხატზე).

ნამდვილად საშინელია მესამე დღე გარდაცვლილის სულისათვის და ამიტომაც განსაკუთრებით საჭიროა მისთვის ლოცვა.ორმოცი დღე

საზვერეების წარმატებით გავლის შემდეგ სულისათვის ჯერ კიდევ უცნობია სად დარჩება იგი. დარჩენილი 37 დღის განმავლობაში იგი კვლავ მოივლის ცათა სასუფევლისა და ჯოჯოხეთის უფსკრულებს. მეორმოცე დღეს კი მას მიეჩინება ადგილი მკვდრეთით აღდგომამდე.სულის მდგომარეობა საშინელ სამსჯავრომდე

ორმოცი დღის შემდეგ ზოგიერთი სული მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ ტკბობის, ზოგი მარადიული ტანჯვის მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ნეტარება ან ტანჯვა მთელი სიმრუდით საშინელი სამსჯავროს შემდეგ დაიწყება. მანამდე კი არის შესაძლებლობა სულის მდგომარეობის შეცვლისა, სხვადასხვა ლოცვების მეშვეობით, ხოლო განსაკუთრებით უსისხლო მსხვერპლის (ლიტურგიაზე მოხსენიების) წყალობით.გარდაცვლილებზე ლოცვა

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლიტურგიაზე მოხსენიება, ამისათვის მოგითხრობთ ერთ შემთხვევას. წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის განდიდებამდე (1896 წ.) მღვდელმონაზონი – სახელგანთქმული ბერი ალექსი (კიევის – მღვიმევის ლავრის გოლოსეევის სკიტიდან, გარდაიცვალა 1916 წ.) წმ. ნაწილებისათვის შესამოსელის შეცვლის დროს დაიღალა, იქვე მჯდომარეს ჩაეძინა და დაინახა თავის წინაშე მდგომარე წმიდანი, რომელმაც უთხრა: „გმადლობთ, ჩემთვის გაწეული შრომისათვის, ხოლო როცა ლიტურგიას აღასრულებ, მოიხსენე ჩემი მშობლები”, და მისცა მათი სახელები: (მღვდელი ნიკიტა და მარია), – „როგორ, შენ წმიდანი ჩემგან ითხოვ ლოცვას, როცა თვითონ დგახარ ზეციური საყდრის წინაშე და ღვთის მადლს აძლევ ადამიანებს?” – შეეკითხა მღვდელმონაზონი – „დიახ – უპასუხა წმიდა თეოდოსიმ, – რადგან ლიტურგიაზე მოხსენიება ჩემს ლოცვებზე უფრო ძლიერია”.

პანაშვიდი, პირადი ლოცვა, მიცვალებულის სახელზე გაკეთებული კეთილი საქმეები (მოწყალება, ეკლესიისათვის შესაწირავი) კარგია, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა მათი ლიტურგიაზე მოხსენიება. იყო მიცვალებულთა გამოცხადების მრავალი შემთხვევები, რომლებიც ამას ადასტურებენ. მრავალი სინანულით გარდაცვლილი, რომლებმაც ვერ შეძლეს ამის სიცოცხლეში გამოვლინება, გათავისუფლდნენ ტანჯვისაგან და განსვენება მიიღეს. ეკლესიაში გამუდმებით აღევლინება ლოცვა მიცვალებულთა განსვენებისათვის, ხოლო სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს, მწუხრზე მუხლმოდრეკილს ლოცვებში არის განსაკუთრებული ვედრება.რა შეგვიძლია გავაკეთოთ მიცვალებულთათვის

თუკი ჩვენ გვსურს გამოვხატოთ სიყვარული გარდაცვლილებისადმი და გავუწიოთ რეალური დახმარება, ყველაზე საუკეთესოა მათთვის ლოცვა და როგორც ვთქვით, ლიტურგიაზე მოხსენიება. მაშინ როცა ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის ამოღებული ნაწილები ჩაეშვება უფლის სისხლში, ამაზე დიდს და მნიშვნელოვანს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ მათთვის. ლიტურგიაზე მოხსენიება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა ორმოც დღეს, როდესაც გარდაცვლილის სული მარადიული სამყოფელის გზაზე მიემართება. სხეული მაშინ უგრძნობელია. ის ვერ ხედავს შეკრებილ ახლობლებს, ვერ გრძნობს ყვავილთა სურნელებას, არ ესმის გამოსათხოვარი სიტყვები, სული კი გრძნობს მისთვის აღვლენილ ლოცვებს, მადლიერია და სულიერად ახლოსაა მათთან.

ო, გარდაცვლილთა ახლობლებო და ნათესავებო, გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა და რისი შესაძლებლობაც გაქვთ. გამოიყენეთ გაჭირვებულთა დასახმარებლად ეკლესიისათვის, სადაც მათთვის ლოცვა აღევლინება, იყავით გულმოწყალენი, იზრუნეთ მათი სულისათვის. გახსოვდეთ, რომ იგივე გზა დევს ჩვენს წინაშეც, წარმოიდგინეთ, როგორ მოგვინდება მაშინ, რომ მოგვიხსენიონ ლოცვებში, ილოცონ ჩვენი სულისათვის.

როგორც კი ვინმე გარდაიცვლება, დაუყოვნებლივ მოუხმეთ მღვდელს, რათა მან შეძლოს „სულის ამოსვლის ლოცვის” წაკითხვა, რომელიც უნდა წაეკითხოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. შეეცადეთ აუგოთ წესი ეკლესიაში და წესის აგებამდე ეკითხებოდეს ფსალმუნი. წესის აგება შეიძლება ჩატარდეს ზომიერად, არამდიდრულად, იგი უნდა იყოს სრული, შემოკლების გარეშე.

გახსოვდეთ, ყოველი სიტყვა მიცვალებულთათვის მსგავსია წყლის წვეთისა მწყურვალთათვის, აგრეთვე იზრუნეთ ორმოცდღიან მოსახსენებელზე, ე.ი. ლიტურგიაზე, ყოვლდღიურ მოსახსენებელზე. ჩვეულებრივ ეკლესიებში, სადაც ყოველდღიური მსახურება აღესრულება, მიცვალებულებსაც მოიხსენებენ ორმოც და მეტ დღესაც. ხოლო თუ წესი აეგო იმ ტაძარში, სადაც არ არის ყოველდღიური მსახურება, ახლობლებმა უნდა იზრუნონ და შეუკვეთონ ორმოცდღიანი მოსახსენებელი იქ, სადაც ყოველდღიური მსახურებაა. კარგია აგრეთვე შეწირულობის მონასტრებში გაგზავნა, აგრეთვე, იერუსალიმში, სადაც განუწყვეტელი ლოცვა აღევლინება. მოხსენიება უნდა დაიწყოს გარდაცვალებისთანავე, როცა სულს განსაკუთრებით სჭირდება შეწევნა.

მაშ ვიზრუნოთ იმქვეყნად ჩვენზე ადრე წასულებისათვის, რათა ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის, რაც შეგვიძლია, იმის ხსოვნით, რომ „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეწყალებულ იქნებიან”.

Published in განათლება, მოგზაურობა, რელიგია, სამყარო, ხელოვნება, ჯანმრთელობა
ლელა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

  1. ეს ამბავი ბევრ ადამიანს წამიერად განუცდია კლინიკური სიკვდილი და სასუფეველის ნახვა სამოთხე და ჯოჯოხეთი იქ დრო ძალიან ნელა გადის აქ რომ საათები გადის იქ თურმე წუთებით გადის ყველაფერი,შესანიშნავი მოვლენაა სიკვდილი არარსებობს,მხოლოდ ხორციელი,სული კი მარადიულია.

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – წმიდა მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი)

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება